ლაპაროსკოპიული მეთოდის უპირატესობები

ექიმის კონსულტაცია

26 ოქტომბერი 12:00, 2016 წელი

რა უპირატესობები აქვს ლაპაროსკოპიულ ქირურგიას, რომელი დაავადებების დროს შეიძლება მისი გამოყენება და რა შედეგებით მთავრდება „დამზოგველი მეთოდით“ ჩატარებული ოპერაცია? ამ თემაზე საჩხერის რაიონული საავადმყოფოს ექიმი ქირურგი-ლაპაროსკოპისტი პეტრე ნეფარიძე გვესაუბრება. საჩხერის რაიონული საავადმყოფო საქართველოში ერთ-ერთია იმ რამდენიმე წამყვან კლინიკას შორის, სადაც ამ მეთოდს დღეს წარმატებით იყენებენ, როგორც სამკურნალოდ, ისე დაავადებების დიაგნოსტიკის მიზნით.  

- ბატონო პეტრე, რას გულისხმობს ლაპაროსკოპიული ქირურგია?
- ლაპაროსკოპია ქირურგიული ჩარევის მეთოდია, რომლის დროსაც  ოპერაცია პატარა, მცირე ზომის  განაკვეთებით კეთდება, რის გამოც ლაპაროსკოპია შედარებით „დამზოგველ“ მეთოდად მიიჩნევა და ე.წ. „ღია წესით“  მიდგომასთან შედარებით მთელი რიგი უპირატესობა აქვს.

- მაინც რით სჯობია ლაპაროსკოპიული ოპერაცია ღია მუცელკვეთას?
- ლაპაროსკოპიულ მეთოდს საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. უპირველეს ყოვლისა, ის ნაკლებტრავმულია და შესაბამისად, პოსტოპერაციული რეაბილიტაციაც გაცილებით ხანმოკლე და მსუბუქია, გაცილებით ნაკლებია პოსტოპერაციული გართულებების რისკიც. ნაკერები, მათი ზომის წყალობით, უფრო ადვილად ხორცდება. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის - მაგალითად, დიაბეტით დაავადებულთათვის, რომლებთანაც შეხორცების პროცესი ძალიან რთულად მიმდინარეობს.
ლაპაროსკოპიული ოპერაციის დროს მუცლის ღრუ დახურული რჩება, ამიტომ ოპერაციის შემდგომი ინფექციების ალბათობა მინიმალურია.
ოპერაციის შემდეგ ჭრილობის დაჩირქებაც ძალზე იშვიათია, მაშინ როდესაც ღია ჩარევის დროს, განსაკუთრებით – ჭარბწონიანებთან, ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია, ვინაიდან კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი დაჩირქებისკენ არის მიდრეკილი.
ოპერაციისშემდგომი თიაქარი, რომელიც ძალზე ხშირია ღია წესით ოპერაციის შემდეგ, ლაპაროსკოპიულ ქირურგიას პრაქტიკულად არ ახასიათებს. ლაპაროსკოპიული ოპერაციის შემდეგ მუცლის ღრუში არ წარმოიშობა ოპერაციისშემდგომი შეხორცებები.  
დაბოლოს, ლაპაროსკოპიული ოპერაციის შემდეგ კანზე შესაძლოა, დარჩეს მხოლოდ რამდენიმე მცირე ზომის ნაწიბური, რომელიც, უმეტესად, 6-9 თვეში სრულიად შეუმჩნეველი ხდება.

- დიაგნოსტიკისთვის რამდენად ხშირად იყენებთ ამ მეთოდს?
- თავდაპირველად ლაპაროსკოპიის დანიშნულება სწორედ დიაგნოსტიკა იყო. შემდეგ ტექნიკა დაიხვეწა და ლაპაროსკოპიულად არამარტო დიაგნოსტიკა, არამედ მკურნალობაც გახდა შესაძლებელი. ლაპაროსკოპიას დიაგნოსტიკისთვის ახლაც ვიყენებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კლინიკური ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევებით დაავადების ვერიფიცირება ვერ ხერხდება.

- უმთავრესად რომელ ორგანოებზე ტარდება ლაპაროსკოპიული ოპერაციები?
- ყველაზე ხშირად მას ნაღველკენჭოვანი და ნაღვლის ბუშტის სხვა დაავადებების დროს ვატარებთ. საქართველოში ლაპაროსკოპიის დანერგვა სწორედ ამ ორგანოზე ოპერაციებით დაიწყო.
ასევე, აქტიურად ვიყენებთ აღნიშნულ მეთოდს  სხვადასხვა  გინეკოლოგიური პათოლოგიების დროს.  
გარდა ამისა, ლაპაროსკოპიით შესაძლებელია აპენდექტომიის, ბარიატრიული, გასტრექტომიის, მსხვილი და წვრილი ნაწლავების, თიაქარპლასტიკის, შარდის ბუშტის ოპერაციის ჩატარება, რომლის დანერგვასაც ვფიქრობთ ჩვენს კლინიკაში. ლაპაროსკოპიული ტექნიკა გამოიყენება უროლოგიურ პრაქტიკაშიც, მაგრამ იქ მას სხვა სახელს უწოდებენ. ასეთი ოპერაციებია, მაგალითად, ტრანსურეთრული რეზექცია, იგივე ტური, და ცისტოსკოპია. ლაპაროსკოპია კი, ძირითადად, მუცლის ღრუს ოპერაციებს ითვალისწინებს.

- ტექნიკურად რამდენად რთულია ლაპაროსკოპიული მეთოდით ოპერაციის ჩატარება. რამდენად განსხვავდება ის ტრადიციული მეთოდისგან?
- თავად ოპერაციის მიმდინარეობა ტრადიციულს ჰგავს, მხოლოდ მიდგომაა განსხვავებული. ლაპაროსკოპიის დროს მუცლის ღრუს კუნთების სრული მოდუნებაა საჭირო, ამიტომ ზოგადი ნარკოზი გარდაუვალია. თავდაპირველად მუცელს ნახშირორჟანგით ვბერავთ. ეს ორგანოთა ვიზუალიზაციისთვის არის საჭირო, უამისოდ მუცლის ღრუში ვერაფერს დავინახავთ. შემდეგ სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოთი ვიღებთ ვიდეოგამოსახულებას და ზემოხსენებული პატარა განაკვეთებიდან ვატარებთ ოპერაციას, მის მსვლელობას კი მონიტორზე ვაკვირდებით. განაკვეთების რაოდენობა ოპერაციის ტიპზე, მის მოცულობაზე, ამა თუ იმ ორგანოს ანატომიასა და პათოლოგიურ პროცესზეა დამოკიდებული. როგორც წესი, უმეტესად საკმარისია 3-4 განაკვეთი.
ტექნიკურად ეს ოპერაცია მართლაც არ არის ადვილი, მის ჩასატარებლად აუცილებელია განსაზღვრული ცოდნა და გამოცდილება. 
კარგმა ლაპაროსკოპისტმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს ტრადიციული ქირურგია, ვინაიდან ნებისმიერ დროს შესაძლოა, ლაპაროსკოპიული ოპერაციის ღია წესით დასრულება გახდეს საჭირო.

- რამდენად შესაძლებელია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ლაპაროსკოპიულმა მეთოდმა ღია წესით ოპერაცია ჩაანაცვლოს?
- გამორიცხულია, რადგან არსებობს ისეთი ტრავმები, რომლებსაც ლაპაროსკოპიული ქირურგიით, შეიძლება, ვერ გაუძღვე. მაგალითად, პარენქიმული ორგანოების ტრავმები, ღვიძლის ნახეთქები, პანკრეასის ტრავმები. ლაპაროსკოპიისთვის უფრო პრობლემურია ურგენტული შემთხვევები, როცა, როგორც წესი, ძალიან სწრაფი მოქმედებებია საჭირო.
ასე რომ, „ღია წესით“ ოპერაციას თავისი ჩვენება აქვს და ზოგ შემთხვევაში უპირატესობაც კი გააჩნია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?