საშვილოსნოს მიომა - შეიძლება თუ არა ეს დაავადება ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარდეს?!

ექიმის კონსულტაცია

17 იანვარი 20:00, 2016 წელი

გინეკოლოგიაში საშვილოსნოს მიომა ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც, ძირითადად, 35 წელს ზემოთ ქალებში გვხვდება, თუმცა შესაძლოა, გაცილებით ახალგაზრდა ასაკშიც განვითარდეს. რა სიმპტომები ახასიათებს მიომას და შესაძლოა თუ არა, ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარდეს?! „ეროვნული სკრინინგ ცენტრისა“ დაMMT ჰოსპიტალის“ ექიმი გინეკოლოგი ნანა გვეტაძე გირჩევთ:


რა არის საშვილოსნოს მიომა?

საშვილოსნოს მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც საშვილოსნოს გლუვკუნთოვანი ქსოვილიდან ვითარდება.
მას მკვრივი, კვანძოვანი შესახედაობა აქვს და, ავთვისებიანი სიმსივნისგან განსხვავებით, გარშემომყოფი ქსოვილებისგან გამოყოფილია.
საშვილოსნოს სხეულის კუნთოვან შრესთან დამოკიდებულების მიხედვით, გამოყოფენ მიომის სამ ფორმას:
სუბმუკოზურს - როცა კვანძი საშვილოსნოს ღრუშია, ანუ ლორწოვანი გარსის ქვეშ იზრდება;
ინტერსტიციულს - როცა კვანძი საშვილოსნოს კედელშია;

სუბსეროზულს - როცა კვანძი საშვილოსნოს ტანის ზედაპირზეა.
საშვილოსნოს მიომა კეთილთვისებიანი დაავადებაა და თითქმის არასდროს განიცდის ავთვისებიან გარდაქმნას, მაგრამ ათასიდან ერთ შემთხვევაში შეიძლება ფიბროზული წარმონაქმნი ავთვისებიან  კვანძში გადაგვარდეს. ასეთ კვანძებს ლეიომიოსარკომას უწოდებენ.

დაავადების გამომწვევი მიზეზები
მიომური კვანძების წარმოშობის მექანიზმი ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის. ხელშემწყობი ფაქტორებიდან კი აღსანიშნავია:
ორგანიზმში პროგესტერონის დეფიციტი და ესტროგენული ჰორმონების სიჭარბე (ესტროგენები ასტიმულირებს საშვილოსნოს მიომის ზრდას, ხოლო პროგესტერონი, პირიქით, მის უკუგანვითარებას იწვევს. თუმცა, არც ესტროგენებისა და პროგესტერონის ნორმალური შემცველობისას არის გამორიცხული მიომის განვითარება);
ენდოკრინული დისბალანსი, იოდდეფიციტი და ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადება;
სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები;
ხშირი აბორტი;
ზოგადი გაცხიმება;
გენეტიკური ფაქტორი.



სიმპტომები
მიომური კვანძი შეიძლება იყოს - სხვადასხვა ზომისა და ფორმის, ერთეული ან მრავლობითი, რამდენიმე გრამს ან არაერთ კილოგრამს იწონიდეს.
ზოგიერთი მათგანი სწრაფად იზრდება და ირგვლივ მდებარე ორგანოებზე ზეწოლისას უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს, ზოგი კი ნელა, უსიმპტომოდ ვითარდება და ხშირად მას პროფილაქტიკური დათვალიერებისას შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე.
საშვილოსნოს მიომის ძირითადი კლინიკური ნიშნებია:
მენსტრუაციული ციკლის დარღვევა
- საშვილოსნოს მიომის დროს მენსტრუაცია ჭარბია, სისხლდენა ხანგრძლივი და ზოგჯერ არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან;
ტკივილი
- როცა კვანძი დიდი ზომისაა და სხვა ორგანოებს აწვება ან თვით კვანძში ირღვევა სისხლის მიმოქცევა და ვითარდება ნეკროზი;
ხშირი შარდვა ან შეუკავებლობა
- როცა კვანძი დიდი ზომისაა და შარდის ბუშტს აწვება;
ნაწლავის ფუნქციის დარღვევა
- როცა კვანძი ზეწოლას ახდენს სწორ ნაწლავზე.
ზომაში გაზრდილი მუცელი
(ეს სიმპტომი უპირატესად სუბმუკოზურ კვანძს ახასიათებს) და ა.შ.


დიაგნოსტიკა
საშვილოსნოს ზრდის შემთხვევაში დიაგნოსტირება ხდება მეან-გინეკოლოგის მიერ ხელით გასინჯვით.
საშვილოსნოს მიომის დიაგნოზის დასაზუსტებლად კი გამოიყენება კვლევის დამატებითი მეთოდები:
ვაგინალურ-აბდომენალური ექოსკოპია;
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
ჰისტეროსკოპია (საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება სპეციალური აპარატით).

მკურნალობის გზები
მიომის მკურნალობის ტაქტიკა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: კვანძის ზომაზე, ადგილმდებარეობაზე, ზრდის ინტენსივობაზე, ქალის ასაკზე, შვილოსნობაზე და ა.შ.
თუ მიომა მცირე ზომისაა, მკურნალობა, ძირითადად, პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატებით მიმდინარეობს, მაგრამ, რიგ შემთხვევებში,მაგალითად, თუ წარმონაქმნი გაიზარდა ან საშვილოსნოს ღრუს დეფორმაცია გამოიწვია, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა - მიომექტომია (მიომის ამოკვეთა).
არსებობს მიომის მკურნალობის სხვა კონსერვატიული მეთოდებიც - სპეციალური მედიკამენტები, რომლებიც, ძირითადად, საკვერცხეების ფუნქციაზე მოქმედებს და მიომის ზრდის შეჩერებას ან მისი ზომის შემცირებას უწყობს ხელს.
მიომის მკურნალობის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია - მიომის კვანძის ემბოლიზაცია, ანუ იმ სისხლძარღვების ბლოკირება, რომლებიც ამ წარმონაქმნს კვებავს. ემბოლიზაციის შედეგად მიომის ქსოვილი კვდება და აღარ იზრდება.
მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, ასევე, სპირალი „მირენა“, რომელიც თავსდება საშვილოსნოს ღრუში, გამოყოფს ჰორმონალურ  ნივთიერება პროგესტერონს და ეფექტურია როგორც მიომის, ასევე ენდომეტრიოზებისა და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ჰიპერპლაზიების სამკურნალოდ.
ქირურგიული ჩარევის ყველაზე არასასურველი ფორმაა ჰისტერექტომია, ანუ საშვილოსნოს ამოკვეთა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მაშინ ხდება საჭირო, როცა საშვილოსნო ზომაში ძალიანაა გაზრდილი, ადგილი აქვს სისხლდენას, კვანძი ზეწოლას ახდენს საშვილოსნოს მიმდებარე ორგანოებზე, მიომის პარალელურად საშვილოსნოში განვითარებულია სხვა დაავადებები - პოლიპი, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ყელის  დისპლაზია და ა.შ.
მენოპაუზის დაწყების შემდეგ  შეიძლება მიომამ თავისით განიცადოს უკუგანვითარება, ვინაიდან ამ დროს ესტეროგენების რაოდენობა მცირდება.

დაავადების პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის ძალზე მნიშვნელოვანია:
პერიოდული სკრინინგი - რათა დაავადება დროულად გამოვლინდეს;
გინეკოლოგიური დაავადებების დროული მკურნალობა;
იოდის შემცველი პრეპარატების მიღება -
თუ ამის უკუჩვენება არ არსებობს;
სწორი კვება - განსაკუთრებით ზღვის პროდუქტებით გამდიდრებული რაციონი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?