რა სიმპტომებით ვლინდება ვიტამინების დეფიციტი?!

ექიმის კონსულტაცია

21 თებერვალი 20:00, 2016 წელი

ვიტამინების უკმარისობის რთული ფორმაა ავიტამინოზი, რომელიც, უმეტესწილად, ზამთრის მიწურულსა და გაზაფხულის დასაწყისში იჩენს თავს. ავიტამინოზის რა ფორმებს განარჩევენ, როგორ ვლინდება თითოეული ფორმა და როგორ შევივსოთ ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტი?! ექიმი თერაპევტი ნინო თავდგირიძე გირჩევთ.

რა არის ავიტამინოზი?
ავიტამინოზი ვიტამინების უკმარისობის რთული ფორმაა, რომელიც ორგანიზმში მნიშვნელოვანი ვიტამინების სრულ არარსებობას გულისხმობს.
ჭეშმარიტი ავიტამინოზი გაცილებით იშვიათად გვხვდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ტერმინი ფართოდაა გავრცელებული მოსახლეობაში და ხშირად გამოიყენება ვიტამინების ნაწილობრივი უკმარისობის - ჰიპოვიტამინოზის სინონიმად.

ავიტამინოზის ფორმები, სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები
განვიხილოთ ავიტამინოზის ფორმები:

                                               ვიტამინის დეფიციტი 
ვიტამინის დეფიციტი, ე.წ. ქათმის სიბრმავე იწვევს - ღამით მხედველობის გაუარესებას, კონიუნქტივის სიმშრალეს (თვალებში ქვიშის შეგრძნება, წვა და დისკომფორტი), კონიუნქტივის გარქოვანებას რუხი, მშრალი უბნებით, მძიმე შემთხვევებში - ორივე თვალის რქოვანას მორუხო - თეთრ შემღვრევას, ხოლო რქოვანას ღრმა შრეებში შეღწევის შემთხვევაში - ფართო წყლულების წარმოქმნას და რქოვანას დარბილებას (კერატომალაციას).
A ვიტამინის დეფიციტი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არასაკმარისად იღებს ცხოველურ პროდუქტებს ან იმ ბოსტნეულს, რომლებიც ბეტა-კაროტინს - A ვიტამინის წინამორბედს შეიცავს;


                                                 B1 ვიტამინის დეფიციტი 
B1 ვიტამინის დეფიციტი, ე.წ. ბერი-ბერის დაავადება ხასიათდება - ცენტრალური და ნერვული სისტემის ღრმა დარღვევებით, გულისა და სხვა შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლითა და უჯრედების ენერგეტიკული შიმშილით.
B1 ვიტამინის დეფიციტის მიზეზი არასწორი კვება ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ისეთი დაავადებებია, რომლის დროსაც დარღვეულია B1ვიტამინის შეწოვა.  B1ვიტამინის  დეფიციტი ხშირია ალკოჰოლიზმით დაავადებულებში;

                                                  
B2 ვიტამინის  დეფიციტი 
B2 ვიტამინის  დეფიციტი ვლინდება - პირის ღრუსა და ტუჩების ლორწოვანი გარსის დაზიანებით.
 B2 ვიტამინის დეფიციტის ძირითადი მიზეზია რძის პროდუქტების არასაკმარისი მიღება;

                                                  
B6 ვიტამინის დეფიციტი
B6 ვიტამინის დეფიციტს თან ახლავს - კანისა და ლორწოვანი გარსების სხვადასხვა სახის დაზიანება, პირღებინება, მადის დაკარგვა, აგზნებადობა. B6 ვიტამინის დეფიციტმა შესაძლოა, ანემიამდეც მიგვიყვანოს.
B6 ვიტამინის დეფიციტი ვითარდება მაშინ, როდესაც საკვებ რაციონში დიდი ხნის მანძილზე არ შედის რძე და რძის პროდუქტები;


                                                  B12 ვიტამინის დეფიციტი 
B12 ვიტამინის დეფიციტი ვლინდება - ანემიით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის განლევითა და პერიფერიული ნერვების დაზიანებით.
B12 ვიტამინის დეფიციტის ყველაზე ხშირი მიზეზი საკვებთან ერთად B12  ვიტამინის არასაკმარისი მიღება ან კუჭის ქრონიკული დაავადებებია. ამ ვიტამინის დეფიციტი შესაძლოა, ჭიების ზოგიერთმა ტიპმაც გამოიწვიოს. გარდა ამისა, არსებობს დაავადების მემკვიდრული ფორმა;

                                                   
C ვიტამინის დეფიციტი 
C ვიტამინის დეფიციტი, .ცინგა იწვევს - ორგანიზმში მეზენქიმის სტრუქტურების ფორმირების პროცესის დარღვევას, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავების დაქვეითებას და ყველა ორგანოს პარენქიმის ატროფიით ორგანიზმის დაუძლურებას. შედეგად ვითარდება - კუნთების სისუსტე, სიარულისას ფეხის კუნთების მტკივნეულობა, ღრძილების შეშუპება და მტკივნეულობა, ღრძილებიდან სისხლდენა, ღრძილების დაწყლულება, კბილების რყევა, ცხვირიდან სისხლდენა და ა.შ. თუ C ვიტამინის დეფიციტი განვითარდა ბავშვთა ასაკში, ირღვევა ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ზრდა და განვითარება.
C ვიტამინის დეფიციტი ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც საკვები პროდუქტებიდან ორგანიზმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ხდება ასკორბინის მჟავის შეწოვა;



                                                      PP ვიტამინის დეფიციტი
PP ვიტამინის დეფიციტი, იგივე პელაგრა ხასიათდება - კანისა და ლორწოვანი გარსის მასობრივი დაზიანებით (კანსა და ლორწოვან გარსზე ჩნდება ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულები, კანის გაუხეშება, აქერცვლა და ყავისფერი პიგმენტაცია), საჭმლის მომნელებელი სისტემისა  და ნერვული სისტემის დარღვევებით (ქრონიკული დაღლილობა, ჰალუცინაციები, დეპრესია და ა.შ.), მცირე ასაკის ბავშვებში PP ვიტამინის დეფიციტის ფონზე, შესაძლოა, განვითარდეს გონებრივი დარღვევები.
PP ვიტამინის დეფიციტს იწვევს საკვებთან ერთად PP ვიტამინის არასაკმარისი მიღება;

                                                         
D ვიტამინის დეფიციტი
D ვიტამინის დეფიციტი, ანუ რაქიტი, ხასიათდება - ძვლების მინერალიზაციის პროცესის დარღვევით და საბოლოოდ მათი დაზიანებით, იმუნიტეტის დასუსტებით, თავის ტვინის მდგომარეობის გაუარესებითა და ნერვული სისტემის სხვადასხვა დარღვევით.
D ვიტამინის დეფიციტი, ძირითადად, დაკავშირებულია არასრულფასოვან კვებასთან და მზეზე ყოფნის შეზღუდვასთან;

                                                           E ვიტამინის დეფიციტი
E ვიტამინის დეფიციტი იწვევს ორგანიზმში აღდგენითი პროცესების რღვევას და ნაადრევ სიბერეს.
E ვიტამინის დეფიციტს არასრულფასოვანი კვება (საკვებთან ერთად E ვიტამინის არასაკმარისი მიღება) იწვევს;

                                                             K ვიტამინის დეფიციტი
K ვიტამინის დეფიციტი ხასიათდება - პროთრომბინის დონის დაქვეითებით და  ორგანოებსა და ქსოვილებში სისხლდენით (სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა უბნიდან).
K ვიტამინის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკების ხანგრძლივად მიღებამ, არასწორმა კვებამ და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ისეთმა დაავადებებმა, რომლის დროსაც დარღვეულია K ვიტამინის შეწოვა.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ორგანიზმში არა ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე ვიტამინის ნაკლებობა ვითარდება. ასეთ შემთხვევაში პოლიავიტამინოზზე საუბრობენ!

დიაგნოსტიკა
ვიტამინების დეფიციტის დიაგნოსტიკა, ძირითადად, სიმპტომებზე დაყრდნობით ხდება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სპეციფიკურია.
ვიტამინების დეფიციტის უსიმპტომო ფორმების შემთხვევაში,  ორგანიზმში ამა თუ იმ ვიტამინის კონცენტრაციას  სხვადასხვა ტესტების მეშვეობით ადგენენ.

მკურნალობა
ავიტამინოზის მკურნალობისას, პირველ რიგში, უნდა მოხდეს იმ მიზეზის აღმოფხვრა, რამაც ეს მდგომარეობა გამოიწვია.
ვიტამინების შევსებაში კი ორგანიზმს ახალი ხილი, ბოსტნეული, ახლად გამოწურული წვენები და პოლივიტამინების კომპლექსი ეხმარება.
პოლივიტამინების კომპლექსის შერჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი:
არსებობს როგორც მონოვიტამინური, ისე პოლივიტამინური პრეპარატები (მონოვიტამინები სამკურნალო მიზნით გამოიყენება, ხოლო პოლივიტამინებს ხშირად მოიხმარენ პროფილაქტიკურ საშუალებად);
საყურადღებოა ისიც, რომ ვიტამინების კომბინირებული გამოყენებისას შესაძლოა, მათი ბიოლოგიური თვისებები შეიცვალოს - მაგალითად, C ვიტამინის დოზის გაზრდისას მცირდება B2 ვიტამინის მოთხოვნილება, საკვებში ამ უკანასკნელის ნაკლებობის დროს კი მცირდება ქსოვილებში C და B1 ვიტამინების დონე. არსებობს ერთგვარი ანტაგონიზმი B1-სა და B12-ს შორის. C და P ვიტამინების ერთდროული მიღება მათ მოქმედებას აძლიერებს. C ვიტამინი ცუდად ეთავსება სპილენძს. E ვიტამინი ჭარბი ოდენობის რკინასთან ერთად მიღებისას აქტივობას კარგავს.
პოლივიტამინური პრეპარატის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს, შეიცავს თუ არა ის ადამიანისთვის აუცილებელ ვიტამინებს და როგორია მათი დოზირება - დოზები უნდა შეესატყვისებოდეს ვიტამინების დღიურ მოთხოვნილებას. უპირატესობა უნდა მიენიჭოს მინერალებისა და მოკროელემენტების გარეშე შედგენილ პოლივიტამინებს ან ისეთ ფორმებს, რომლებშიც ვიტამინები და მიკროელემენტები სხვადასხვა აბის სახით არის წარმოდგენილი და სხვადასხვა დროს მიიღება).

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?