ვერის ხიდზე გალაკტიონისა და მოწყალების მთხოვნელი რუსის ამბავი

ერთი რაკურსით

6 აგვისტო 18:00, 2015 წელი

ერთი ცალფეხა რუსი სამხედრო გადმობრუნებულ ქუდში მოწყალებას აგროვებდა. გალაკტიონი დაიხარა, ქუდი აიღო, ხურდა ხელში მოაგროვა და მათხოვარს რუსულად უთხრა...

მტკვარი მადათოვიდან , დღევანდელი სანაპიროს ქუჩა მშრალ ხიდთან
როგორ ცვლიდა მტკვარი თბილისს და როგორ შეცვალა თბილისმა მტკვარი.



ვერის ხიდი, ახლანდელი გალაკტიონის ხიდი
„1945 წლის  შემოდგომაა.  ვერის ხიდზე გალაკტიონი დავინახე.  მოაჯირზე  უშიშრად მჯდარ მამაკაცს რაღაცაზე ესაუბრებოდა. ახლოს მისულმა სპარტაკ ბაღაშვილი შევიცანი...
ძამიკო, წავიდეთ! -  გავიგონე პოეტის სიტყვები. 
ხიდის მარცხენა ყურესთან ხელკავით მისულები შეჩერნდნენ. 
იქ ერთი ცალფეხა რუსი სამხედრო იჯდა, გადმობრუნებულ ქუდში მოწყალებას აგროვებდა.
გალაკტიონი დაიხარა, ქუდი აიღო, ხურდა ხელში მოაგროვა და მათხოვარს რუსულად უთხრა:
- მომეცი ეს ფული, თუ შეიძლება!
-  წაიღე, მშვიდობით მოიხმარე! -  არც დაფიქრებულა რუსი.
პოეტმა ხურდა მართლაც ჯიბეში ჩაიყარა. სამაგიეროდ, საფულიდან წითელი სამთუმნიანი ამოიღო და ქუდში ჩაუგდო.“ (პავლე ფირფილაშვილის მოგონებებიდან).



მუხრანის ხიდი, დღევანდელი ბარათაშვილის ხიდი
„მუხრანის ხიდზე დასახრჩობად კიდევ დავდგებით, / საქართველოში ცხოვრება ხომ თვითმკვლელობაა. / ამიტომ გვიყვარს საქართველო ჩვენ თავდადებით, / ამიტომ მოგვწონს და შეგვინდობს ჩვენ ეს ობობა“. (ტ. ტაბიძე: „ნინა მაყაშვილს“)



მეტეხის ტაძარი
თამარის ისტორიკოსის ბასილის ცნობით, როცა მეფეს ქართველთა ლაშქარი შამქორის ბრძოლაში გაუსტუმრებია, თავად ფეხშიშველი მოსულა მეტეხის ტაძარში და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის საქართველო ცრემლებით შეუვედრებია.
ქართველთა არმიამ, 1195 წლის 2 ივნისს, ქალაქ შამქორთან, სასტიკად დაამარცხა მაჰმადიანები.  „ქართველებს დარჩათ ხალიფას დროშა, თორმეტი ათასი ტყვე, ორმოცი ავაზა, ოცი ათასი ცხენი, შვიდი ათასი ჯორი, თხუთმეტი ათასი აქლემი. ხოლო ოქრო, ვერცხლი, ჭურჭელი, ლარი და სხვა ალაფი იმდენი იყო, რომ დაიღლებოდა კაცი დათვალიერებით.“
თამარმა ღვთის სადიდებლად ლექსი გამოთქვა:
„...ერანს ებრძოლეს ჩემ მიერ მისთა სპათა / ჩვენნი მხედარნი, მოსავნი შენნი, სძალო, / მოწყნეს, მოსწყიდეს აგარის ნათესავნი. / მუნით მოხმულთა ნიჭთაგან ერთსა ამას / შენდა შევწირავ. მიოხე ძეებრ, ღმერთო!“ (ნაწყვეტი თამარ მეფის ლექსიდან, რომელიც შეტანილია ცნობილ საისტორიო თხზულებაში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი.“)



ხედი მტკვარზე დღევანდელი აბუკაშვილის ქუჩის ერთ-ერთი ეზოდან
„შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა,  ქორონიკონის კენტი და ლუწი, მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა /
რა სურათები მოქარგა უწინ...“  (იოსებ გრიშაშვილი „გამოთხოვება ძველ თბილისთან“).



ხედი ციციანოვის აღმართიდან, ახლანდელი - ბარათშვილის აღმართიდან
„მინდა ავვარდე მამადავითზე, / იქ აირჩიე, სულო ბინა შენ; / მინდა უეცრად მუხლზე დავეცე / ჩემი თბილისის და მზის წინაშე... (პაოლო იაშვილი „თბილისი“).



მადათოვზე გადასასვლელი ხიდი მტკვარმა წაიღო, ახლანდელი იუსტიციის სახლის ახალი ხიდი
მადათოვის კუნძულზე პრესტიჟული რესტორანი ყოფილა, რომელიც უკვდავყოფილია გალაკტიონის ლექსში „თეთრი პელიკანი“:
„გადმოფრენას ეს ყორანი / მადათოვზე აპირებს. / გაანათებს რესტორანი / ტივებიან ნაპირებს... / ოცნებაო, ჩემო ძველო, / ვართ ღამეთა მთეველი, / კიდევ ბევრი სადღეგრძელო / დაგვრჩა დაულეველი.“/

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?