ანორგაზმია - როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა?

ექიმის კონსულტაცია

15 ივლისი 12:00, 2016 წელი

ანორგაზმია, იგივე ორგაზმის განცდის შეუძლებლობა, სერიოზული პრობლემაა და უფრო ხშირად ქალებშია გავრცელებული.

მანანა, 34 წლის: ,,მყავს მეუღლე და ორი შვილი. უკვე 12 წელია, რაც ქორწინებაში ვიმყოფები, თუმცა ამ ხნის მანძილზე ორგაზმი არც ერთხელ განმიცდია. ეს საკითხი ძალიან მაწუხებს, მაგრამ მეუღლეს ვერაფერს ვეუბნები. არადა, ქალი ვარ და სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება მჭირდება. იქნებ, მირჩიოთ, არსებობს თუ არა ამ მდგომარეობიდან გამოსავალი?"


როგორც აღმოჩნდა, მსგავსი შემთხვევები არცთუ იშვიათია და აღნიშნული პრობლემა ხშირად ხდება ურთიერთობის დანგრევის მიზეზი, ან კიდევ უარესი -  ქალების დიდი ნაწილი, მთელი ცხოვრების მანძილზე, პარტნიორებისა და საკუთარი თავის მოტყუებას არჩევს, პრობლემა კი პრობლემად რჩება.


როგორ ვუშველოთ ანორგაზმიას და როგორ შეიძლება ამ პრობლემისგან გათავისუფლება სპეციალური ვარჯიშების საშულებით?! ექიმი-სექსოლოგი არკადი მოროზოვი გირჩევთ:


ქალის ორგაზმის თავისებურებები
ორგაზმი ქალისა და მამაკაცის სექსუალური აგზნების კულმინაციაა, რომელიც უდიდეს სიამოვნებასთანაა დაკავშირებული.
ქალისა და მამაკაცის ორგაზმი განსხვავებულია, პირველ რიგში, ხანგრძლივობით - თუ მამაკაცის ორგაზმი  2-დან 5 წამამდე გრძელდება, ქალის ორგაზმის ხანგრძლივობა 30-60 წამს და ზოგჯერ უფრო მეტსაც აღწევს.
გარდა ამისა, მამაკაცის ორგაზმის დროს ხდება ეაკულაცია ანუ სპერმისა და პროსტატის სითხის ამოფრქვევა, ქალების შემთხვევაში კი საშოდან სპეციფიური ლორწოვანი სითხე გამოიყოფა.
როდესაც ქალი განიცდის ორგაზმს, თავდაპირველად უჩნდება შებოჭვის მსგავსი შეგრძნება მცირე მენჯის არეში, რასაც მოჰყვება ძლიერი ბიძგისებური შეგრძნება კლიტორში  და საშოს შიდა ნაწილში, საბოლოოდ კი ხდება სითბოს გამოყოფა, რომელიც ვრცელდება მთელ ორგანიზმში და თან ახლავს საშოს კუნთოვანი ქსოვილის უკონტროლო რიტმული შეკუმშვები.
ქალის ორგაზმის რამდენიმე სახე არსებობს:
ვაგინალური - როცა ორგაზმი დგება კლიტორის შეხების გარეშე, უშუალოდ სექსის პროცესში;
კლიტორული - როცა ორგაზმი დგება კლიტორის სტიმულაციის დროს;
შერეული - როდესაც ორგაზმის ეს ორი ფორმა ერთდროულადაა გამოხატული.


 


ანორგაზმია ქალებში
მამაკაცებში ორგაზმი თითქმის ყველა ეაკულაციას ახლავს და სქესობრივი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულია. ქალებში კი ყველაფერი სხვაგვარადაა - მამაკაცებისგან განსხვავებით,  ორგაზმის განცდა მათ ყოველთვის არ შეუძლიათ. შესაბამისად, ანორგაზმია ქალებში გავრცელებული პრობლემა უფროა, ვიდრე მამაკაცებში.


ანორგაზმიის რამდენიმე გამოვლინება არსებობს:
პირველადი ანორგაზმია -ამ შემთხვევაში ქალს არასდროს განუცდია ორგაზმი;
მეორადი ანორგაზმია - წარსულში შეეძლო ორგაზმის განცდა, მაგრამ შემდეგ ამის უნარი დაკარგა;
სიტუაციური ანორგაზმია - ორგაზმის განცდა შეუძლია მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში. (მაგ: ორგაზმის განცდა შეუძლია მასტურბაციის დროს, მაგრამ არა კოიტუსის შემთხვევაში; შეუძლია ერთ პარტნიორთან, მაგრამ მეორესთან - არა; ორგაზმის განცდა შეუძლია მხოლოდ კლიტორული სტიმულაციით და ა.შ.);
ზოგადი ანორგაზმია - ქალს არ შეუძლია ორგაზმის განცდა არცერთი ფორმით, არცერთ პარტნიორთან და არცერთ სიტუაციაში. 


 


ანორგაზმიის მიზეზები
ქალის ანორგაზმია შემთხვევათა მხოლოდ მცირე ნაწილშია განპირობებული ქალის ორგანიზმის თავისებურებებით, უმეტესად კი ამ პრობლემის ძირითადი მიზეზი პარტნიორთან ურთიერთობის დისჰარმონიაა.


ანორგაზმიის გამომწვევ ფსიქოლოგიური ფაქტორებია:
ურთიერთობის პრობლემები - როცა კაცი გამოუცდელია, მალე აღწევს ეაკულაციას, მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს და ა.შ. ან როცა ქალს არ უყვარს პარტნიორი, არ გააჩნია მის მიმართ სექსუალური ლტოლვა, ემოციები და ა.შ. გარდა ამისა, შეიძლება, ქალი იყოს კომპლექსიანი, არ ჰქონდეს შესწავლილი თავისი სხეულის თავისებურებები, აწუხებს დანაშაულის შეგრძნება სქესობრივი კავშირის გამო და ა.შ.;


სქესობრივი აქტის ჩატარებისთვის სასურველი გარემოს უქონლობა  - მყუდრო სიტუაცია, წყვილის განმარტოება და ა.შ. (ანორგაზმიის შემთხვევები ხშირია ახალდაოჯახებულ გოგონებში, თუ წყვილი მარტო არ ცხოვრობს და ოჯახის სხვა წევრები იქვე, მეორე ოთახში იმყოფებიან).


ანორგაზმიის გამომწვევი ფიზიკური ფაქტორებია:
ნევროლოგიური სახის ზოგიერთი სისტემური დაავადება;
ზოგიერთი პრეპარატის
(ანტიდეპრესანტები, ჰორმონალური პრეპარატები და ა.შ.) ხანგრძლივად მიღება და ა.შ.


თუმცა, ანორგაზმია, ძირითადად, მაინც ფსიქოლოგიურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული.


 


მასტურბაციის გავლენა ანორგაზმიაზე
მასტურბაცია არ განიხილება, როგორც ანორგაზმიის გამომწვევი მიზეზი. გავრცელებული აზრი, რომ თუ ქალი სექსუალური ცხოვრების დაწყებამდე ხშირად მასტურბირებს, ანორგაზმია ემართება, მცდარია. პირიქით, მასტურბაციას ქალები ხშირად სწორედ იმისთვის მიმართავენ, რომ ორგაზმს მიაღწიონ. თავის მხრივ , მასტურბაცია არ მიიჩნევა პათოლოგიურ ქმედებად, თუ ის რაიმე ფსიქიკურ დარღვევასთან არ არის ასოცირებული.


 


ანორგაზმია და სექსუალური ცხოვრების დასაწყისი
სექსუალური ცხოვრების პირველ ეტაპზე ანორგაზმია ნორმალური მოვლენაა, რადგან ქალის სექსუალობის გაღვიძებას, ორგაზმის განცდის თავისებურებების ჩამოყალიბების პროცესის დასრულებას  და პარტნიორთან სექსუალურ შეთავსებას გარკვეული დრო და გამოცდილება სჭირდება. შესაბამისად, წყვილმა სექსუალური თანაცხოვრების პირველ წელს უნდა მოსინჯოს სიამოვნების მიღების სხვადასხვა ვარიანტები, შეისწავლონ ერთმანეთის ეროგენული ზონები, ერთმანეთის სურვილები და თუ ამის შემდეგაც, ქალი ვერ მოახერხებს ორგაზმის განცდას, აუცილებლად მივიდეს ექიმ-სექსოლოგთან.


 


როგორ ვუშველოთ ანორგაზმიას?
თუ ანორგაზმიის მიზეზი რომელიმე ორგანული დაავადებაა, საჭიროა, ეს დაავადება განიკურნოს და ამით ანორგაზმიის გამომწვევი მიზეზი აღმოიფხვრას. ხოლო თუ ანორგაზმია ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის გამოწვეული, ასეთ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პარტნიორს -  თუ მამაკაცი გამოცდილია, მას არ უნდა გაუჭირდეს ქალის ორგაზმამდე მიყვანა. ამისთვის კი აუცილებელია:
კაცმა შეუქმნას ქალს სასურველი და მყუდრო სიტუაცია, იზრუნოს მის დადებით გუნება-განწყობაზე და ა.შ.;
სქესობრივი აქტის დამყარებამდე კაცმა წინასწარი ხანგრძლივი ალერსით მიიყვანოს ქალი სათანადო აგზნებამდე (ალერსისას კაცმა უნდა გაითვალისწინოს, კონკრეტულად იმ პარტნიორის ეროგენული ზონები, ვინაიდან ასეთი ზონები ყველა ქალში ინდივიდუალურია);
გარდა ამისა, წყვილს ეძლევა რეკომენდაცია სქესობრივი აქტის ქალისთვის სასურველ პოზაში ჩასატარებლად - ვაგინალური ორგაზმის მისაღწევად ყველაზე ხელსაყრელი მისიონერული პოზაა, ხოლო კლიტორული ორგაზმისთვის - მხედრული ან გვერდული პოზები.
ყველა ტიპის ანორგაზმიის დროს, აუცილებელი კომპონენტია ფსიქოთერაპია, რომელიც უნდა ჩატარდეს ექიმი-სექსოლოგის მიერ და  მისი ჩატარება არა მარტო ქალისთვის, არამედ მისი პარტნიორისთვისაც რეკომენდებულია.


 


კეგელის ვარჯიშები
ანორგაზმიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია მხოლოდ ქალებისთვის შემუშავებული სპეციალური ვარჯიშებით, რომელსაც  კეგელის ვარჯიშები ეწოდება. კეგელის ვარჯიშები არა მხოლოდ ზრდის ქალის მგრძნობელობას, არამედ აუმჯობესებს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების სისხლმომარაგებას და ქალს საკუთარი ორგანიზმის მართვის საშუალებას აძლევს.
ამჯერად, კეგელის ვარჯიშების ერთ-ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ:


იმისთვის, რომ გაიგოთ, რომელი კუნთების ვარჯიშს ვგულისხმობთ, შარდვა შეიკავეთ და რომელი კუნთების დაძაბვასაც იგრძნობთ, სწორედ მათ ვარჯიშზე გვექნება საუბარი.


1) 5-20 წამის განმავლობაში დაძაბეთ ის კუნთები, რომლებიც გამოიყენთ შარდვის შესაჩერებლად და შემდეგ მოადუნეთ;
2) შეკუმშეთ კუნთები და შეჩერდით ასეთ მდგომარეობაში 5 წამი, შემდეგ უფრო ძლიერად შეკუმშეთ ისინი და ისევ შეჩერდით. ასე გააგრძელეთ, სანამ არ მიხვდებით, რომ ეს თქვენი შესაძლებლობის მაქსიმუმია. კუნთები ასევე ეტაპობრივად მოადუნეთ;
3) დაძაბეთ და მოადუნეთ კუნთები ძალიან სწრაფად;
4) შემდეგი ვარჯიში გამოძევების შესწავლაა. უნდა გაიჭინთოთ ისევე, როგორც ამას მშობიარე აკეთებს (ამ დავალებაზე დიდხანს მუშაობა არ არის აუცილებელი).


კეგელის ვარჯიშების ამ ვარიანტისას თითო ვარჯიში 10-ჯერ მაინც უნდა შეასრულოთ.


კეგელის ვარჯიშების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური მეთოდიკა ვუმბილდინგი, რომელიც მცირე მენჯის ფსკერის ყველა კუნთს ავარჯიშებს. ასევე შექმნილია სპეციალური ტრენაჟორი (24 მმ სიგრძის), რომელიც საშოში თავსდება - ამ გზით კუნთების ვარჯიშია შესაძლებელი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?