ერთი სამუშაო დღე თბილისის მერიის ცხოველთა თავშესაფარში

ერთი სამუშაო დღე

3 აგვისტო 18:00, 2017 წელი

თბილისის მერიის ცხოველთა თავშესაფარი 2015 წლიდან ფუნქციონირებს. თურმე, ამ ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლები სპონტანურად წლების წინათაც იყრიდნენ თავს, დღეს კი აქ მათთვის საგანგებო გარემოა შექმნილი. ერთად ვნახოთ, როგორია ეს გარემო...

ეზოში თავშესაფრის უფროსი, ბატონი რომან ჭელიძე გვხვდება. მომსახურე პერსონალი დილის 10 საათიდან ვოლიერებს ასუფთავებს და დეზინფექციას ატარებს. თავშესაფარში სიმშვიდეს ჩვენი სტუმრობა არღვევს და ძაღლების უმრავლესობა ყეფას იწყებს.



31 ივლისის მონაცემებით, თავშესაფარში 104-მდე ცხოველი მხვდება, თუმცა მათი რიცხვი ყოველდღიურად იცვლება. ქუჩის ძაღლები აქ დიდხანს არ რჩებიან. სტერილიზებულ-კასტრირებულები ხშირ შემთხვევაში ძველ გარემოს უბრუნდებიან, თუმცა იშვიათად, როცა მსურველია, მათი გაჩუქებაც ხდება.
ცხოველი თავშესაფარში იმ შემთხვევაში რჩება, თუ ის ადამიანისთვის საშიში დაავადების მატარებელია.


თავშესაფარში, მეტისებთან ერთად, ჯიშიან ძაღლებსაც ვხედავ. დაკარგული ჰასკი, გერმანული ნაგაზი, ორი დალმატინელი და ლაბრადორები ჯერ კიდევ პატრონების მოლოდინში არიან.

თავშესაფარმა ჩვენი სტუმრობის დროს, ჯერ კიდევ დღის 12:00 საათისთვის, მოქალაქეებისგან უკვე 18 გამოძახება მიიღო. ქუჩიდან შემოყვანილ ძაღლებს, და იშვიათ შემთხვევაში კატებსაც, ე.წ. საკარანტინო ვოლიერში სვამენ და ანალიზებს უღებენ. ეს ყველაფერი სწორი მკურნალობის დაწყებისთვის სჭირდებათ.

ლაბორატორია, წინასაოპერაციო ბლოკი, საოპერაციო ოთახი, პროფესიონალი კინოლოგები - მერიის თავშესაფარში ცხოველთა მკურნალობისა თუ რეაბილიტაციისთვის ყველა პირობაა.

ვეტექიმები თბილისის სხვადასხვა უბნებიდან შემოყვანილ ძაღლებს საოპერაციოდ, კასტრაცია-სტერილიზაციისთვის ამზადებენ.


საოპერაციო მაგიდიდან მეტისი შეშინებული თვალებით მიყურებს. ექიმი იოსებ ბოჭორიშვილი მის დამშვიდებას ცდილობს. „სანამ ოპერაციას დავიწყებთ, ცხოველს ვეფერებით, ვამშვიდებთ. რა თქმა უნდა, პროცესი ანესთეზიით მიმდინარეობს. რეაბილიტაციისთვის 5 დღემდეა საჭირო, რის შემდეგაც ძაღლს ბუნებრივ არეალში ვაბრუნებთ“, - გვიხსნის ვეტექიმი და ოპერაციაც იწყება.




შემდეგი ეტაპი სარეაბილიტაციო ვოლიერია, სადაც ცხოველი ნარკოზიდან გამოდის. თავშესაფარში ჩემი სტუმრობის დღეს სტერილიზაცია-კასტრაციის 15 ოპერაცია ჩატარდა.

თავშესაფრის 78 ვოლიერში გადანაწილებულ ძაღლებს ვათვალიერებ. ამასობაში აგრილდა. კინოლოგებს ძაღლები სათითაოდ გამოჰყავთ სასეირნოდ.





აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანთან ურთიერთობა შეუძლებელია. მაგალითად, კავკასიური ნაგაზის ვოლიერთან მიახლოებასაც არ მირჩევენ. როგორც კინოლოგი სოფო ცისკარიშვილი მიხსნის, თავშესაფარში ის ყველაზე აგრესიულია და ვოლიერიდან მისი გამოყვანისგან თავს იკავებენ.

ამასობაში თავშესაფარში მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, თემურ ფხალაძეც მოდის, ტერიტორიას ჩვენთან ერთად ათვალიერებს და სტატისტიკას გვაცნობს.



„წელს მოსახლეობისგან 15 000-მდე შეტყობინება შემოვიდა და სააგენტომ შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა. სტერილიზაცია-კასტრაციის 2400-ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა. მოსახლეობას ხშირ შემთხვევაში ქუჩის ცხოველები აწუხებენ და გამოძახების მიზეზი, ძირითადად, უპატრონო, აგრესიული ან დაავადებული ძაღლია. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 24-საათიან რეჟიმში მუდმივ მზადყოფნაშია დახმარების აღმოსაჩენად, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ცხოველებისთვის“, - ამბობს თემურ ფხალაძე და ცხოველების მოყვარულთათვის სასიხარულო სიახლესაც გვიმხელს: „თავშესაფარში წელს ძაღლებისთვის სასეირნო ადგილის მოწყობას და მოქალაქეთა მისაღების აშენებასაც ვგეგმავთ“.

 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
კულინარია

ღუმელში გამომცხვარი ქათმის ბარკლები

როცა მთელი ოჯახი გყავთ გამოსაკვები და სადილის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, სცადეთ...
საკნატუნო ამბები

მილიონი მოწონება: ვარსკვლავების შიშველი ფოტოები ინსტაგრამზე: (+18)

კონფიდენციალურობა? არა, არ ვიცით! ეს ვარსკვლავები მოუღალავად ავრცელებენ საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოებს ინტერნეტსივრცეში. რას არ გააკეთებ, მილიონი „ლაიქისთვის?!“
დღის ჰოროსკოპი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

აირჩიეთ პეპელა და გაიგეთ, რა გიშლით ხელს ცხოვრებაში

როცა საკუთარ პრობლემებში გარკვევა გვიჭირს, დასახმარებლად ფსიქოლოგები მოდიან.
ამბები

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გამოაცხადა.
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა

15 აპრილს განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა.
საკნატუნო ამბები

ეფექტური ნიღბები, რომლებიც თმის ზრდას უწყობს ხელს

მართალია, ბუნებრივად ჯანსაღ და ლამაზ თმას არაფერი სჯობს, მაგრამ ყველაფრის შეცვლა შეიძლება, თუკი მზად ხართ, იმოქმედოთ!
საკნატუნო ამბები

დაქორწინებული კაცები უფრო დიდხანს ცოცხლობენ და... უკეთესი სექსი აქვთ

დაქორწინების თემა კაცების უმეტესობისთვის ისეთივე მტკივნეულია, როგორც კბილის ამოღება ანესთეზიის გარეშე. თანაც სხვადასხვა კვლევა ამტკიცებს, რომ ქორწინებას საკმარისად ბევრი უპირატესობა აქვს.
დღის ჰოროსკოპი

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?