„გოფილექტის ბაღი“, „ოფიცერთა სახლი“, „გოსკინპრომი“ - სახელწოდებები, რომლებიც ჯერ კიდევ ახსოვთ თბილისელებს

ერთი რაკურსით

21 იანვარი 16:00, 2016 წელი

„ოფიცერთა სახლი“ 1916 წელს აშენდა „ტფილისის კრუჟოკისთვის“. მის სარდაფში არტისტული კაფე „არგონავტთა ნავი“ დიდმა მხატვრებმა - კირილე ზდანევიჩმა, ლადო გუდიაშვილმა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვმა მოხატეს, მე-3 სართულზე ულამაზესი კარიატიდები კი ქართველი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის შესრულებულია...

ყოფილი რკინიგზელთა სახლი, ამჟამად საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობა
აგებულია 1950 წელს. ნაგებობის ავტორია თბილისელი არქიტექტორი გაბრიელ ტერ-მიქელოვი (მისივე აგებულია რუსთაველის პროსპექტზე ყოფილი სასტუმრო „Hôtel Majestic“, ამჟამად - სასტუმრო „თბილისი მარიოტი“). მუსიკალური ცენტრის წინ მცირე მოედანზე ცნობილი ქართველი ხელოვანის ჯანო ბაგრატიონის ბიუსტი დგას. ნაგებობის გვერდით მდებარეობს ყოფილ „გოფილექტის“ ბაღში შესასვლელი. ეს ბაღი, რომელსაც სახელწოდება დაერქვა „გოსუდარსტვენნაია ფილარმონიადან“, XX საუკუნეში თბილისელთა საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო, სადაც ზაფხულის სეზონზე ღია ცის ქვეშ კონცერტები იმართებოდა.



ინოეატრი რუსთაველი
ამ ადგილას  1820-იან წლებში ჰაუპტვახტის შენობა იდგა, რომელიც 1917 წლის რევოლუციამდე უდისციპლინო ჯარისკაცებისთვის იყო განკუთვნილი. იქვე იყო კალოუბნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. 1936 წელს, ბერიას ინიციატივით, ეკლესია და ჰაუპტვახტი დაანგრიეს და 4-სართულიანი კინოთეატრი ააშენეს. „რუსთაველი“ 1939 წლის 26 თებერვალს გაიხსნა.



რუსთაველის პროსპექტი. ლაღიძის წყლების შენობა
ეს შენობა XIX საუკუნის ბოლოს აიგო. შენობა ვინმე სტეპანოვს ეკუთვნოდა. იმ პერიოდში ტფილისში ძალიან მომრავლდა ევროპული ყაიდის სასტუმროები და ამ შენობაშიც სასტუმრო „მეტროპოლი“ მდებარეობდა. მაშინ მისი მისამართი იყო ალექსეი კრუზენშტერნის #4. სასტუმრო XX საუკუნის დასაწყისში დაიხურა. 1906 წელს შენობის პირველ სართულზე მიტროფანე ლაღიძემ გახსნა თავისი ცნობილი მაღაზია - „ლაღიძის წყლები“. 1990 წელს ქუჩას მ. ლაღიძის სახელი უწოდეს.



„ოფიცერთა სახლი“
„ოფიცერთა სახლის“ სახელით ცნობილი შენობა შოთა რუსთაველის გამზირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობაა. ის რუსთაველის გამზირისა და ბესიკის ქუჩის კუთხეში მდებარეობს. დიდი ზომის სამსართულიანი ნაგებობა 1916 წელს აშენდა ცნობილი არქიტექტორის დავით ჩისლიევის პროექტით (ამავე ავტორს ეკუთვნის რუსთაველის გამზირზე აგებული „ზარია ვოსტოკას“ შენობა).
თავდაპირველად შენობაში თბილისის საარტისტო წრე - „ტფილისის კრუჟოკი“ იყო განთავსებული, სარდაფში კი - არტისტული კაფე „არგონავტთა ნავი“. კაფე XX საუკუნის ცნობილმა მხატვრებმა - კირილე ზდანევიჩმა, ლადო გუდიაშვილმა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვმა მოხატეს. ამჟამად ფრესკების მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია შემორჩენილი. განსაკუთრებულია კუთხის ფასადი. ორ სართულად განლაგებული ლოჯიები მძლავრი სვეტებითა და კარიატიდებით იქცევს ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ კარიატიდები (შენობის კოჭების საყრდენი ქალის ქანდაკებები) გამოჩენილი ქართველი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის შესრულებულია.



კინოსტუდიის შენობა
აგებულია 1930 წელს. შენობის ავტორია ქართველი არქიტექტორი და პედაგოგი მიხეილ ბუზოღლი (დაიბადა1879 წ. სოხუმში). კინოსტუდიას 1923 წლიდან საქართველოს „სახკინმრეწვი“ (Госкинпром) ეწოდებოდა. თბილისელების ძველი თაობა ამ ტერიტორიას დღემდე „გოსკიმპრომად“ მოიხსენიებს. 1953 წლიდან კი ამჟამინდელი სახელი - „ქართული ფილმი“ ეწოდა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?