პროფესიები, რომლებსაც მალე ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს
16:00 სამ. 2 დეკემბერი
Microsoft-მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ჩამოთვლილია პროფესიები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის გავლენა ყველაზე მეტად შეეხება. კომპანიამ ასევე წარმოადგინა ისეთი პროფესიების სია, რომლებიც ნეიროქსელებზე დამოკიდებული არ არის.
კვლევის ფარგლებში მომხმარებლებსა და ხელმისაწვდომი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სისტემის - Microsoft Bing Copilot-ს შორის 200 ათასი ანონიმური და კონფიდენციალური საუბრის მონაცემები შეისწავლეს.
ამ გზით, სპეციალისტთა გუნდმა გამოავლინა სამუშაოები, რომელთა შესრულებისას ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს დახმარებისთვის ყველაზე ხშირად მიმართავენ. მათ შორისაა: ინფორმაციის შეგროვება და ტექსტების წერა, მონაცემების მიწოდება და დახმარება, სწავლება და კონსულტაცია.
პროფესიები, რომლებსაც, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს
ზემოთ ხსენებული კვლევის დასრულების შემდეგ კომპანიამ დაასახელა 40 პროფესია, რომლებსაც სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს. მათ შორის არიან:
-
-
- მთარგმნელები
- ისტორიკოსები
- ჟურნალისტები
- მწერლები
- ბორტგამცილებლები
- მოდელები
- მათემატიკოსები,
- ინტელექტუალური თუ მომსახურების სფეროს სხვა წარმომადგენლები.
-
იხ.სრული სია:
- თარჯიმნები და მთარგმნელები 98%
- ისტორიკოსები 91%
- მათემატიკოსები 91%
- კორექტორები 91%
- ავტომატური მანქანების კოდირების სპეციალისტები 90%
- მწერლები და ავტორები 85%
- სტატისტიკური ასისტენტები 85%
- გაყიდვების წარმომადგენლები 84%
- ტექნიკური მწერლები (პროგრამული უზრუნვეყოფისთვის) 83%
- ჟურნალისტები 81%
- მგზავრების მომსახურე პერსონალი 80%
- ტელეფონის ოპერატორები 80%
- რედაქტორები 78%
- სოფლის მეურნეობისა და საშინაო ეკონომიკის სფეროს მასწავლებლები 77%
- პოლიტოლოგები 77%
- მონაცემთა მეცნიერები 77%
- გეოგრაფები 77%
- დიქტორები და რადიო დიჯეები 74%
- ბროკერის თანამშრომლები 74%
- ვებ-დეველოპერები 73%
- კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლები 72%
- ბანკის მოლარეები 72%
- ბილეთების აგენტები და ტურისტული სააგენტოების თანამშრომლები 71%
- ბაზრის კვლევის ანალიტიკოსები 71%
- კონსიერჟები 70%
- ბიზნესის მასწავლებლები 70%
- პირადი ფინანსური მრჩევლები 69%
- ეკონომიკის მასწავლებლები 68%
- მენეჯმენტის ანალიტიკოსები 68%
- სატელეფონო ოპერატორები 68%
- ტელემარკეტინგის სპეციალისტები 66%
- სარეკლამო გაყიდვების აგენტები 66%
- არქივარიუსები 66%
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის სპეციალისტები 66%
- ბიბლიოთეკის საქმის მასწავლებლები 65%
- პროდუქტის წარმდგენები და პრომოუტერები 64%
- მოდელები 64%
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები 63%
- მაღაზიის მოლარეები და გაქირავების თანამშრომლები 62%
- სასტუმროს მასპინძლები 60%
პროფესიები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს:
კვლევაში ასევე დასახელებულია 40 პროფესია, რომელზეც ხელოვნური ინტელექტი გავლენას არ მოახდენს.
ამ პროფესიის ადამიანების სამუშაო დაკავშირებულია ფიზიკურ შრომასთან, ადამიანებთან უშუალო კომუნიკაციასთან და ტექნიკის მართვასთან.
მათ შორის არიან:
-
-
- ექთნები
- მასაჟისტები
- ჭურჭლის მრეცხავები
- მძღოლები
- საგზაო მუშაკები
- მებაღეები
- მძიმე ტექნიკის ოპერატორები
- სანიტრები
- ქარხნის მუშები.
-
იხ. სრულად:
- სანიტრები 0%
- ხეხვის და მოპირკეთების ხელოსნები 0%
- ამწე-კრანების მძღოლი-ოპერატორები 0%
- რკინიგზის დაგების და ექსპლუატაციის სპეციალისტები 0%
- ყალიბის და ღეროს ჩამომსხმელები 0%
- წყლის გამწმენდი ნაგებობის ოპერატორი 0%
- ხიდებისა და არხების ამგები და მომსახურე პერსონალი 0%
- დრეჯირების (დრეჯირება - ნავმისადგომებისა და აკვატორიის სიღრმის ზრდა) ოპერატორები 0%
- პროთეზირების სპეციალისტები 1%
- გაზის კომპრესორის/სატუმბი სადგურის ოპერატორი 1%
- ნავთობის სფეროს მუშა 1%
- მოასფალტება/გზის ზედაპირის დაგება/დატკეპნა 1%
- ხე-ტყის დამუშავების ოსტატები და მებაღეები 1%
- მოტორიანი ნავის ოპერატორები 1%
- სახურავის ხელოსნები 2%
- სახურავის ხელოსნის დამხმარეები 2%
- მოახლეები/დამლაგებლები 2%
- გზის მუშები 3%
- ჭურჭლის მრეცხავები 3%
- ბეტონის მუშები 3%
- სამრეწველო სატვირთო მანქანებისა და ტრაქტორების მძღოლები 3%
- ქირურგის ასისტენტები 3%
- საბურავების ხელოსნები 3%
- სახიფათო ნარჩენების გაუვნებელყოფის სპეციალისტები 4%
- მღებავი/მებათქაშე/მლესავი და მათი დამხმარეები 4%
- ავტომობილის მინის მემონტაჟეები/ხელოსნები 4%
- საბურავების შემკეთებლები/შემცვლელები 4%
- წარმოების პროცესის მუშაკების ასისტენტები 4%
- სამედიცინო აღჭურვილობის მომზადების სპეციალისტები 4%
- დაფასოებისა და შეფუთვის მანქანების ოპერატორები 4%
- სახანძრო ნაწილის ხელმძღვანელები 4%
- მესათვალე 4%
- დანადგარების და სისტემების ხელოსნები 5%
- ყბა-სახის ქირურგები 5%
- გემის ინჟინრები 5%
- მანქანა-დანადგარში ნედლეულის ჩამტვირთველი და გამტარი 5%
- ფლებოტომისტები 6%
- ექთნის ასისტენტები 7%
- მებალზამე 7%
- მასაჟის თერაპევტი 10%
***
ხელოვნური ინტელექტი ადამიანის სიკვდილის დროს და მიზეზს გამოთვლის
დანიაში პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი ხელოვნური ინტელექტი გახდა
წყარო: news.sky.com
სიახლეები ამავე კატეგორიიდან