სილამაზე/ჯანმრთელობა

რომელი ბრინჯია ყველაზე სასარგებლო და როგორ ავირჩიოთ ის სწორად?

fun time

18:00 ოთხ. 19 თებერვალი

რომელი ბრინჯი ჯობია?

14
დაკოპირებულია

ბრინჯი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარცვლეულია. კვებითი ღირებულებისა და სხვა პროდუქტებთან კარგი შეთავსების გამო ის მილიარდობით ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი საკვებია.

ბრინჯის ფერი და ბრინჯის სასარგებლო თვისებები მარცვლეულის დამუშავების ხარისხზეა დამოკიდებული.

რომელი ბრინჯი ჯობია?

თეთრი ბრინჯი

ყველაზე გავრცელებული პრიალა თეთრი ბრინჯია, მაგრამ პოპულარული ყველაზე სასარგებლოს არ ნიშნავს - თეთრი ბრინჯი „ცარიელი“ კალორიებისა და „ცუდი“ ნახშირწყლებისაგან შედგება, თუმცა მისი რაციონიდან სრულად გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან თეთრი ბრინჯის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას. რაც უფრო ნაკლებად მუშავდება მარცვალი, მით უფრო მეტია მასში სასარგებლო ნივთიერება, მაგრამ თეთრი ბრინჯი შეიძლება დიდხანს ინახება და სწრაფად იხარშება.

ყავისფერი ბრინჯი

ეს იგივე თეთრი ბრინჯია, მაგრამ დამუშავების ის ეტაპი არ გაუვლია, რომლის დროსაც კანს აცლიან. ყავისფერი ბრინჯი ნაკლებად დამუშავებულია და მეტ საკვებ ნივთიერებას შეიცავს. ის რთული ნახშირწყლებისა და სხვა საკვები ნივთიერებების შესანიშნავი წყაროა. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს და მანგანუმს, ვიტამინებს B1, B6, PP, მანგანუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, სელენს, სპილენძს, ამინომჟავებს, ბოჭკოს.

ყავისფერი ბრინჯი წმენდს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ინარჩუნებს სისხლში გლუკოზის დონეს, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს წონისა და ქოლესტერინის მართვას, ასევე ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, ამცირებს ტიპი 2 დიაბეტის რისკს. ამდენი სარგებლის მიუხედავად, ყავისფერ ბრინჯს რამდენიმე ნაკლიც აქვს: მის მოხარშვას მეტი დრო სჭირდება, უფრო რთული დასაღეჭია და დიდხანს არ ინახება.

ოქროსფერი ბრინჯი

ოქროსფერი ბრინჯი თეთრი ბრინჯის გენმოდიფიცირებული ვარიანტია, რომელიც A ვიტამინს შეიცავს. ამ ტიპის ბრინჯს ჯერ ორთქლზე ამუშავებენ, შემდეგ აშრობენ და აპრიალებენ. ამ დროს მარცვლები ოდნავ მოყვითალო და გამჭვირვალე ხდება. ოქროსფერი ბრინჯი უფრო ჯანსაღია, ვიდრე თეთრი, რადგან დამუშავების ამ მეთოდით სასარგებლო ნივთიერებების 80%-მდე ინარჩუნებს.
ოქროსფერი ბრინჯის მოხარშვას 30 წუთი მაინც სჭირდება. მოხარშვის შემდეგ თეთრდება, მკვეთდა გამოხატული გემო აქვს და იდეალური გარნირია.
გმო ბრინჯის შექმნის მიზანი განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ბავშვებისთვის აუცილებელი A ვიტამინს მიწოდება იყო, რომლის ნაკლებობაც სიბრმავეს და არაერთ დაავადებას იწვევს, თუმცა ეს ბრინჯი უმეტეს ქვეყანაში აკრძალულია.

როგორ ავირჩიოთ ბრინჯი

ხარისხიანი ბრინჯი არ უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ზომის ან ფერის მარცვლებს; ამის სანახავად აირჩიეთ გამჭვირვალე შეფუთვა.

ბრინჯის შეფუთვა რამდენჯერმე კარგად შეანჯღრიეთ, რათა მარცვლები უკეთ დაინახოთ.

ცუდია, თუ შეფუთვაში ბევრი ცარცივით თეთრი მარცვალია. ეს მოუმწიფებელი მარცვლებია, რომლებიც კერძის გემოს აფუჭებს.

ააკვირდით, რომ შეფუთვა არ შეიცავდეს გაყვითლებულ ბრინჯის მარცვლებს. ეს ნიშნავს, რომ შეფუთვამდე ბრინჯი ნესტიან ადგილას ინახებოდა. ასეთ პირობებში კი ადვილად შესაძლებელია, რომ მავნე სოკო განვითარდეს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფლამინგოს ტესტი — დადექით ცალ ფეხზე...

ფლამინგოს ტესტი

რა არის კაპერსი? - არომატული დელიკა...

რა არის კაპერსი?

აღმოჩენილია ქოლესტერინის დამწევი სა...

ქოლესტერინის დამწევი
სანელებელი

შემწვარი კარტოფილი იმაზე ჯანსაღი და...

როგორ შევწვათ კარტოფილი

ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯან...

დილის ყავა გულის
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა

როგორ მოქმედებს ხელსაქმე და ლოცვა ტ...

როგორ მოქმედებს ხელსაქმე
და ლოცვა ტვინის
ჯანმრთელობაზე

შავი ნიორი - რატომ არის ის სიცოცხლი...

შავი ნივრის სასარგებლო
თვისებები

ინტერვალური შიმშილის ყველაზე შედეგი...

ინტერვალური შიმშილის
ყველაზე შედეგიანი რეჟიმი

ბებიების რეცეპტები თუ საზიანო მითებ...

ბებიების რეცეპტები თუ
მითები