რატომ ვერ დაანგრია მეტეხის ტაძარი ლავრენტი ბერიამ?

ერთი რაკურსით

15 ოქტომბერი 18:00, 2015 წელი

თბილისური ქუჩებისა და შენობების რამდენიმე ამბავი დღევანდელი რაკურსით...

მეტეხის ტაძარი აბანოებიდან
თბილისის აბანოებზე ისტორიულ ცნობებს გვაწვდიან:
  X საუკუნეში არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ აღნიშნავს: „ქალაქში [თბილისში] არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხოდ დუღს“;
XIII-XIV საუკუნეებში ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, იმ დროისთვის თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა;
 XVIII საუკუნეში რუსი ვაჭარი ვასილ გაგარა;
ასევე XVIII საუკუნეში  ვახუშტი ბაგრატიონი, რომელიც თბილისში ექვს აბანოს ითვლის.
XVII-XIX სს. თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, „გრილი“ (შიოევის), „ჭრელი“ და სხვა აბანოები.
დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი.


 


მეტეხის ეკლესია 
დიდი წმენდის პერიოდში ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილი ჰქონდა მეტეხის ეკლესიის დანგრევაც. 1937 წელს მის ადგილას სურდათ, დაედგათ შოთა რუსთაველის ძალიან დიდი ძეგლი, რომელიც  ქალაქის ყველა მხრიდან გამოჩნდებოდა. იმხანად შოთა რუსთაველის იუბილე – 750 წლისთავი ახლოვდებოდა და იოსებ სტალინის წინაშე ყველას სურდა თავის გამოჩენა. თუმცა ბერიას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა ქართველ ინტელექტუალთა მხრიდან, მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის, ეროვნული სამხატვრო გალერეის ფუძემდებლის დიმიტრი შევარდნაძის მეთაურობით. ეს ამბავი გახმაურდა, ხალხი აღშფოთებას ვერ მალავდა. შევარდნაძე წინააღმდეგობისთვის დააპატიმრეს და 1937 წლის დეკემბერში სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად ამისა, ნაგებობის გადარჩენა მოხერხდა - დიმიტრი შევარდნაძემ თავისი სიცოცხლის ფასად იხსნა მეტეხის ტაძარი განადგურებისგან.
1980-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივით დაიწყო ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის დაბრუნების კამპანია. ამ მოთხოვნით ზვიად გამსახურდია საშიმშილო აქციასაც აწყობს.
1988 წლიდან ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო.


 


მტკვარი ანჩისხატიდან
ამიერკავკასიის ამ უდიდესი მდინარის სიგრძე 1515 კმ-ია. მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს.
საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის, დაახლოებით, 400 კმ მონაკვეთი.
მისი ანტიკური სახელწოდებაა Cyrus, თურქები და აზერბაიჯანელები კი Kür-ს უწოდებენ.


 


კოტე აფხაზის  ქუჩა - ძველი და ახალი რაკურსით
ამ ქუჩას შუა საუკუნეებში შუაბაზრის ქუჩა ეწოდებოდა.  
მე-19 საუკუნეში ქუჩას „სომხური ბაზარი“ ერქვა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის გმირის, გენერალ კონსტანტინე ლესელიძის სახელი უწოდეს.
2007 წელს კი საზოგადო და სამხედრო მოღვაწის, გენერალ კოტე აფხაზის პატივსაცემად კვლავ გადაარქვეს სახელი.
ილია ჭავჭავაძის დისშვილი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი ანტისაბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ. 1923 წლის 21 მაისს კოტე აფხაზი და თოთხმეტი ქართველი ოფიცერი ჩეკისტებმა დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს. დახვრეტის წინ კოტე აფხაზის უკანასკნელი სიტყვები იყო: „მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!”
აღსანიშნავია, რომ დახვრეტის წინ, თხუთმეტივე ქართველი ოფიცერი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნს „დიდებას“ მღეროდა.


 


ძველი და ახალი რიყე



ლეღვთახევი აბანოთუბანში
ლეღვთახევი წყაროებში პირველად მოიხსენიება 1429 წელს. სახელი ეწოდა ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო. გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში გვხვდება აგრეთვე ლეღვთახევის სხვა სახელწოდებები: წავკისისხევი, სალალაკისხევი (მდინარე წავკისწყლის ანუ სალალაკისწყლის სახელის მიხედვით) და დაბახანა (ლეღვთახევში მომდინარე გოგირდის წყალში ტყავს ამუშავებდნენ მეტყავე-დაბაღები, აქედან გაჩნდა სახელწოდება დაბახანა). XIX საუკუნეში ლეღვთახევში ბოტანიკური ბაღი გაშენდა.
2012 წელს განხორციელდა ლეღვთახევის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?