კლინიკა Luxury cosmetics-ის ერთი სამუშაო დღე

ერთი სამუშაო დღე

24 აგვისტო 18:00, 2017 წელი

Funtime ამჯერად Luxury cosmetics-ს ესტუმრა. ჰოლში მომღიმარი ოფის-მენეჯერი თეო თაბუნიძე გვხვდება და თანამედროვე კოსმეტოლოგიის სამყაროში გიდობას გვიწევს...

ლიმფო-ლიფტინგი, სახის ღრმა წმენდა, მეზოთერაპია, მიმიკური ნაოჭებისა და აკნეს საწინააღმდეგო პროცედურა, ბიორევიტალიზაცია, ბიოსტიმულაცია, ფილერი, ოზონი, პლაზმო, სილამაზის სალონი...  ეს ის ადგილია, სადაც კოსმეტოლოგიაში არსებული ნებისმიერი თანამედროვე პროცედურა ტარდება. „ქალბატონებს 10 წლით თუ არა, 5 წლით მაინც ვაახალგაზრდავებთ. ასე რომ, მოსაცდელში გამუდმებით რიგია“, - მეუბნება თეო, რომელსაც 31 წლის პაციენტი კოსმეტოლოგ სოფიო მხეიძის კაბინეტში შეჰყავს. აქ გარუჯულ სახის კანს ღრმა დატენიანებისთვის ამზადებენ.
„კანს კერატინს ვხსნით და გარე უჯრედების აშრევებას ვაკეთებთ, რაც ერთი საათი გაგრძელება“, - გვიხსნის სოფიო და პაციენტს რჩევასაც აძლევს: „ამ ეტაპზე სახის კანის გადასარევი სტრუქტურა გაქვთ, თუმცა გარუჯულ კანს დატენიანება აუცილებლად სჭირდება. თქვენი ასაკიდან გამომდინარე კი, პლაზმო-ლიფტინგიც არ იქნება ურიგო, რაც ფორებს შეავიწროებს და მცირე პრობლემებსაც დაარეგულირებს“.

ამასობაში Luxury cosmetics-ში მომღერალი ნუცა ბუზალაძეც მოდის. „ეს ის ადგილია, სადაც სისტემატურად დავდივარ. დღეს ბიოეპილაციაზე მოვედი, თუმცა თმასაც და ფრჩხილებსაც აქ ვიწესრიგებ“, - გვიმხელს ნუცა.

Luxury Cosmetics ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ბრენდ Loovir-ის პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი. ამ უკანასკნელს ქალბატონებმა ნდობა რომ გამოუცხადეს, ამაში თავადაც დავრწმუნდი.

ესთეტიკური ცენტრის დირექტორი ნუცა ერაძე ყველა პროცესში აქტიურადაა ჩართული. „აქ პირველი ვიზიტი უფასოა. ცდიან ჩვენ მიერ შემოტანილ ექსკლუზიურ პროდუქციას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, გახდებიან თუ არა ჩვენი ერთგული მომხმარებლები. ხშირ შემთხვევაში ისინი კლინიკაში რჩებიან. ერთ ეტაპზე არასდროს ვჩერდებით. 2017 წლის სიახლე კი ოქსიფიტოჯენის ფორმულა - ჟანგბადოვანი აპარატურაა“, - გვიხსნის ნუცა და იმასაც აღნიშნავს, რომ Luxury Cosmetics ნიჭიერ ადამიანებს ყოველთვის ასაქმებს.

კლინიკას მომღერალი ბაბი კირკიტაძეც აკითხავს და კოსმეტოლოგ ნათია ჩანადირის ოთახში შედის. „Luxury Cosmetics ხარისხს არასდროს ღალატობს, ამიტომ აქ ხშირად დავდივარ. დღეს ოქსოთერაპიისთვის მოვედი. ჟანგბადით სახის გამოკვება ჩემი უსაყვარლესი პროცედურაა“, - ამბობს ბაბი და პროცედურას იწყებს.

ამასობაში კლინიკის სამუშაო დღე დასასრულს უახლოვდება. ბაბი დღეისთვის ბოლო პაციენტი იყო. მარკეტინგის მენეჯერები და დირექტორი კაბინეტში მომდევნო დღის დასაგეგმად იკრიბებიან...

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
კულინარია

ღუმელში გამომცხვარი ქათმის ბარკლები

როცა მთელი ოჯახი გყავთ გამოსაკვები და სადილის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, სცადეთ...
საკნატუნო ამბები

მილიონი მოწონება: ვარსკვლავების შიშველი ფოტოები ინსტაგრამზე: (+18)

კონფიდენციალურობა? არა, არ ვიცით! ეს ვარსკვლავები მოუღალავად ავრცელებენ საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოებს ინტერნეტსივრცეში. რას არ გააკეთებ, მილიონი „ლაიქისთვის?!“
დღის ჰოროსკოპი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

აირჩიეთ პეპელა და გაიგეთ, რა გიშლით ხელს ცხოვრებაში

როცა საკუთარ პრობლემებში გარკვევა გვიჭირს, დასახმარებლად ფსიქოლოგები მოდიან.
ამბები

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გამოაცხადა.
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა

15 აპრილს განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა.
საკნატუნო ამბები

ეფექტური ნიღბები, რომლებიც თმის ზრდას უწყობს ხელს

მართალია, ბუნებრივად ჯანსაღ და ლამაზ თმას არაფერი სჯობს, მაგრამ ყველაფრის შეცვლა შეიძლება, თუკი მზად ხართ, იმოქმედოთ!
საკნატუნო ამბები

დაქორწინებული კაცები უფრო დიდხანს ცოცხლობენ და... უკეთესი სექსი აქვთ

დაქორწინების თემა კაცების უმეტესობისთვის ისეთივე მტკივნეულია, როგორც კბილის ამოღება ანესთეზიის გარეშე. თანაც სხვადასხვა კვლევა ამტკიცებს, რომ ქორწინებას საკმარისად ბევრი უპირატესობა აქვს.
დღის ჰოროსკოპი

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?