მე-20 საუკუნის შუა წლებში ახალი წელი საქალაქო დღესასწაულად მიიჩნეოდა. და ეს გასაგებიცაა: სოფლად მცხოვრები ადამიანი ყოველწლიური ზეიმისთვის საქმეს ვერ მოცდებოდა. გლეხისთვის დასვენების მიზეზი შეიძლებოდა მხოლოდ ქორწილი ან ბავშვის დაბადება გამხდარიყო.
საბჭოთა კავშირში ახალი წლის ფართოდ - როგორც ქალაქად, ასევე სოფლად აღნიშვნის ტრადიცია მხოლოდ 60-იანი წლებიდან დაიწყო.
ხრუშჩოვის პერიოდში „აღიარეს“, რომ საბჭოთა მოქალაქეებს აქვთ პირადი ცხოვრებისა და ზეიმის უფლება.
საახალწლოდ განათებული რუსთაველის გამზირი - ნახევარი საუკუნის წინ და დღეს
სასტუმრო „ივერია“, დღევანდელი „რედისონ ბლუ ივერია“
წინასაახალწლო ფუსფუსი ოპერასთან
ქალაქის საბჭოს, ამჟამად თბილისის საკრებულოს შენობა