უძილობა - გადატვირთული ცხოვრების შედეგი თუ სერიოზული დაავადება?!

ექიმის კონსულტაცია

20 დეკემბერი 20:00, 2015 წელი

უძილობა, იგივე ინსომნია, ფართოდ გავრცელებული და საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომელსაც ხშირად მხოლოდ ნევროზულ ფონს უკავშირებენ, თუმცა რეალურად გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია - მსუბუქი ნერვიულობით დაწყებული, ქრონიკული დაავადებებით დამთავრებული. ინსომნიის გამომწვევ მიზეზებზე, მისი მკურნალობისა და პრევენციის გზებზე  სამედიცინო ცენტრ „მედიმედის“ ექიმი ნევროლოგი თამთა ირემაძე გვესაუბრება:

რა არის ინსომნია?
ინსომნია ძილის მოშლაა და ის შეიძლება იყოს: ეპიზოდური, ხანმოკლე და ქრონიკული.
ეპიზოდური ინსომნიის დროს, ძილის დარღვევა გრძელდება  ერთი ან ორი ღამის განმავლობაში;
ხანმოკლე ინსომნიის დროს, უძილობა შეიძლება ერთი კვირიდან 3-4 კვირამდე გაგრძელდეს;
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ძილის დარღვევა ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება - ქრონიკულ ინსომნიასთან გვაქვს საქმე.


 


ადამიანის ასაკი და ძილის ხანგრძლივობა
ძილის ხანგრძლივობა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა:
ჩვილებს დღეში 16-18 საათი უნდა ეძინოთ,  უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზარდებს - 10 საათი, მოზრდილებს -  7-8 საათი.
თუმცა, ბიოლოგიური ციკლი შეიძლება, ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური იყოს. მთავარია, ადამიანს მეორე დილით ჰქონდეს ნორმალური ფუნქციონირების უნარი.
50 წლის შემდეგ ძილის ხანგრძლივობა მცირდება და საშუალოდ 5,5-6 საათს შეადგენს.
აქედან გამომდინარე, ხანდაზმული ადამიანი თუ საღამოს ადრიანად დაიძინებს, შესაძლოა, გათენებამდე შეასრულოს თავისი ასაკის შესაბამისი ძილის ციკლი და იფიქროს, რომ ინსომნია აწუხებს. არადა, ეს სრულიად კანონზომიერია და არავითარი დარღვევა არ არის.



გამომწვევი მიზეზები
ეპიზოდური და ხანმოკლე ინსომნია შეიძლება გამოიწვიოს:
მსუბუქმა ნერვიულობამ, უჰაერობამ, მოუხერხებელმა საწოლმა, ძილის წინ კოფეინის შემცველი პროდუქტების  მიღებამ, ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლამ, ძილის წინ სიგარეტის მოწევამ, სიმთვრალემ და ა.შ.


ქრონიკული ინსომნიის გამომწვევი მიზეზები კი უფრო მძიმეა:
ნევროზი, ფსიქოზი, დეპრესია, სომატური ან ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, ტვინის ორგანული დაავადებები, მწვავე და ქრონიკული დაავადებები და ა.შ.


 


რა სიმპტომებით ვლინდება ინსომნია?
ინსომნიის სიმპტომებია:
სირთულე ჩაძინებისას;
ზედაპირული ძილი - როცა ადამიანი იძინებს, მაგრამ ხშირად ეღვიძება;
ადრე გაღვიძება;
ძილის შეგრძნების არქონა - ადამიანი ფიქრობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში არ ეძინა, მაშინ როცა სინამდვილეში მას გარკვეული პერიოდი ეძინა.
კოშმარული სიზმრები.


 


დიაგნოსტიკა
უძილობის დიაგნოსტიკა ძირითადად ხდება ანამნეზის საფუძველზე. თუმცა, არსებობს ძილის ფაზების, ცალკეული სტადიებისა და დარღვევების კვლევის მეცნიერული მეთოდი, რომელსაც სომნოგრაფია ეწოდება. სომნოგრაფიაში მოიაზრება: ელექტროენცეფალოგრამა - თავის ტვინის ელექტრული აქტივობის რეგისტრაცია; ელექტროოკულოგრამა - თვალების მოძრაობის ფიქსაცია სწრაფი ძილის დროს; ელექტრომიოგრამა - ნიკაპისა და ფეხის კუნთების ტონუსის განსაზღვრა სწრაფი ძილის დროს; ელექტროკარდიოგრამა - გულისცემის გრაფიკული გამოსახულება; სუნთქვისა და სუნთქვითი მოძრაობების შესწავლა; ოქსიჰემოგლობინით ნაჯერობის დონე - სპეციალური მოწყობილობით სისხლის ჟანგბადით ნაჯერობის შემოწმება.


 


მკურნალობა
ინსომნიის მკურნალობა დამოკიდებულია მის ფორმებზე.
ხანმოკლე და ქრონიკული ინსომნიის შემთხვევაში, ავადმყოფმა აუცილებლად  უნდა მიმართოს ექიმს და საფუძვლიანი მკურნალობა ჩაიტაროს.
ასეთ შემთხვევაში სამკურნალოდ ინიშნება:
H 1 ჰოსტამინური რეცეპტორების ლოკატორები (დიმედროლი, ტავერგილი, სუპრასტინი და ა.შ.);
ბენზოდიაზეპინები (ფენაზეპამი, დიაზეპამი, ლორაზეპამი და ა.შ.);
ბარბიტურატები (ფენობარბიტალი, ციკლობარბიტალი ა.შ.);
თანამედროვე საძილე საშუალება დონორმილი  (დოქსილამინი);
თანამედროვე Z ჰიპნოტიკები (ზოლპიდემი (ივადალი) და ზოპიკლონი (სომნოლი, იმოვანი).
ეპიზოდური ინსომნიის დროს კი რეკომენდებულია ძილის ჰიგიენის მოწესრიგება და მხოლოდ მცენარეული საძილე საშუალებების მიღება (როგორიცაა: სომნარიცი ფორტე, ტრიოსონი, შაკუნი და ა.შ.).

გაითვალისწინეთ, რომ საძილე პრეპარატების თვითნებურად ან მეგობრების რჩევით მიღება არ შეიძლება, რადგან ზოგიერთი მათგანი იწვევს მიჩვევას და ჯანმრთელობისთვის საზიანოა!


 


რას ითვალისწინებს ძილის ჰიგიენა?
უარი თქვით კოფეინის შემცველ სასმელებზე – ყავა, მაგარი ჩაი, კოკა-კოლა და ა.შ., განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში;
ადექით ყოველთვის ერთსა და იმავე დროს.
ივახშმეთ დაძინებამდე მინიმუმ სამი საათით ადრე, ხოლო თუ შიმშილმა მაინც შეგაწუხათ - მიირთვით მხოლოდ ხილი ან რძის მსუბუქი პროდუქტები;
ძილის წინ ფეხით გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
ძილის წინ მიიღეთ დამამშვიდებელი მცენარეული ექსტრაქტის თბილი აბაზანა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?