რა უნდა ვიცოდეთ ტვინის ინფარქტის შესახებ?!

ექიმის კონსულტაცია

7 თებერვალი 20:00, 2016 წელი

იშემიური ინსულტი ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელსაც მეორენაირად ტვინის ინფარქტსაც უწოდებენ. რა უნდა ვიცოდეთ იშემიური ინსულტის შესახებ და რა პროფილაქტიკური ღონისძიებები არსებობს მის წინააღმდეგ?! კლინიკა „მედიმედის“ ექიმი-ნევროლოგი თამთა ირემაძე გირჩევთ:

რა არის იშემიური ინსულტი?
იშემიური ინსულტი, ანუ ტვინის ინფარქტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელიც ტვინის მკვებავი სისხლძარღვების თრომბით დახშობის ან ათეროსკლეროზული ფოლაქის შევიწროების შედეგად ვითარდება და როგორც წესი, ტვინის ქსოვილის შესაბამის უბანზე სისხლის მიწოდების შეწყვეტას და ამ უბნის ლოკალურ იშემიას (ჟანგბადოვან შიმშილს) იწვევს.
ჰემორაგიული ინსულტისგან განსხვავებით, იშემიური ინსულტის დროს ტვინში სისხლჩაქცევა არ აღინიშნება და, როგორც წესი, ადგილი არ აქვს იშემიას, ემბოლიას ან თრომბოზს. აქედან გამომდინარე, ჰემორაგიული ინსულტი სიცოცხლისთვის უფრო საშიშ დაავადებას წარმოადგენს, თუმცა იშემიური ინსულტიც არანაკლებ ვერაგი დაავადებაა და შესაძლოა, მთელ რიგ შემთხვევებში ლეტალური შედეგიც მოჰყვეს.




დაავადების კლასიფიკაცია და სიმძიმის ხარისხი
არსებობს იშემიური ინსულტის რამდენიმე ტიპი:
1. ლაკუნარული ინსულტი
- რომლის დროსაც თავის ტვინში იმდენად მცირე წერტილოვანი დაზიანებები აღინიშნება, რომ სიმპტომატიკა თითქმის არ არის გამოხატული და ამის გამო, ხშირად ლაკუნარული ინსულტი როგორც იტყვიან „ფეხზე გადააქვთ“;
2.  ტრანზიტორული იშემია - რა დროსაც ხდება იშემია და გამოხატულია ე.წ. კეროვანი ნიშნები (სახის ნერვის პარეზი და ა.შ.), თუმცა ტრანზიტორული იშემიისას ეს ნიშნები რეგრესირდება, დაახლოებით, 24 საათის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პათოლოგია არა იშემიურ ინსულტად, არამედ ტრანზიტორულ იშემიურ შეტევადაა მიჩნეული;
3. მცირე ინსულტი - რა დროსაც, ასევე, გამოხატულია შედარებით მსუბუქი კეროვანი ნიშნები, რომლებიც თანდათან რეგრესირდება (2-დან 21 დღემდე) და შესაძლოა, ამ დროის განმავლობაში ფუნქცია სრულად აღდგეს ან მცირე ნევროლოგიურ პრობლემები დატოვოს;
4. პროგრესირებადი იშემიური ინსულტი - რომელიც პროგრესირებს რამდენიმე დღის განმავლობაში და შესაძლოა თანდათან დამძიმდეს. ამ დროს, კეროვან ნიშნებთან ერთად ადგილი აქვს ისეთ ზოგადტვინოვან ნიშნებს როგორიცაა - თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცნობიერების სხვადასხვა ხარისხით დაბინდვა, ეპიგანტვირთვები და ა.შ. აქედან გამომდინარე, პროგრესირებადი იშემიური ინსულტი რთული დაავადებაა და შესაძლოა, შემდგომში გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა დატოვოს;
5. სრული ინსულტი, ანუ ჩამოყალიბებული ტვინის ინფარქტი - რომელიც შეიძლება საერთოდ აღარ რეგრესირდეს, ან არასრულად რეგრესირდეს.
სიმძიმის ხარისხის მიხედვით, იშემიური ინსულტი შესაძლოა  იყოს - მსუბუქი, საშუალო და მძიმე.
მსუბუქი იშემიური ინსულტი
- არ არის გამოხატული ზოგადტვინოვანი ნიშნებით და რეგრესიც სრულად ხდება;
საშუალო იშემიური ინსულტი - გარკვეული დროის განმავლობაში რეგრესირდება და შესაძლოა მხოლოდ მცირე სიმპტომატიკა დატოვოს;
მძიმე იშემიური ინსულტი - კეროვანი და ზოგადტვინოვანი ნიშნებით არის გამოხატული და შესაძლოა ცნობიერება სამუდამოდ დათრგუნოს და საკმაოდ მძიმე ნევროლოგიური დეფიციტიც დატოვოს.

რისკ-ფაქტორები

იშემიური ინსულტის რისკ-ფაქტორებია:
ასაკი (რაც უფრო იმატებს ასაკი, მით მეტია იშემიური ინსულტის განვითარების ალბათობა);
ჰიპერქოლესტერინი;
გულის დაავადებები (გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, გულის სარქვლის სხვადასხვა დეფექტები და ა.შ.);
ცერებრალური  (თავის ტვინის) ათეროსკლეროზი;
შაქრიანი დიაბეტი;
არტერიული ჰიპერტენზია;
სისხლის დაავადებები
(მაგ: კოაგულოპათიები და ა.შ.)
მოწევა,
ჭარბი წონა;
მცირე ფიზიკური აქტივობა;
სტრესი
და ა.შ.

კლინიკური ნიშნები
იშემიური ინსულტი შესაძლოა, გამოხატული იყოს ზოგადტვინოვანი და კეროვანი ნიშნებით. ზოგადვინოვანი ნიშნებია:
ძლიერი თავის ტკივილი;
გულისრევა-ღებინება;
თავბრუსხვევა;
ცნობიერების სხვადასხვა ხარისხის დარღვევა
(გაბრუებიდან კომატოზურ მდგომარეობამდე);
შეხურების შეგრძნება;
ოფლიანობის მომატება;
გულის აჩქარება;
პირის სიმშრალე და ა.შ.
კეროვანი ნიშნებია:
მოძრაობის კოორდინაციის უეცარი დარღვევა;
სახისა და კიდურების მოულოდნელი დასუსტება, დაბუჟება, ზოგჯერ სრული პარეზი;
ცალ თვალში მხედველობის მკვეთრი დაქვეითება;
ყლაპვის გაძნელება;
მეტყველების დარღვევა
და ა.შ.

დიაგნოსტიკა
იშემიური ინსულტის დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდებია:
კომპიუტერული ტომოგრაფია;
მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია;
ტრანსკრანიალური დოპლეროგრაფია.
აუცილებელია დიფერენცირებული დიაგნოსტიკის ჩატარება ჰემორაგიულ ინსულტთან.

მკურნალობა
იშემიური ინსულტის (ისევე როგორც ჰემორაგიულისა) თერაპიული მკურნალობა საბაზისოა და მოიცავს: წოლით რეჟიმსსასიცოცხლო ფუნქციების დარეგულირებას (საჭიროების შემთხვევაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებას, სასიცოცხლო ფუნქციების (წნევის ა.შ.) დარეგულირებას) და ა.შ.
გარდა ამისა, ტარდება სპეციფიკური მკურნალობა, რომელიც ითვალისწინებს: სისხლძარღვების თერაპიას, თრომბოლიზისს, ანტიაგრეგატული პრეპარატების; პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორის და ა.შ. გამოყენებას.
მნიშვნელოვანია სწორი და დროული რეაბილიტაციის ჩატარება, რომელიც მოიცავს: სამკურნალო ფიზკულტურას, ფიზიოთერაპიასა და მასაჟს.

პროფილაქტიკა
იშემიური ინსულტის პროფილაქტიკა ითვალისწინებს:
არტერიული წნევის კონტროლს;
გულის დაავადებების მკურნალობა;
სიგარეტზე უარის თქმას;
სისხლში ქოლესტერინის დონის შემოწმებას;
შაქრიანი დიაბეტის მართვას;
აქტიური ცხოვრების წესს;
წონის კონტროლს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?