ბირთვული მედიცინის როლი სიმსივნური დაავადებების მკურნალობაში

ექიმის კონსულტაცია

11 მარტი 11:52, 2017 წელი

სიმსივნეების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე, მათი მოქმედების პრინციპებსა და ეფექტებზე “მედიპოლ-მეგას“ საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბირთვული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი თამერ ათასევერი გვესაუბრება.

მოლეკულური თერაპია
მრავალი სახეობის კიბოს მკურნალობაში, თანდათან ინერგება მოლეკულურ საფუძველზე დამყარებული თერაპია. ამ კონტექსტში, უკანასკნელ წლებში, მოლეკულური ვიზუალიზაციისა და მკურნალობის მეთოდად, ჭკვიან ატომებად ცნობილი -  რადიონუკლეიდები გამოიყენება. მოლეკულური თერაპიის ჩართვა განსაკუთრებით ეფექტურია ნეიროენდოკრინული სიმსივნეების, პანკრეასის და ღვიძლის კიბოს მკურნალობის პროცესში. მოლეკულური თერაპია, ძირითადად, გართულებების გარეშე მიმდინარეობს. ამ პროცედურების ნაწილი ამბულატორიულად ტარდება, ნაწილი კი 1-3 დღით სტაციონარში მოთავსებით.


LU-177 DOTATE თერაპია
Lu-177 Dotate-ით მკურნალობა ნეიროენდოკრინული სიმსივნის მქონე
პაციენტებს უტარდებათ. აღნიშნულ თერაპიას დაავადების პროგრესირების შეჩერებასა და შემდგომ განადგურებაში ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ზოგჯერ, ამ მეთოდით მკურნალობა სხვა მედიკამენტების გამოყენების თანხლებითაც ხდება. მკურნალობის დაწყებამდე ინდივიდუალურად განისაზღვრება პაციენტისთვის მისაღები რადიოაქტიური ნივთიერების დოზა. მკურნალობა რადიაციის გავრცელებისგან დაცულ სპეციალურ ოთახში მიმდინარეობს.მედიკამენტი პაციენტს ინტრავენურად ოცდაათი წუთის განმავლობაში,გადასხმის გზით მიეწოდება. თირკმელების დამცავი ზოგიერთი წამლის მიწოდება რადიოაქტიური პრეპარატის მიღებამდე ნახევარი  საათით ადრე იწყება და გრძელდება მისი დამთავრებიდან ოთხი საათის განმავლობაში. პაციენტს დამატებით მიეწოდება გულის რევისა და სხვა გვერდითი მოვლენების საწინააღმდეგო მედიკამენტები. Lu-177 Dotate თერაპია პაციენტის მდგომარეობისა და მონაცემების მიხედვით იგეგმება და ძირითადად, ორი თვის შუალედით ოთხი კურსი ტარდება. კურსებს შორის მკურნალობის შედეგების სანახავად FDG PET და Ga-68 Donate PET ვიზუალიზაცია გამოიყენება. დაახლოებით, პაციენტთა 65-70% -ში მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს.


LU-177 PSMA (ბეტა სხივებით) თერაპია
პროსტატის კიბოს დიაგნოზის არსებობის დროს, ქირურგიულ თერაპიასა და რადიოთერაპიასთან ერთად მედიკამენტოზური მკურნალობაც გამოიყენება. მკურნალობის ტიპი და მეთოდი პაციენტის ასაკის, დაავადების გავრცელებისა და სიმსივნის თვისებების მიხედვით განისაზღვრება. იმ შემთხვევაში, როცა პროსტატის კიბო საწყის ეტაპზე აგრესიულ ბუნებას ავლენს
და კლასიკურ და ჰორმონალურ თერაპიაზე არ რეაგირებს, ასეთ დროს პაციენტებს Lu-177 PSMA მეთოდით ანუ ბეტა სხივებით მკურნალობა უტარდებათ. თერაპიის ეს სახეობა, ახალია და იგი პაციენტის ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით იგეგმება. მკურნალობის პროცესი და ხორციელდება ინტრავენურად, ძირითადად, ოთხი კურსი, 2,5-3 თვის შუალედებით.


 
RADYUM 223 XOFIGO (ალფა რადიაციით) თერაპია

პროსტატის კიბოს მეტასტაზური კერების დროს ეფექტურია მკურნალობის ახალი მეთოდის - Radyum 223 (Xofigo) თერაპიის გამოყენება. აღნიშნული მკურნალობის დროს,
მედიკამენტი პაციენტს ინტრავენური გზით მიეწოდება, ძვლის მეტასტაზურ კერებში ნაწილდება და ალფა რადიაციით თავის ეფექტს გვიჩვენებს. ჰორმონალური თერაპიისადმი მდგრადი დაავადებებისა და სხვა მკურნალობებით წარუმატებელი მცდელობების შემდგომ, მეტასტაზების ძვლოვან სისტემაზე გავრცელებისას, ეს მეთოდი ავადმყოფის სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებაა. პაციენტს ძვლების ტკივილის შესამჩნევი კლება, სისხლის მაჩვენებლებში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები და ყოველდღიურ აქტივობებში გაუმჯობესება უფიქსირდება. ამ შემთხვევაში სტაციონარში მოთავსება აუცილებლობას არ წარმოადგენს. მკურნალობა ძირითადად, ერთი თვის შუალედებით, ექვსი კურსისგან შედგება.



რადიოემბოლიზაციით თერაპია

რადიოემბოლიზაციად ცნობილი Yttrium-90 (Y-90)  მიკროსფერული თერაპია, დადებითი შედეგის მაჩვენებელი მკურნალობის მეთოდია. Y-90 მიკროსფერული თერაპიისთვის საჭირო წინასწარი კვლევებისა და დოზირების განსაზღვრის შემდეგ, ხდება პაციენტისთვის მისი მიწოდება.  Yttrium-90 (Y-90)  საზარდულთან დამაგრებული მიკროსფერული ანგიოგრაფი ღვიძლის სისხლძარღვების გავლით (ჰეპატიკური ართერი) სიმსივნის მკვებავ სისხლძარღვებს შერჩევითად უკავშირდება სპეციალური ინჟექტორით. Y-90-ის ბეტა სხივების გამოყენებით სიმსივნე ზიანდება და კვდება. რადიოემბოლიზაციით თერაპია ღვიძლის კიბოს ან სხვა ორგანოებიდან ღვიძლში გადასული მეტასტაზური კერების სამკურნალოდ გამოიყენება. მართალია ღვიძლის კიბოს შემთხვევაში ქირურგიული თერაპია უპირველესია, მაგრამ ალტერნატიული თერაპიის საშუალებების, მათ შორის რადიოემბოლიზაციით თერაპიის მკურნალობაში ჩართვა, ძალიან ეფექტური და იმედის მომცემია.


დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თბილისის წარმომადგენლობას: 595 77 90 44 322 90 37 47 lela.chkhaidze@medipol.com.tr

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?