გმირთა მოედანი - „ედემიდან“ კალაშნიკოვამდე

ერთი რაკურსით

30 ივლისი 18:00, 2015 წელი

ნახეთ საბჭოთა თბილისი დღევანდელი რაკურსით...

თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური
პირველი სადგური თბილისში 1872 წელს აშენდა, საიდანაც მატარებლები შავი ზღვის პორტის – ფოთის, მიმართულებით მოძრაობდნენ.
ნაგებობამ სახე იცვალა:
1940 წელს - ააშენეს სტალინისტური არქიტექტურის სტილში;
1980-იან წლებში - ამჯერად ბრუტალისტური არქიტექტურის სტილში.
2010 წელს სადგური გარდაიქმნა და ახლა აქ განთავსებულია როგორც სარკინიგზო, ასევე სავაჭრო ცენტრი.


 


თბილისის მეტროპოლიტენის სადგური „ვაგზლის მოედანი“
თბილისის მეტროპოლიტენი ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს სადგურებით: „ვაგზლის მოედანი“, „დიდუბე“, „ელექტროდეპო“, „მარჯანიშვილი“ და „რუსთაველი“.
ეს იყო საბჭოთა კავშირში მეოთხე მეტროს სისტემა მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ.


 


გმირთა მოედანი
XIX ს-ის ბოლოს აქ  თავდებოდა ქალაქი და იწყებოდა საქართველოს სამხედრო გზა.
XIX-XX სს-ის მიჯნაზე ამ ტერიტორიაზე მრავლად ყოფილა სამიკიტნოები ეგზოტიკური სახელებით: „ფანტაზია“, „ედემი“, „რასსვეტი“, „ნე უეზჟაი, გოლუბჩიკ მოი.“
1934 წელს მოედანს სახელი საბჭოთა კავშირის პირველი გმირების პატივსაცემად ეწოდა.
1939 წელს გმირთა მოედანზე შენდება 11-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის არქიტექტორი იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე მიხეილ კალაშნიკოვი;
1940 წელს კი ამ სახლის მოპირდაპირედ, ბორცვზე - ცირკის შენობა, არქიტექტორები ნ. ნეპრინცევი, ს. სატუნცი, ვ. ურუშაძე.


 


ყოფილი „საქინფორმის“ და გაზეთ "ზარია ვოსტოკას" რედაქციის შენობა
აგებულია 1938 წელს. არქიტექტორი დ. ჩისლიევი.


 


თბილისი უნივერსიტეტის II კორპუსი
1940 წელს მ. შავიშვილის პროექტით აგებული შენობა ილია ჭავჭავაძის გამზირის პლასტიკურ მოხაზულობას მიჰყვება და თავისი მასშტაბით, არქიტექტურული მორთულობითა და ფერით მთავარ კორპუსს ეხამება.


 


ვაჟა ფშაველას გამზირი
იგი XX საუკუნის 50-იან წლებში წარმოიქმნა. პირველად კომინტერნის ქუჩა ერქვა, ხოლო 1961 წლიდან ქართული ლიტერატურის კლასიკოსის ვაჟა-ფშაველას სახელი ეწოდა.


 


პეკინის ქუჩა და საქართველოს ეროვნული არქივი  
არქივის საცავებში ხუთ მილიონზე მეტი ექსპონატი ინახება, რომლებიც IX-XXI საუკუნეებს მოიცავს. ექსპონატებს შორის არის: IX საუკუნის სახარება, ანჩის სახარება (XII საუკუნე), მეფეთა სიგელები, პირადი წერილები, განაჩენები, სხვა სამართლებრივი ძეგლები, XIX საუკუნეში გადაღებული ფოტოები, პირველი კინონამუშევრები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?