კისერმრუდობა - რამდენად მნიშვნელოვანია ამ დეფექტის დროული აღმოჩენა?!

ექიმის კონსულტაცია

28 თებერვალი 20:00, 2016 წელი

კისერმრუდობა, ანუ თავის არასწორი დგომა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ერთ-ერთი გავრცელებული დეფექტია, რომელიც უპირატესად თანდაყოლილია, თუმცა შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით მოგვიანებითაც განვითარდეს. რა სიმპტომები ახასიათებს კისერმრუდობას და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადების უყურადღებოდ დატოვებამ?! ექიმი ორთოპედი მანანა ბურჭულაძე გირჩევთ.

რა არის კისერმრუდობა?
კისერმრუდობა, ანუ თავის არასწორი დგომა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კერძოდ - კისრის ერთ-ერთი კუნთის (ე.წ. სალმის კუნთის) განვითარების დეფექტია, რომელიც ახალშობილთა დაახლოებით 5-7%-ში გვხვდება და შესაძლოა, ჰქონდეს თანდაყოლილი ან შეძენილი ხასიათი.
თანდაყოლილი კისერმრუდობა, ჩვეულებრივ, სამშობიაროშივე ან სიცოცხლის პირველივე თვეს ვლინდება და ძირითადად, სამშობიარო ტრავმები, მუცლადყოფნის პერიოდში კისრის არასწორი მდგომარეობა, კისრის კუნთებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, კისრისა და ხერხემლის მიმდებარე კუნთების ხშირი დაძაბულობა და სხვა იწვევს.
შეძენილი კისერმრუდობა კომპენსატორული ხასიათისაა, ის თანდათანობით ყალიბდება (უპირატესად 3-5 წლის ასაკში) და ძირითადად, მხედველობის დარღვევები (სიელმე, ასტიგმატიზმი), ისრის მიდამოში დამწვრობის პროცესები, შუა ყურის ანთებითი დაავადებები და სხვა იწვევს.
აქედან გამომდინარე, დაავადების რისკ-ჯგუფში შედიან:
საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები და ახალშობილები, რომელთაც მიღებული აქვთ მშობიარობამდე ან სამშობიარო ტრავმები.

სიმპტომები
კისერმრუდობას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
თავის გადახრა დაზიანებული კუნთის მიმართულებით (ამ შემთხვევაში სახე მიტრიალებულია ჯანსაღი ნაწილისკენ);
თავის მოძრაობის შეზღუდვა;
კისრის კუნთების ზომების მომატება;
სახის ასიმეტრია;
სქოლიოზის განვითარება და ა.შ.
რაც უფრო მალე შევამჩნევთ კისერმრუდობას, მკურნალობაც მით უფრო შედეგიანი იქნება, ამიტომ მშობლებს დაკვირვება მართებთ, რათა რომელიმე სიმპტომი არ გამოეპაროთ.




გართულებები
კისერმრუდობის უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა:
თავის ქალის სქოლიოზი;
ხერხემლის გამრუდება;
ჰიდროცეფალია;
ხერხემლის არხის სტენოზი;
სახის ასიმეტრია და სხვა.

დიაგნოსტიკა
კისერმრუდობის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი, რისთვისაც ის შემდეგ კვლევებს მიმართავს:
ხერხემლის კისრის ნაწილის რენტგენოგრაფია;
ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
სისხლძარღვების რეოენცეფალოგრაფია;
ელექტრონიოგრაფიული გამოკვლევა.

მკურნალობა
თუ პათოლოგია დროულად იქნება აღმოჩენილი და ბავშვს ადეკვატური მკურნალობა  (კისრის კუნთების მასაჟი; სამკურნალო ფიზკულტურა; ფიზიოთერაპია, მხედველობის კორექცია და სხვ.) ჩაუტარდება, როგორც წესი, კისერმრუდობა ქრება, თუმცა შესაძლოა, დეფექტი მკურნალობას არ დაემორჩილოს და საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

პროფილაქტიკა
კისერმრუდობის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია:
ორთოპედიული მატრასებისა და ბალიშების გამოყენება;
ახალშობილის დაწვენისას თავის მდგომარეობის მონაცვლეობა;
კისრისა და ხერხემლის კუნთების სამკურნალო და პროფილაქტიკური მასაჟის გაკეთება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?