თუკი ექსპერიმენტები არ გაშინებთ და წინააღმდეგი არ ხართ, რაციონიდან რამდენიმე სახეობის პროდუქტი გამორიცხოთ, სამუდამოდ შეძლებთ დაივიწყოთ ჭარბწონიანობის პრობლემა.
პალეოდიეტა გულისხმობს კონკრეტულ კვებას კალორიების დაუთვლელად და თან შეგიძლიათ, მიირთვათ დანაყრებამდე.
ამ დიეტის დახმარებით უკვე ბევრმა შეძლო შესანიშნავი შედეგის მიღება. ასე რომ, თქვენც სცადეთ.
რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- მენიუდან გამორიცხეთ პარკოსნები, რძის პროდუქტები, სახამებლის შემცველი ბოსტნეული, შაქარი და მარილი;
- საკვები მიიღეთ დღეში 5-ჯერ;
- დიეტის პერიოდში უარი თქვით სწრაფი კვების პროდუქტებისა და ცომეულის მიღებაზე;
- მიირთვით ნებისმიერი სახეობის ხორცი, თევზი, კვერცხი, ზეითუნის ზეთი.
- მიირთვით ნებისმიერი სახეობის ხილი, გარდა ჩირეულისა. უბრალოდ, მოერიდეთ ისეთი ხილის მიღებას, რომელიც დიდი რაოდენობით ბუნებრივ შაქარს შეიცავს.
- პალეოდიეტის დროს შეგიძლიათ, მიირთვათ ნებისმიერი ბოსტნეული, გარდა კარტოფილისა და, ასევე, გამორიცხეთ სიმინდი.
- ძილის წინ ჭამა კატეგორიულად იკრძალება, მაგრამ, თუკი შიმშილი ძალიან შეგაწუხებთ, მიირთვით ფორთოხალი ან 1 ჭიქა წყალი.
- დიეტის ხანგრძლივობა ერთკვირიანია, თუმცა, უფრო მეტი შედეგის მისაღებად მისი გაგრძელება 2 კვირამდეც შეგიძლიათ.
წარმოგიდგენთ პალეოდიეტის მენიუს:
საუზმე: შეეცადეთ, მაქსიმალურად ნოყიერი საუზმე მიირთვათ. დაიწყეთ ხილით ან თხილეულით. ასევე, შეგიძლიათ მიირთვათ ნაკლებცხიმიანი ხორცი და უშაქრო ყავა;
ლანჩი: მეორე საუზმეზე შეგიძლიათ, მიიღოთ კენკროვანი ხილი, ვაშლი, 1 ნაჭერი ხორცი და გაზგასული მინერალური წყალი;
სადილი: სადილად მიირთვით ზეითუნის ზეთით შეზავებული ბოსტნეულის სალათი, ნაკლებცხიმიანი თევზი ან ძროხის ხორცი;
სამხარი: მიირთვით ნებისმიერი ხილი და ცოტაოდენი თხილეული;
ვახშამი: ვახშმად მიზანშეწონილია მიირთვათ ბოსტნეულის მსუბუქი სალათი და გრილზე ან აირღუმელში მომზადებული თევზი.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!