რიყე მეტეხიდან - ნახევარი საუკუნე ერთ რაკურსში
ნახევარი საუკუნის წინათ დათოვლილი მეტეხი და მტკვარი
ბოტანიკური ქუჩა
ვიწრო ჩიხები და მთიან რელიეფზე კიბისებურად განლაგებული ეზოები - ასეთია ბოტანიკური ქუჩა, რომლის ერთ-ერთ მოსახვევში დგას 1864 წელს აგებული, ერთადერთი მოქმედი მეჩეთი მოთეთრო-მოცისფრო გუმბათით.
მეტეხი
ბამბის რიგი - ძველ თბილისში ბამბით, მატყლითა და ჩითით მოვაჭრეთა ქუჩა (ბაზაზხანა) და „მანთაშევის რიგები“
საუკუნეების წინათ ტფილისში, ვაჭრებისა და ხელოსნების საქმიანობიდან გამომდინარე, მთელი კვარტალები იღებდა სახელწოდებებს და ეს დასახელებები დღემდეა შემორჩენილი: ვერცხლის ქუჩა, ოქრომჭედლების ქუჩა, მღებავების ქუჩა, პურის მოედანი, ღვინის აღმართი, ბამბის რიგი, რკინის რიგი და სხვ.
მოდერნის სტილის ეს ნაგებობა, რომელიც შარდენისა და ბამბის რიგის ქუჩებს მიჯნავს, 1903 წელს ტფილისელმა არქიტექტორმა გაზაროზ სარქისიანმა ააშენა ვაჭარ მანთაშევის „სავაჭრო რიგისთვის“. ცნობილ და მდიდარ ტფილისელ მეწარმესა და პირველი გილდიის ვაჭარს ალექსანდრე მანთაშევს ტფილისში ქარვასლაც ჰქონდა - гостиный двор Манташева. მისი ამჟამინდელი მისამართია კ. აფხაზის ქ. №22-24.