ტიფლისის მეიდანი - პირველი ბიზნესცენტრი საქართველოში

ერთი რაკურსით

24 სექტემბერი 18:00, 2015 წელი
125

მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ მოიძებნება იმდენი სხვადასხვა ჯურის უცხოელი, როგორც აქ... თქვენ შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, ებრაელებს, სპარსელებს, ინდოელებს, თათრებს, მოსკოვიტებსა და ევროპელებს. - წერდა მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოში 1672-73 წლებში იმყოფებოდა.

ორთაჭალა - XIX საუკუნის მიწურულსა და დღეს




 


მეტეხის ეკლესია მეიდნიდან - XIX და XXI საუკუნეები


 


ადრე ამ ადგილს შაითან-ბაზარს უწოდებდნენ, შემდეგ - მეიდანს, ამჟამად ვახტანგ გორგასლის მოედანია -  XIX და XXI საუკუნეები
„საასპარეზო მოედანი ერთდროულად საკრებულოც იყო და ბაზარიც“, - წერდა ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოში 1672-73 წლებში იმყოფებოდა. – „მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ მოიძებნება იმდენი სხვადასხვა ჯურის უცხოელი, როგორც აქ... თქვენ შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, ებრაელებს, სპარსელებს, ინდოელებს, თათრებს, მოსკოვიტებს და ევროპელებს.“



ტიფლისი,
მეიდანი, 1905 წლის 28 ნოემბერი
ბერძნული ეკლესიის ნანგრევები და გადამწვარი დუქნები.


 


საპატრიარქოს შენობა


 


ვარაზის ხევი - XIX და XXI საუკუნეები
აქ მართლაც უზარმაზარი ხევი იყო. ის XX საუკუნის 40-იან წლების ბოლოს ამოავსეს, მანამდე კი დღევანდელ პეტრე მელიქიშვილისა და ილია ჭავჭავაძის გამზირებს ვარაზის ხევზე გადებული ხიდი აკავშირებდა.