იწვევს თუ არა ბრტყელტერფიანობა სერიოზულ დაავადებებს?!

ექიმის კონსულტაცია

11 ოქტომბერი 12:00, 2015 წელი

ბრტყელტერფიანობა ტერფის საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და შესაძლოა, მრავალი სერიოზული დაავადების მიზეზი გახდეს. კერძოდ, რა დაავადებებს იწვევს ბრტყელტერფიანობა და როგორ ვუმკურნალოთ ამ პათოლოგიას?! ექიმი ორთოპედი მანანა ბურჭულაძე გირჩევთ:


ბრტყელტერფიანობა და მისი გამომწვევი მიზეზები


ბრტყელტერფიანობა ტერფის დეფორმაციაა, რომლის დროსაც შეიმჩნევა ტერფის განივი და იშვიათად სიგრძივი თაღების გადასწორება. ბრტყელი ტერფი შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი. რაც უფრო ნაკლებია ტერფის თაღის სიმაღლე, მით უფრო ბრტყელია ტერფი.
ბრტყელტერფიანობა შეიძლება იყოს: თანდაყოლილი ან შეძენილი.
თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია მემკვიდრეობითი განწყობა (რა დროსაც ადამიანი ტერფის მყესოვანი აპარატის თანდაყოლილი სისუსტით იბადება).
შეძენილ ბრტყელტერფიანობ იწვევს:
რაქიტი - ამ დროს კუნთსახსროვანი აპარატის შესუსტებასთან ერთად, ტერფის ძვლოვანი ქსოვილის გარბილება ხდება, რაც, საერთო ჯამში, მის გაბრტყელებას იწვევს;
ნერვული სისტემის დაზიანება - ქვედა კიდურების რბილი ან სპასტიკური პარეზი; 
პოლიომიელიტი - ამ დროს ბრტყელტერფიანობა ვითარდება იმ კუნთების დამბლის შედეგად, რომელთა მეშვეობითაც ხდება ტერფის ძვლების მდებარეობის შენარჩუნება;
ტერფის სხვადასხვა ხასიათის ტრავმა - მოტეხილობა, მყესების გაგლეჯა და სხვა;
ტერფის გადატვირთვა - ჭარბი წონა, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა, არაშესაფერისი ფეხსაცმლის ტარება და ა.შ.
ბრტყელტერფიანობა ზოგჯერ დამოუკიდებელი დაავადებაა, მაგრამ ზოგჯერ თან სდევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა:
ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა;
ბარძაყის ვალგუსური დეფორმაცია;
ტანდეგობის დარღვევა (ხერხემლის გამრუდება, განსაკუთრებით - კიფოზურ-ლორდოზული);
წვივის დიდი ძვლის შიგნით შებრუნება;
ნეიროორთოპედიული დაავადება და ა.შ.


 


როგორ ამოვიცნოთ ბრტყელი ტერფი?


ბრტყელტერფიანობის დროს, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად შეინიშნება ტერფის გადასწორება-გაბრტყელება (ტერფის დაგრძელება, გასწვრივი და განივი თაღების გაბრტყელება, ტერფის წინა ნაწილის შიგნით შებრუნება, ქუსლის გარეთ მიქცევა), თავს იჩენს შემდეგი სიმპტომები:
ადვილად დაღლა;
ფეხებში სიმძიმის შეგრძნება;
კიდურების დაღლა და ტკივილი (ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება დღის ბოლოს, დროთა განმავლობაში კი პროგრესირებს);
წელის ტკივილი (იშვიათად).


რა
პათოლოგიებს იწვევს ბრტყელტერფიანობა?


ბრტყელტერფიანობა შეიძლება გახდეს ისეთი სერიოზული დაავადების მიზეზი, როგორიცაა:
კიდურთა არაპროპორციული განვითარება;
მუხლის სახსრის მადეფორმირებელი ართროზი და მენისკის ანთება;
მუხლის სახსრის მოდუნება;
კოქსართროზი;
ოსტეოქონდროზი;
ხერხემლის გამრუდება;
მალთაშუა დისკების თიაქარი;
რადიკულიტი და ა.შ. 
ხშირია, საკუთრივ ტერფის დაავადებებიც: დიდი თითის ვალგუსური დეფორმაციატერფის თითების გამრუდება, კოჟრები
გარდა ამისა, ბრტყელტერფიანობა ხელს უწყობს - ფეხის თითებზე ფრჩხილის ჩაბრუნებას



ბრტყელტერფიანობის
მკურნალობა

ბრტყელტერფიანობის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს:
მედიკამენტოზურ თერაპიას;
აპარატულ ფიზიოთერაპიას;
ბალნეოთერაპიას;
სამკურნალო ფიზკულტურას - ტარდება სპეციალური ვარჯიშები, რომელთა მეშვეობით ხდება როგორც ტერფის თაღის შემაღლება, ისე დასუსტებული კუნთ-სახსროვანი აპარატის გამაგრება და სხეულის სტატიკის გამოსწორება;
სუპინატორიანი ფეხსაცმლის ტარებას - ეს ხელოვნურად  უწყობს ხელს ტერფის თაღის ამაღლებას;
ცურვას;
ტერფების მასაჟს - ამ დროს დიდი მონდომებით უნდა ხდებოდეს ტერფის თაღის დამუშავება.
ძლიერი დეფორმაციის დროს ნაჩვენებია ტერფის თაბაშირის ჩექმაში მოთავსება, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში (თუ კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა) შესაძლოა, საჭირო გახდეს ოპერაციული მკურნალობა.


 


ბრტყელტერფიანობის პრევენცია

ბრტყელტერფიანობის პრევენციისთვის საჭიროა  შემდეგი წესების დაცვა:
არ ატაროთ ვიწრო და მეტისმეტად მოჭერილი ფეხსაცმელი;
ერიდეთ დიდხანს ფეხზე დგომას და ქვედა კიდურები ხშირად დაასვენეთ;
რეგულარულად ავარჯიშეთ ტერფები;
მიიღეთ ტერფის კუნთებისა და მყესების მოსამაგრებელი სპეციალური აბაზანები;
რეგულარულად იკეთეთ ტერფის მასაჟი;
ატარეთ სუპინატორიანი ფეხსაცმელი (თუნდაც ბრტყელტერფიანი არ იყოთ).

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?