სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანია წყვილებს უჩვეულო მომსახურებას სთავაზობს
23:00 ოთხ. 21 დეკემბერი, 2022 წელი
თანამედროვე მსოფლიოში შეუძლებელი აღარაფერია. საყვარელ ადამიანთან ერთად ღრუბლებში სექსზე თუ ოცნებობთ, ამ ოცნებასაც აისრულებთ - აგისრულებენ.
კერძოდ, მფრინავი ენტონი ბლეიკი და მისი ავიაკომპანია Love Cloud („სიყვარულის ღრუბელი“), სულ რაღაც, 995 დოლარად საშუალებას მოგცემთ, 45 წუთი საყვარელ ადამიანთან ერთად ღრუბლებში იფრინოთ და სექსით დატკბეთ. ვისთვისაც 45 წუთი საკმარისი არ არის, დამატებით 1,5 საათისთვის 1495 აშშ დოლარს იხდის.
ორძრავინი თვითმფრინავი აღჭურვილია ორადგილიანი ლოგინით და წითელი ატლასის თეთრეულით. უსაფრთხოების ღვედის მოხსნა აფრენიდან ორი წუთის შემდეგ არის შესაძლებელი.
მფრინავების კაბინასა და მგზავრების სალონს შორის მდებარე კედელი და ყურსასმენები ენტონ ბლეიკს შეყვარებულების ვნებიანი ხმებისგან იცავს და მის სიმშვიდეს ურუნველყოფს.
ბლეიკის მონაყოლიდან ირკვევა, რომ მას სხვადასხვა ასაკისა და სოციალური მდგომარეობის კლიენტები ჰაყვს - ახალდაქორწინებულებიდან დაწყებული სტაჟიანი წყვილებით დამთავრებული.
უჩვეულო კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ფრენის დროს სხვადასხვა სიურპრიზიც ხდება. ზოგჯერ უსიამოვნოც.
აღსანიშნავია, რომ ამ სერვისის დაწყებამდე კომპანია Love Cloud რომანტიკულ სადილებსა და ქორწილებს მასპინძლობდა.
წყარო: www.nytimes.com
სიახლეები ამავე კატეგორიიდან