18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
22:30 ხუთ. 17 აპრილი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დღეს თქვენს გზაზე შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ოდესღაც გული ატკინეთ. დროა, გულმოწყალება გამოიჩინოთ და წარსულის წყენა დაივიწყოთ. გირჩევთ, მთელი ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ და უსარგებლო კამათსა და ურთიერთობების გარკვევაზე დრო არ დაკარგოთ. მუდმივად აკონტროლეთ სიტყვები და ემოციები, რათა შემთხვევით საყვარელ ადამიანს გული არ ატკინოთ.
კურო
კუროებისთვის ეს დღე იდეალურია ჩანაფიქრისა და გეგმების განსახორციელებლად. თუ პროფესიის შეცვლაზე ან კომერციული საქმიანობის წამოწყებაზე ფიქრობთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. ამ დღეს როგორც კოლეგებთან, ისე ახლობლებთან ურთიერთობაში დადებითი ძვრები მოხდება. ხელსაყრელი დროა ახალი ცოდნის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
ტყუპი
შრომისმოვარეობისა და შინაგანი დისციპლინის დამსახურებით ნებისმიერ პრობლემას მოაგვარებთ და კოლეგებიც საჭირო მხარდაჭერას გაგიწევენ. შეგიძლიათ, მათ პროფესიონალიზმს თამამად დაეყრდნოთ. ეცადეთ, ყველაზე თამამი პროექტები დაიწყოთ და გარშემომყოფები სრულიად სხვა თვალით შემოგხედავენ. გირჩევთ, დღის დარჩენილი ნაწილი სიწყნარეში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ – ეს შინაგან ჰარმონიას მოგანიჭებთ და დღევანდელი მოვლენების გაანალიზებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
სწორი ფინანსური მენეჯმენტი ფინანსური კეთილდღეობისკენ გზას გაგიხსნით, ხოლო გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერა წარმატებას მოგიტანთ. იღბალი ცხოვრების ყველა სფეროში თქვენ გვერდითაა. შორიდან მიღებული შეტყობინება ერთდროულად დაგაბნევთ და გაგახარებთ. ზოგ კირჩხიბს საქმიან ქაღალდებზე ხელის მოწერა მოუწევს - შესაძლოა, უძრავი ქონება შეიძინოთ ან მემკვიდრეობა მიიღოთ.
ლომი
თუ ადამიანებს საკუთარი ინტერესებისთვის, სარგებლის მისაღებად იყენებთ, ეს გზა თქვენთვის კარგად არ დასრულდება – შედეგები შეიძლება მოულოდნელი და უსიამოვნო იყოს. თქვენ გარშემო შექმნილი გარემოებები გაიძულებთ, ადამიანების მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. ცვლილებებს ნუ შეეწინააღმდეგებით – ამ ეტაპზე მოვლენებზე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებთ.
ქალწული
ეს დღე საკუთარ თავს და მიმდინარე საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. შესანიშნავი დროა საბუთების მოწესრიგებისა და სახლისთვის ნივთების შეძენისთვის. ეს დღეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. გაითვალისწინეთ, რომ ერთდღიანი შიმშილი და სუფთა ჰაერი მშვენიერი პროფილაქტიკური ღონისძიებაა.
სასწორი
სასწორებო ეცადეთ, ახალი კოლეგა კონკურენტად არ აღიქვათ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებს – ნებისმიერი დაუფიქრებელი ქმედება თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს. ეცადეთ სასიყვარულო ურთიერთობა ახალ, უფრო სერიოზულ ეტაპზე გადაიყვანოთ. თუ ვინმეს თქვენთან საუბარი და ურთიერთობა არ გსურთ, ძალას ნუ დაატანთ და შეხვედრა სხვა დროისთვის გადადეთ.
მორიელი
რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. პროფესიულ სფეროში აქტიურობას მოერიდეთ. ნაბიჯების გადადგმა ჯერჯერობით გადადეთ. გაითვალისწინეთ, რომ მომატებული ემოციური ფონის გამო მცირე კამათიც კი შეიძლება დიდ სკანდალში გადაიზარდოს. გამონახეთ დრო სახლის მოწესრიგებისთვის. თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, ფრთხილად იყავით სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისას.
მშვილდოსანი
ამ დღეს შეიძლება ლიდერობისთვის ბრძოლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ეს ცუდი იდეაა და ეცადეთ, მოთოკოთ. აკონტროლეთ, რას ამბობთ, რათა ვიღაც დაუმსახურებლად არ გაანაწყენოთ. ადამიანი, რომელსაც ოდესღაც გული ატკინეთ, მშველელად მოგევლინებათ. ეს პატიება საკუთარი შეცდომების აღიარებასა და წყენის დავიწყებაში უნდა დაგეხმაროთ. სასურველია, საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.
თხის რქა
ეს დღე მშვიდად და აუღელვებლად ჩაივლის. ამ დღეს მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგეპაროთ. ახალ ნაცნობობაზე უარს ნუ იტყვით. მალე თქვენი ცხოვრება რომანტიკულ ელფერს შეიძენს – შესაძლოა, დიდი სიყვარული გეწვიოთ.
მერწყული
სირთულეებით სავსე დღეა. აკონტროლეთ ემოციები და გაითვალისწინეთ, რომ დაუფიქრებელი სიტყვები თქვენს ავტორიტეტს დააზიანებს. ნუ ინერვიულებთ იმის გამო, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმეთ. გირჩევთ, სამყაროს ენდოთ და გარემოებებს მოერგოთ.
თევზები
თევზებისთვის ნაკლებად ხელსაყრელი პერიოდი იწყება. ამ დღეს დანაკარგების სერიოზული რისკი არსებობს. ათი საქმის ერთდროულად კეთება მარცხით დასრულდება, ამიტომ სჯობს, კონცენტრირება ერთ, დაუსრულებელ პროექტზე მოახდინოთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარემოცვას – შესაძლოა, თქვენ გვერდით არის ადამიანი, რომელიც თქვენზე უარყოფით გავლენას ახდენს. გირჩევთ, მასთან ურთიერთობა შეწყვიტოთ, მაგრამ ეს ფრთხილად და გონივრულად გააკეთოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან