რატომ ააშენა მელიკ აზარიანცმა თავისი სახლის ნაწილი ღვინით?

ერთი რაკურსით

22 ოქტომბერი 18:00, 2015 წელი

თბილისური შენობების შესახებ ბევრი საინტერესო ისტორია არსებობს. უმეტესობა დოკუმენტურად დასტურდება, ზოგი ამბავი კი ქალაქელების თაობებმა მოიტანეს დღემდე...

მელიკ აზარიანცის სახლის კუთხე
პირველი გილდიის ვაჭრის, მელიკ-აზარიანცის სახლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისში. ამბობენ, რომ ამ გიგანტურ შენობას, ჰქონია ავტონომიური ელექტროსადგური, საკუთარი წყალმომარაგება (სამზარეულომდე და სააბაზანომდე მიყვანილი წყალი მაშინ თბილისში ეგზოტიკა იყო) და ცენტრალური გათბობა, საკუთარი სატელეფონო სადგური, კინოთეატრი და ფოტოსალონი, ბავშვთა პანსიონი, მშვენივრად მოწყობილი ეზო შადრევნებითა და ეგზოტიკური მცენარეებით და ბევრი სხვა რამ, რაც იმდროინდელი „შემოსავლიანი სახლებისთვისაც“ წარმოუდგენელი ფუფუნება ყოფილა. იმასაც ამბობენ, რომ სახლის მშენებლობისას მელიკ აზარიანცს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს სამშენებლოდ და წყალი ძალიან გაუძვირეს. იფიქრეს, ფული ჩეჩქად აქვს და ორ ზედმეტ კაპიკს გამოვრჩებითო. მაშინ მელიკ-აზარიანცმა გონება იხმარა და წყლის მაგივრად მშენებლობაში ღვინო გამოიყენა, რომელიც იმ მომენტისთვის უფრო იაფი უჯდებოდა, ვიდრე წყალი.  ასე რომ, შენობის ნაწილი ღვინით არის აშენებული.


 


ავლაბარი, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სომხური ეკლესია.
დანგრეულია საბჭოთა პერიოდში. დღევანდელი სასტუმრო „შერატონ მეტეხის“ მოპირდაპირე ტერიტორია.



 


ავლაბარი თაბორიდან
ამბობენ, ერთ-ერთ ბრძოლაში ქართველებს სარდალი დაეჭრათ. ის, თურმე, სასწრაფოდ გაიყვანეს ბრძოლის ველიდან და უსაფრთხო ადგილისკენ გაემართნენ. გზა აღმართზე მიდიოდა, რაც სვლას ართულებდა, დაჭრილიც წუხდა. მხლებლებმა დაამშვიდეს: აი, აღმართს ავალთ და ბარი დაიწყებაო. მართლაც, აღმართი რომ აათავეს, ბარი გამოჩნდა. ამის შემდეგ ამ ადგილს ავლაბარი უწოდეს. არის სხვა ვარაუდიც. ფიქრობენ, რომ სიტყვა „ავლაბარი“ მე-14 საუკუნიდან მოდის. არაბულად „ჰავალი“ ნიშნავს „მიდამოს“, „ბირ“ - „სასახლეს“, ე.ი. „ავლაბარი“ - სასახლის მიდამოა.  


 


ორთაჭალა
წინათ, თურმე ქალაქის სამხრეთით, ვიწრო კალაპოტიდან განთავისუფლებული მტკვარი იტოტებოდა და წარმოშობდა დიდ კუნძულს - ჭალაკს, რომელიც სიგრძით, დაახლოებით, 852 მეტრი და სიგანით 640 მეტრი იყო. ვახუშტი ბატონიშვილს ქართლის ერთ-ერთ რუკაზე ამ ადგილას დატანილი აქვს წარწერა - „ჭალაის ბაღი“. პირველად კი კუნძული სახელით „ორთაჭალა“ 1735 წლით დათარიღებულ დოკუმენტშია მოხსენებული.


 


სომხის ბაზრის ქუჩის დასაწყისი. დღევანდელი კოტე აფხაზის ქუჩა თავისუფლების მოედნიდან
ეს იყო ძველი თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური და მთავარი სავაჭრო-სახელოსნო ქუჩა. გააფართოვეს 1925 წელს.  მარცხნივ - ქალაქის ჯანმრთელობის განყოფილების ახალი შენობა დგას, მარჯვენა მხარეს მოჩანს ღვთისმშობლის ხარების სომხური ეკლესია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?