თბილისური ნაგებობებით შემონახული სახელები

ერთი რაკურსით

16 ივლისი 18:00, 2015 წელი

თლილი ქვების საუკუნოვანი ამბები დღევანდელი რაკურსით.

გოლოვინის პროსპექტი, მეფისნაცვლის სასახლე  
რუსთაველის გამზირი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე


 


კადრი დღევანდელი მშრალი ხიდიდან
მშრალი ხიდი (ყოფილი მიხეილის მცირე ხიდი) თბილისში 1849-51 წლებში აიგო.
იგი დღემდე თითქმის მთლიანად ინარჩუნებს თავდაპირველ სახეს და ფუნქციას, უძველესია თბილისში არსებულ ხიდებს შორის და გამოცხადებულია არქიტექტურულ ძეგლად. პროექტის ავტორი და მთავარი მშენებელია ჯოვანი სკუდიერი, ეროვნებით იტალიელი არქიტექტორი. თლილი ქვით ამოყვანილი ხიდის ქვეშ XX ს-ის 30-იანი წლებამდე მტკვრის ტოტი მიედინებოდა. ტოტის დაშრობის შემდეგ შემორჩენილ ხიდს „მშრალი ხიდი“ ეწოდა.


 


ვერის ხიდი, ახლანდელი გალაკტიონის ხიდი
1885 წელს გაიხსნა არქიტექტორ ს. უმანსკის პროექტით. ამით უახლოესი კავშირი დამყარდა გოლოვინის პროსპექტს, ვერის უბანსა და რკინიგზის სადგურს შორის.
გალაკტიონის ხიდი - ვერის ხიდის რეკონსტრუქციის (1951 წ. და 1952 წ.). არქიტექტორი - მ. მელია, ინჟინერი - გ. ჩომახიძე.


 


ანჩისხატის ეკლესია
ტაძარი VI საუკუნის დასაწყისშია აგებული, როცა ქართლში მეფობდა დაჩი უჯარმელი - ვახტანგ გორგასლის ძე პირველი ცოლის, ირანელი ქალის ბალენდუხტისაგან. 
დაჩიმ, მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.
მის დროს თბილისში მოსახლეობა მომრავლდა, აშენდა მარიამწმიდის (დღევანდელი  ანჩისხატის) ეკლესია.
XX საუკუნის 60-იან წლებში რესტავრაციისას ტაძარში აღმოაჩინეს ქვის ორი ფილა (ამჟამად ისინი ტაძრის დასავლეთ ფასადშია ჩასმული), რომლებზეც V-VI საუკუნეების ასომთავრული წარწერის ფრაგმენტებია შემორჩენილი. მეცნიერებმა აღდგენილი წარწერა ასე წაიკითხეს: „უფალო, მეფე დაჩის შეხეწიე“.
1664 წელს ანჩის მონასტრიდან ჩამოტანილი ბექა ოპიზრის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ამ ტაძარში დაასვენეს და სწორედ ამ დროიდან ეწოდა ანჩისხატის ეკლესია.


 



სასტუმრო კავკაზი - ერევანსკის მოედანზე 
დღევანდელი სასტუმრო ქორთიად მერიოტი - თავისუფლების მოედანი
თბილისის მთავარ მოედანს, დაახლოებით, ორი საუკუნის ისტორია აქვს.  
სხვადასხვა დროს მას ეწოდებოდა: „პასკევიჩ-ერევანსკი“ (1829 წლიდან);  
„თეატრალური“ (1851 წლიდან); „თავისუფლების მოედანი“ (1918 წლიდან);  
საქართველოს გასაბჭოების შემდგომ „ზაკფედერაციისა“ (1922 წლიდან);
„ბერიას მოედანი“ (1940-1953 წლებში); „ლენინის მოედანი“ (1953 წლიდან).
1990 წელს ზვიად გამსახურდიას ინიციატივით მოედანს დაუბრუნდა ძველი სახელი „თავისუფლების მოედანი“.



 


მშრალი ხიდი - 165 წელი და ერთი ერთში.


 


ვორონცოვის ძეგლი და მოედანი, ამჟამად ზაარბრიუკენის მოედანი  
მოედანს  სახელი მიხაილ ვორონცოვის სახელი მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებიდან ეწოდა. გენერალ-ფელდმარშალი და ნაპოლეონთან ომის გმირი მიხაილ ვორონცოვი ყველაზე ცნობილი მეფისნაცვალი გახლდათ ამიერკავკასიაში.
საბჭოთა დროს კარლ მარქსის მოედანი ეწოდებოდა, თუმცა მაშინაც და დღესაც ამ მოედანს ძველი თბილისელები „ვორონცოვად” მოიხსენებენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?