16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
21:47
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეცადეთ პირადი ცხოვრება ყველასთვის საიდუმლოდ შეინახოთ, თორემ ჭორიკნების სამიზნედ იქცევით. წინ სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ, რომლებიც ფრთებს შეგასხამთ და დადებითი ემოციებით აგავსებთ. დროა, ახალი პროექტის განხორციელებას შეუდგეთ, რომლის გადადებასაც უკვე დიდი ხანია ცდილობთ. ბედი შესანიშნავ შანსს გთავაზობთ და ვინც მას მორიდების ან სიზარმაცის გამო დაკარგავს, მწარედ ინანებს. თუ ამ დღეს ფინანსური დახმარება დაგჭირდათ, დახმარებისთვის ახლობლებს უნდა მიმართოთ. მავნე ჩვევებისგან გათავისუფლების შესანიშნავი შანსი გექნებათ; საუბარი მხოლოდ მოწევაზე ან ალკოჰოლზე არ არის — ძილის დარღვეულ რეჟიმსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.
კურო
შესაძლოა, ამ დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ბედზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. გირჩევთ გასართობი ოჯახური ღონისძიებები დაგეგმოთ — თქვენს ახლობლებს დადებითი ემოციები ნამდვილად არ აწყენთ. ამ დღეს სარისკო საქმის წარმატება მთლიანად თქვენს გამჭრიახობასა და მოთმინებაზე იქნება დამოკიდებგული, ამიტომ მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ხელმოწერა სულ მცირე, ერთი კვირით უნდა გადადოთ. სიტუაციის სწორი შეფასება და საჭირო კავშირების დამყარების უნარი წარმატებას მოგიტანთ, თუმცა, ოჯახის წევრებთან დაკავშირებულმა სიახლეებმა შეიძლება ცოტათი აგანერვიულოთ, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და ზოგად მდგომარეობაზე აისახება.
ტყუპები
შესაძლოა, პირად ცხოვრებაში ცვლილებებისა და სიახლეების შეტანა მოგინდეთ. ნუ იჩქარებთ — შესაძლოა, შედეგები ისეთი სასიამოვნო არ აღმოჩნდეს, როგორც გეგონათ. გამორიცხული არ არის, გაიგოთ ამბავი, რომელიც, თქვენი ცხოვრების წესს და ნათესავებთან ურთიერთობის ფორმას ძირფესვიანად შეცვლის. დღისთვის დაგეგმილი საქმეების უმეტესობა წარმატებით ჩაივლის, რაც გაიძულებთ, რომ საქმეს კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით შეუდგეთ. თუ გრძნობთ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის მზად არ ხართ, მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. ფრთხილად იყავით — მუშაობის დროს დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. ეცადეთ თავისუფალი დრო ახალ ნაცნობებს ან მეგობრულ ურთიერთობებს დაუთმოთ. არ გადაიღალოთ, რადგან ფიზიკური დატვირთვა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
კირჩხიბი
ურთიერთობებში ჰარმონიას გულწრფელი საუბრითა და ყურადღებით მიაღწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევას და რჩევების მიცემას მოერიდოთ, რადგან ამით მხოლოდ მტრებს შეიძენთ. ჭორიკანა კოლეგების სამიზნედ რომ არ იქცეთ საკუთარი საიდუმლოები მკაცრად უნდა დაიცვათ — ზედმეტი გულახდილობა მხოლოდ ზიანს მოგაყენებთ. ასტროლოგები გირჩევენ, შემოსავლის ძირითადი წყარო ზუსტად განსაზღვროთ და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას მოერიდოთ. ამინდის ცვლილებების მიმართ მგრძნობიარე ი შეიძლება მსუბუქმა თავბრუსხვევამ და სახსრებში უსიამოვნო შეგრძნებებმა შეაწუხოს.
ლომი
მშვენიერი დროა რომანტიკული დასვენებისთვის — ეს ურთიერთობებს გააღრმავებს და ოჯახურ წყვილებს უფრო დააახლოებს. გჯეროდეთ საკუთარი თავის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პირად ურთიერთობებს ეხება. მერკური თქვენ მხარესაა, ოპონენტები კი სხვებზე დამთმობნი იქნებიან, ამიტომ შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ სახელმწიფო უწყებებთან შექმნილი პრობლემები წარმატებით მოაგვაროთ. ამ დღეს საქმის შედეგი თქვენს გამჭრიახობასა და მატერიალური რესურსების მართვის უნარზეა დამოკიდებული, წარმატების მთავარი გასაღები კი გუნდური მუშაობა იქნება. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი შეუძლოდ ყოფნა ხვალ შეიძლება სერიოზულ დაავადებაში გადაიზარდოს, რომლის მკურნალობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
ქალწული
იდეალური დროა იმ ურთიერთობის დასასრულებლად, რომელიც ტვირთად გექცათ. ამ დღეს პირადი ცხოვრების შესახებ არავის, საუკეთესო მეგობარსაც კი არ უნდა უამბოთ — შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა თქვენი საიდუმლო სრულიად შემთხვევით გაამჟღავნოს. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ისეთი საქმის შესრულება მოგიწიოთ, რომელიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. სირთულეებმა არ დაგაბნიოთ — ამ დღეს ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდებით! შენაძენები წინასწარ, გონივრულად დაგეგმეთ და ფული უსარგებლო ნივთებში არ დახარჯოთ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში კი ნათესავები დაგეხმარებიან. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს გეომაგნიტური რყევებია მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა მეტეომგრძნობიარე ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
სასწორი
მიზნის მისაღწევად მაქსიმალური პრინციპულობა და სიმტკიცე უნდა გამოავლინოთ. მალე შესაძლებლობა გექნებათ, რომ წარსულის გამოცდილება გამოიყენოთ — მთავარია, უარყოფით ემოციებს გასაქანი არ მისცეთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და მეორე ნახევარს გადაჭარბებული მოთხოვნები არ წაუყენოთ. ხელსაყრელი დღეა საოჯახო ნივთების შეძენისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტების უარყოფითი განლაგება ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, დისციპლინისა და წინდახედულების წყალობით დიდ შეცდომებს აირიდებთ. სარისკო ოპერაციებსა და საეჭვო პროექტებში მონაწილეობას ნუ დათანხმდებით, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. ეს პერიოდი კარგია მავნე ჩვევებთან ბრძოლისა და წონის კლების პროგრამის დასაწყებად. მთავარ პრიორიტეტად საკუთარი ინტერესები აქციეთ და აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.
მორიელი
სასიყვარულო ურთიერთობებში განსაკუთრებული პერიოდი გელოდებათ. შესანიშნავი დღეა ერთად ყოფნისა და მშვიდი, რომანტიკული მომენტებით ტკბობისთვის. სახლში მცირე საყოფაცხოვრებო პრობლემებია მოსალოდნელი, რომლებიც თითქმის თქვენი ჩარევის გარეშე, თავისით მოგვარდება. ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომ პროფესიული უნარები დახვეწოთ — თვითგანვითარება კარიერული წარმატების საწყისია. შესაძლოა, სამსახურში მნიშვნელოვანი საბუთი დაიკარგოს ან მძიმე შეცდომა გაიპაროს, ამიტომ საბუღალტრო და სტატისტიკურ ანგარიშებთან მუშაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. ენერგეტიკული დისბალანსი, რომელსაც ბოლო დროს განიცდით, დადებითი ემოციების ნაკლებობითაა გამოწვეული.
მშვილდოსანი
სავარაუდოდ, თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს პირადი ცხოვრებისთვის მეტი დროის დათმობა მოუწევთ. გსურთ, რომ სახლისთვის ძვირად ღირებული ნივთი შეიძინოთ, თუმცა ამ ნაბიჯით ოჯახური ბიუჯეტი არ უნდა დააზარალოთ. ხელსაყრელი დროა დიდი ხნის წინ დასახული გეგმების განხორციელებისთვის! ახლა ჯობია მთელი ყურადღება მატერიალურ სფეროზე გადაიტანოთ — ვარსკვლავების განლაგება ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელია. ვარსკვლავების განლაგება კარიერულ წინსვლასა და ფინანსური კეთილდღეობის ზრდას ხელს უწყობს, თუმცა, ჯანმრთელობამ შეიძლება ყველაზე უხერხულ დროს გიღალატოთ.
თხის რქა
უახლოეს მომავალში თქვენს ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით. ეს იქნება სრულიად უცხო ადამიანი, რომელსაც მეგობარი ან ნათესავი გაგაცნობთ. საყვარელი ადამიანის გადაწყვეტილება აგაღელვებთ — მზად იყავით ემოციური საუბრისთვის. ნაუცბათევი გადაწყვეტილებები შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს — ენდეთ ინტუიციას და რისკის არ შეგეშინდეთ. თუ იღბალი ზურგს გაქცევთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მთავარია, ემოციები აკონტროლოთ და ცივი გონება შეინარჩუნოთ — სტრესმა და ემოციებმა შესაძლოა შაკიკი ან წნევის მატება გამოიწვიოს.
მერწყული
შესაძლოა, მოულოდნელად შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ძლიერ გრძნობებს გაგიღვიძებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ოჯახთან ერთად მეტი დრო გაატაროთ — კარიერა კარგია, მაგრამ ახლობლების დავიწყება არ შეიძლება. სავარაუდოდ, ჰარმონიული ურთიერთობების შესანარჩუნებლად რაღაცის დათმობაც კი მოგიწევთ. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დაწყების, გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და მოლაპარაკებებისთვის. ყოველი წამოწყება, თუნდაც ყველაზე ავანტიურისტული, დროთა განმავლობაში კარგ შედეგს გამოიღებს. დიეტისთვის არახელსაყრელი პერიოდია — ახლა მკაცრი შეზღუდვები ზიანს მოგაყენებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ზომიერება უნდა დაივიწყოთ.
თევზები
მიზნის მისაღწევად პირად ცხოვრებაში მეტი პრინციპულობა და მონდომება უნდა გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარში ძალების წარმოუდგენელ მოზღვავებას იგრძნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ, დიდი ხნის წინ გადადებული საქმეები ერთიანად დაასრულოთ. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან — ბევრი საქმიანი კავშირების გაფართოებასა და განმტკიცებას შეძლებს. საღამო ახლობლების გარემოცვაში გაატარეთ. საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ და დაავადების სიმპტომებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან