უძილობა – მიზეზები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა

ექიმის კონსულტაცია

27 მაისი 12:00, 2016 წელი

უძილობა ანუ ინსომნია ფართოდ გავრცელებული და საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ხშირად მას მხოლოდ ნევროზულ ფონს უკავშირებენ, თუმცა რეალურად გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია - მსუბუქი ნერვიულობით დაწყებული, ქრონიკული დაავადებებით დამთავრებული.

ინსომნიის გამომწვევ მიზეზებზე, მისი მკურნალობისა და პრევენციის გზებზე  „რუბრიკას“ სამედიცინო ცენტრ „მედიმედის“ ექიმი-ნევროლოგი თამთა ირემაძე ესაუბრება:



ძილი და მისი ფაზები


ძილი ადამიანის თავის ტვინის აქტივობის ბუნებრივი ციკლის ნაწილია და შედგება რამდენიმე ფაზისგან. ამ შემთხვევაში მის ორ ძირითად მდგომარეობას შევეხებით, ესენია: თვალის სწრაფი მოძრაობის ანუ სწრაფი ძილის (REM) და თვალის ნელი მოძრაობის  - ნელი ძილის (NREM) ფაზები.


ნელი ძილის (NREM) ფაზაში ხდება სხეულის აღდგენა, ძვლისა და კუნთოვანი ქსოვილების რეგენერაცია, იმუნური სისტემის გაძლიერება. სწრაფი ძილის (REM) ფაზის დროს კი ადამიანის ძილი შედარებით ზერელეა და სიზმრებსაც,  ძირითადად, ამ ფაზაში ვხედავთ. ეს ფაზა მნიშვნელოვანია ტვინის განვითარებისთვის, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის.


 


ადამიანის ასაკი და ძილის ხანგრძლივობა


ძილის ხანგრძლივობა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა: ჩვილებს დღეში 16-18 საათი უნდა ეძინოთ,  უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზარდებს - 10 საათი, მოზრდილებს -  7-8 საათი. თუმცა, ბიოლოგიური ციკლი შეიძლება, ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური იყოს. მთავარია, როგორი ფუნქციონირების უნარი ექმება ადამიანს მეორე დილით.


50 წლის შემდეგ ძილის ხანგრძლივობა მცირდება და საშუალოდ 5,5- 6 საათს შეადგენს. ხანდაზმულმა ადამიანმა, თუ საღამოს ადრიანად დაიძინებს, შეიძლება გათენებამდე შეასრულოს თავისი ასაკის შესაბამისი ძილის ციკლი და ეს ინსომნიაში არ უნდა აერიოს.


 


რა არის ინსომნია?


ინსომნია ძილის მოშლაა და ფართოდაა გავრცელებული მოსახლეობაში.


ინსომნია შეიძლება იყოს: ეპიზოდური, ხანმოკლე და ქრონიკული;


ეპიზოდურია ინსომნია, როდესაც ძილის დარღვევა გრძელდება  ერთი ან ორი ღამის განმავლობაში; ხანმოკლე ინსომნიის დროს, უძილობა შეიძლება ერთი კვირიდან 3-4 კვირამდე გაგრძელდეს; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ძილის დაღვევა ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება - ქრონიკულ ინსომნიასთან გვაქვს საქმე.


 


გამომწვევი მიზეზები


ეპიზოდური და ხანმოკლე ინსომნია შეიძლება გამოიწვიოს: მსუბუქმა ნერვიულობამ, უჰაერობამ, მოუხერხებელმა საწოლმა, ძილის წინ კოფეინის შემცველი პროდუქტების  მიღებამ, ცხოვრების ჩვეული წესის, ძილის წინ სიგარეტის მოწევამ, სიმთვრალემ და ა.შ.


ქრონიკული ინსომნია კი უკვე დაავადებად მიიჩნევა და მისი გამომწვევი მიზეზებიც უფრო მძიმეა: ნევროზი, ფსიქოზი, დეპრესია, სომატური ან ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, ტვინის ორგანული დაავადებები, მწვავე და ქრონიკული დაავადებები და ა.შ.


 


რა სიმპტომებით ვლინდება ინსომნია?


ინსომნიის სიმპტომებია:


სირთულე ჩაძინებისას;


ზედაპირული ძილი - როცა ადამიანი იძინებს, მაგრამ ხშირად ეღვიძება;


ადრე გაღვიძება;


ძილის შეგრძნების არ ქონა - ადამიანი ფიქრობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში არ ეძინა, მაშინ როცა სინამდვილეში მას გარკვეული პერიოდი ეძინა.


კოშმარული სიზმრები.


 


ინსომნიის შედეგები:


მუდმივად დაღლილობის შეგრძნება, შენელებული რეაქცია, ინტელექტუალური შესაძლებლობების და მახსოვრობის დაქვეითება, მაღალი  წნევა, იმუნიტეტის შესუსტება, გულ–სისხლძარღვთა სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების რისკი...


 დიაგნოსტიკა


უძილობის დიაგნოსტიკა ძირითადად ხდება ანამნეზის საფუძველზე.


თუმცა არსებობს ძილის ფაზების, ცალკეული სტადიებისა და დარღვევების კვლევის მეცნიერული მეთოდი, რომელსაც სომნოგრაფია წოდება.


სომნოგრაფიაში მოიაზრება:


ელექტროენცეფალოგრამა - თავის ტვინის ელექტრული აქტივობის რეგისტრაცია; ელექტროოკულოგრამა - თვალების მოძრაობის ფიქსაცია სწრაფი ძილის დროს;


ელექტრომიოგრამა - ნიკაპისა და ფეხის კუნთების ტონუსის განსაზღვრა სწრაფი ძილის დროს;


ელექტროკარდიოგრამა - გულისცემის გრაფიკული გამოსახულება;


სუნთქვისა და სუნთქვითი მოძრაობების შესწავლა;


ოქსიჰემოგლობინით ნაჯერობის დონე - სპეციალური მოწყობილობით სისხლის ჟანგბადით ნაჯერობის შემოწმება.


 


მკურნალობა


ინსომნიის მკურნალობა დამოკიდებულია მის ფორმებზე.


ხანმოკლე და ქრონიკული ინსომნიის შემთხვევაში, ავადმყოფმა აუცილებლად  უნდა მიმართოს ექიმს.


ინსომნიის საკურნალოდ გამოიყენება:


H1 ჰოსტამინური რეცეპტორების ლოკატორები, როგორებიცაა: დიმედროლი, ტავეგილი, სუპრასტინი და ა.შ.;


ბენზოდიაზეპინები, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია მოსახლეობაში: ფენაზეპამი, დიაზეპამი, ლორაზეპამი და ა.შ.;


ბარბიტურატები: ფენობარბიტალი, ციკლობარბიტალი ა.შ.;


თანამედროვე საძილე საშუალება დონორმილი (დოქსილამინი);


ასევე თანამედროვე Z ჰიპნოტიკები: ზოლპიდემი(ივადალი) და ზოპიკლონი (სომნოლი, იმოვანი).


საძილე პრეპარატების თვითნებურად ან მეგობრების რჩევით მიღება არ შეიძლება, რადგან ზოგიერთი მათგანი იწვევს მიჩვევას და საზიანოა ჯანმრთელობისთვის.


ეპიზოდური ინსომნიის დროს კი, რეკომენდებულია ძილის ჰიგიენის მოწესრიგება და მხოლოდ მცენარეული საძილე საშუალებები: სომნარიცი ფორტე, ტრიოსონი, შაკუნი და ა.შ.


 


რას ითვალისწინებს ძილის ჰიგიენა?


უარი თქვით კოფეინის შემცველ სასმელებზე – ყავა, მაგარი ჩაი, კოკა-კოლა და ა.შ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში;


ადექით ყოველთვის ერთსა და იმავე დროს.


ივახშმეთ დაძინებამდე მინიმუმ სამი საათით ადრე, ხოლო თუ შიმშილმა მაინც შეგაწუხათ - მიირთვით მხოლოდ ხილი ან რძის მსუბუქი პროდუქტები;


ძილის წინ ფეხით გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე;


ძილის წინ მიიღეთ დამამშვიდებელი მცენარეული ექსტრაქტის თბილი აბაზანა.

დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

რატომ არ თვრებიან დაზვერვის აგენტები? - სპეცსამსახურების დიდი საიდუმლო, რომელზეც ლეგენდები დადის

სპეცსამსახურის თანამშრომლისთვის ჩვეული ვითარებაა, როცა სუფრასთან სასმელის დალევა უწევს და ამასთანავე, რა თქმა უნდა, ფხიზლად უნდა დარჩეს. თურმე, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებიც, როგორც ამბობენ, სპეცსამსახურების გატესტილი და შემუშავებულია.
საკნატუნო ამბები

ჩვენი პლანეტა ფოტოშოპის გარეშეც მშვენიერია

ინტერნეტში მილიონობით ფოტოს აღმოაჩენთ, რომელიც საგულდაგულოდ დამუშავებული და გაუმჯობესებულია, მაგრამ გარწმუნებთ, დედამიწის პეიზაჟები ყოველგვარი დამუშავების გარეშეც ულამაზესია...
საკნატუნო ამბები

რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?

მოძრაობის წესების საგამოცდო ბილეთებსა და სახელმძღვანელოებში ყველა ნიუანსი აღწერილი არ არის და მათ საჭიროებას პრაქტიკა გვკარნახობს. მძღოლებო და მგზავრებო, თქვენ იცით, რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?
იცით თუ არა...

უცნაური ამბავი, როგორ იქცა ღარიბი სოფლის ყველა მცხოვრები ერთ დღეში მილიონერად

ერთ ღარიბ ესპანურ სოფელში მცხოვრები ფერნანდესების მრავალშვილიან ოჯახში ბიჭი დაიბადა, სახელად ანტონიო. მშობლებს იმდენად უჭირდათ, რომ ბიჭუნამ სკოლის დამთავრება ვერ შეძლო, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდა...
თემატური ჰოროსკოპი

რომელია თქვენი ზოდიაქოს თილისმა-მცენარე?

როცა თილისმებზეა საუბარი, ყველა რატომღაც ქვებზე იწყებს ფიქრს, მაგრამ დაცვა მცენარესაც შეუძლია - ზოგი მათგანი ადამიანის გვერდით ყვავის და სურნელს აფრქვევს, ზოგიც ხმება. ჩვენ გიკარნახებთ თქვენი მფარველი მცენარეების სახელებს.
FUN-ტესტი

აირჩიეთ სამკაული და გაიგეთ, რა არის თქვენი ქალური ძალა

იცით, რომ საყვარელ სამკაულს თქვენი პიროვნების შესახებ ბევრი რამეს მოყოლა შეუძლია? 
თავსატეხი

რაც უფრო სწრაფად იპოვით ღია ბოქლომს, მით მაღალია თქვენი IQ

გთავაზობთ ამოცანას ყურადღების სიმარჯვეზე! თანაც - მხედველობასაც გაივარჯიშებთ. კარგად დააკვირდით ნახატს და შეეცადეთ, ღია ბოქლომი აღმოაჩინოთ.
საკნატუნო ამბები

როგორ შევუხამოთ სამოსი დაბალყელიან ჩექმას? (10 ფოტო)

უკვე მერამდენე წელია, დაბალყელიანი ჩექმები საკმაოდ მოდურია და აქტუალობას არ კარგავს, თუმცა მისი შეხამება ტანსაცმელთან არცთუ ისე მარტივია.
საკნატუნო ამბები

ქალის სურნელი, ვნება, სიყვარული ერთ კადრში (15 ფოტო)

ფოტოგრაფ ალისა ვერნერის ნამუშევრები ქალის სილამაზით არის შთაგონებული, მისი საყვარელი ჟანრი კი ეროტიკაა...
საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ზეპირი ანკეტა

შოთა იათაშვილი: „ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება“

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პოეტი შოთა იათაშვილი.