ჩიყვი - დაავადებები, რომლებსაც ეს ტერმინი აერთიანებს

ექიმის კონსულტაცია

24 ივნისი 12:00, 2016 წელი

საქართველოში, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ გავრცელებულია ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული დაავადებები, რომელთაც ხშირად „ჩიყვის“ ტერმინის ქვეშ აერთიანებენ. თუმცა, ამ დაავადებებს განსხვავებული სიმპტომატიკა და მკურნალობის მეთოდები ახასიათებს.

ფარისებრი ჯირკვლის რომელ პათოლოგიებს აერთიანებს ჩიყვი და როგორ უნდა მოვახდინოთ მისი პრევენცია?!


„რუბრიკას“ ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ესაუბრება:



რა დაავადებაა ჩიყვი?


ჩიყვი კლინიკური ცნებაა და ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ნიშნავს. (ფარისებრი ჯირკვალი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია და  მისი ზომები, ქალებში - 10-დან - 183 სმ-ს, ხოლო მამაკაცებში - 10-დან 253 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.)


ჩიყვი შეიძლება იყოს: დიფუზური, კვანძოვანი, დიფუზურ-ტოქსიკური.


დიფუზური ჩიყვის დროს ფარისებრი ჯირკვალი ერთგვაროვნადაა გადიდებული და თუ ამ დროს მასში არ აღინიშნება ჰორმონალური ცვლილებები, მკურნალობას არ საჭიროებს;


კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია სტრუქტურული ჩანართების (კვანძების) გამო. კვანძი კი სიმსივნური წარმონაქმნია,  რომელიც შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ისევე ავთვისებიანი. მიუხედავად თავისი თვისებისა, თუ წარმონაქმნი 1,5 სმ აღემატება, ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.


დიფუზურ-ტოქსიკურია ჩიყვი, როცა ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია და პარალელურად საჭიროზე მეტი რაოდენობით ჰორმონებს გამოიმუშავებს. დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი მოსახლეობაში „შხამიანი ჩიყვის„ სახელით გავრცელებულ ე.წ. ბაზედოვის დაავადებასაც იწვევს, რომელსაც ტოქსიკურად მიმდინარე მძლავრი კლინიკური სურათი ახასიათებს.


არის შემთხვევები, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი, ზომის პათოლოგიური ცვლილებების მიუხედავად, ფუნქციას ინარჩუნებს. ასეთ მდგომარეობას ეუთიროიდული ჩიყვი ეწოდება. ამ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვალი თავისი მოცულობით გაზრდილია, მაგრამ ფუნქცია არ ეცვლება.


 


ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ძირითადი სიმპტომები


ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სიმპტომები, ფუნქციის დაქვეითებისა (ჰიპოთირეოზი) და სიჭარბის (ჰიპერთირეოზი) მიხედვით, ორ  ჯგუფად იყოფა:


1) ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით ე.წ. ჰიპოთირეოზით გამოწვეული სიმპტომებია:


ძილიანობა;


მეხსიერების დაქვეითება;


ბრადიკარდია (გულისცემის შენელება);


დაბალი არტერიული წნევა ან მისი ხშირი ცვალებადობა;


წონის მატება;


მოძრაობისა და მეტყველების შენელება;


კანის სიმშრალე;


თმის ცვენა;


ფრჩხილების მტვრევადობა;


2) ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციით ე.წ. ჰიპერთირეოზით გამოწვეული სიმპტომებია:


მომატებული აგზნებადობა;


ემოციურობა;


გულის ფრიალი;


ხელის თითების კანკალი (ტრემორი);


ჭარბი ოფლიანობა;


მაღალი არტერიული წნევა;


გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია);


თვალების წინ წამოწევა (ეგზოფტალმი);


წონის სწრაფი კლება;


კუჭ-ნაწლავის გახშირებული მოქმედება და ა.შ.


 


ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამომწვევი მიზეზები


ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:


გენეტიკური ფაქტორი; 


ორგანიზმში იოდის ნაკლებობა; 


სიმსუქნე;


ზედმეტი სიგამხდრე ანუ კახექსიური მდგომარეობა;


საკვები დანამატები ანუ ემულგატორები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება თანამედროვე კვებაში; 


რკინისა და მაკრო-მიკროელემენტების დეფიციტი;


ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიები და ა.შ.


 დიაგნოსტიკის მეთოდები


ჩიყვის პირველადი დიაგნოსტიკა შესაძლებელია პალპაციით. თუმცა არსებობს, გარკვეული ტიპის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, რომლებიც ამ მეთოდით არ ისინჯება. ასეთ შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად საუკეთესო საშუალება ულტრაბგერითი დიაგნოსტიკაა (ექოსკოპია), რომელიც საფუძვლიანად ახდენს  ჯირკვლის სტრუქტურულ და მოცულობით დათვალიერებას. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად, აუცილებელია აგრეთვე სისხლში თირეოიდული ჰორმონების თავისუფალი ფრაქციების და თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) გამოკვლევა.


რაც შეეხება კვანძების ავთვისებიანობის განსაზღვრას, ამისთვის  ფუნქციურ ბიოფსიას იყენებენ. თუმცა,100%-ით სწორი დიაგნოზის გარანტიას ეს მეთოდი ვერ იძლევა, რადგან ზოგ შემთხვევაში კვანძი შეიძლება მხოლოდ სანახევროდ იყოს ავთვისებიანი და ზუსტად იმ ნაწილში ვერ მოხდეს დამიზნება. აქედან გამომდინარე, თუ  კვანძი 1,5სმ-ს აღემატება, აუცილებლად უნდა მოხდეს ქირურგიული ჩარევა, რადგან ამ ზომის კვანძი მედიკამენტურ მკურნალობას არ ექვემდებარება. ნებისმიერი სიმსივნე კი ორგანიზმში არის ნაღმი, რომელიც არავინ იცის როდის აფეთქდება.



მკურნალობის გზები


ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობის გზები სხვადასხვაა:


1) თერაპიული  - პროფილაქტიკური (იოდით), ჩანაცვლებითი თერაპია (თორიქსინით), თირეოსტატიკური საშუალებები;


 


2) ქირურგიული ჩარევა ხდება კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევაში, მაშინ როცა კვანძი ზომაში 1,5 სმ-ს აღემატება,  როცა მედიკამენტოზურად ვერ ხერხდება თირეოტოქსიკოზის კომპენსაცია  ან არის დიფუზურად გადიდებული ჩიყვი.


 


პრევენცია


ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პროფილაქტიკისთვის, რეკომენდებულია:


 იოდის შემცველი პრეპარატების მიღებით ჩიყვის პროფილაქტიკა ბავშთა ასაკიდან;


ზღვის აბაზანები - განსაკუთრებით დილის საათებში; 


კვების რაციონში დიდი რაოდენობით ზღვის პროდუქტებისა და მწვანე ბოსტნეულის (კიტრი, კივი, მწვანე სალათის ფურცლები, კომბოსტო, ბროკოლი და ა.შ.) ჩართვა;


იოდიზირებული მარილით გამდიდრებული საკვები.


აუცილებელია, ვიცოდეთ იოდიზირებული მარილის მოხმარების წესებიც:


იოდიზირებული მარილი უნდა მოვათავსოთ თავდახურულ ქილაში და  შევინახოთ ბნელ და მშრალ ადგილას; ყოველი მოხმარების შემდეგ, მჭიდროდ დავაფაროთ თავსახური; არ გამოვიყენოთ მარილი კერძის მომზადების პროცესში და მოვაყაროთ კერძს მხოლოდ დუღილის დასრულების შემდეგ.


ამ წესების დავცვის გარეშე, მარილიდან იოდის შემცველობას ვერ მივიღებთ, რადგან იოდი არის ნივთიერება, რომელიც ნებისმიერი ტემპერატურული რეაქციისას ორთქლდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?