გემრიელი „პიკნიკი“ ნატუკა გულისაშვილთან ერთად

ერთი სამუშაო დღე

14 სექტემბერი 18:00, 2017 წელი

ტელეკომპანია „იბერიაზე“ ახალი გადაცემა იღებს სტარტს. „პიკნიკი“, მსახიობ ნატუკა გულისაშვილთან ერთად, არაერთ რჩევასა თუ კულინარიულ რეცეპტს მოგაწვდით. Funtime-მა ერთი სამუშაო დღე ამჯერად „პიკნიკის” გადამღებ ჯგუფთან ერთად გაატარა.

სანამ გადაცემის წამყვანი და მისი სტუმრები, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი და ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია მოვლენ, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში ოპერატორები და რეჟისორი კადრისთვის ადგილს არჩევენ.


გადაცემის პროდიუსერი ნონა დათეშიძე სპონსორების მიერ მოწოდებული პროდუქტით სუფრას შლის და თან ახალ გადაცემაზე გვიყვება:




„ვირტუალური ურთიერთობები ცოტა ხნით დავივიწყოთ, მეგობრები პიკნიკზე დავპატიჟოთ და მათთან ერთად გემრიელი შაბათ-კვირა გავატაროთ. სად და რამდენად მინიმალური დანახარჯით შეიძლება ასეთი დღეების მოწყობა, ამას გადაცემაში გიამბობთ. „პიკნიკი“ გაჩვენებთ, როგორ ფუსფუსებენ ცნობილები, როგორ ურთიერთობენ მეგობრებთან და საერთოდ, კადრს მიღმა როგორები არიან“, - გვეუბნება ნონა და გადაცემის სტუმრებს ხვდება.


მიხეილ ცაგარელს გადაცემისთვის მოტანილ ჭურჭელზე ვეკითხები.




„სამფეხა ფენ-შუის ბაყაყი ფულის სიმბოლოა, რაც სახლში აუცილებლად სიმდიდრის ზონაში უნდა განთავსდეს - სამხრეთ-აღმოსავლეთით. ჭურჭელი ე.წ. ოჯახისა და ადამიანის აურის დამცავი საშუალებაა. აღმოსავლური ზარი სახლში დაბრუნებულმა ყველა ადამიანმა უნდა გამოიყენოს. გადაცემის ჩაწერის დაწყების წინ, სუფრას ზარს ზემოდან ვატარებ. ზარის ვიბრაცია აურას ასუფთავებს,“ - განმარტავს ასტროლოგი.

სასწორი, კურო, ქალწული, მორიელი, კირჩხიბი, თხის რქა გამორჩეულად საუკეთესო კულინარები არიან, გვიყვება მიხეილ ცაგარელი და დასძენს: „კურო გახლავართ და ძალიან ცუდი კულინარი, თუმცა დიდი გურმანი ვარ“.


ამასობაში ნატუკა გულისაშვილიც გამოჩნდა. ის წინასწარ გვიმხელს, რომ გადაცემაში სტაფილოში, მაიონეზსა და სოკოში ჩათუთქულ ქათმის ფილეს მოამზადებს.





ნატუკა კერძის მზადებას შეუდგა. ფენშუისტი ეკატერინე კი სამზარეულოს ინვენტარის წყობასთან დაკავშირებულ რჩევებს გვიმხელს. კერძოდ, ონკანი და გაზქურა ერთმანეთს ანეიტრალებს და ბლოკავს. სხვა დანარჩენს გადაცემიდან შეიტყობთ.



ნატუკა კიტრით, მოხარშული კვერცხითა და მაიონეზით თინუსის პაშტეტსაც ამზადებს და მიხეილ ცაგარელისგან სასიამოვნო ინფორმაციასაც იგებს - გადაცემის დაწყების დღედ, 16 სექტემბერი და შაბათი ასტროლოგიურად სწორად შერჩეული ყოფილა.


კერძების მომზადება სრულდება. ახლა „პიკნიკის“ წამყვანი, თავისი სტუმრებით, ხალიჩაზე კალათდება. მიხეილ ცაგარელი სიმბოლურ ჭურჭელზე საუბრის დასრულებისთანავე გიტარას იღებს და იმ წლებს იხსენებს, როცა ჯგუფთან ერთად მუსიკალურ კარიერას იწყებდა. 



ამასობაში, გადაცემის ჩაწერაც სრულდება და წამყვანი ამ სიტყვებით გვემშვიდობება: „ადამიანებო, ცოტა ხანს ინტერნეტს თავი დავანებოთ, თუნდაც თბილისის სიახლოვეს მოვიწყოთ პიკნიკი და დღე მეგობრებთან ერთად გავატაროთ“. 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
კულინარია

ღუმელში გამომცხვარი ქათმის ბარკლები

როცა მთელი ოჯახი გყავთ გამოსაკვები და სადილის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, სცადეთ...
საკნატუნო ამბები

მილიონი მოწონება: ვარსკვლავების შიშველი ფოტოები ინსტაგრამზე: (+18)

კონფიდენციალურობა? არა, არ ვიცით! ეს ვარსკვლავები მოუღალავად ავრცელებენ საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოებს ინტერნეტსივრცეში. რას არ გააკეთებ, მილიონი „ლაიქისთვის?!“
დღის ჰოროსკოპი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

აირჩიეთ პეპელა და გაიგეთ, რა გიშლით ხელს ცხოვრებაში

როცა საკუთარ პრობლემებში გარკვევა გვიჭირს, დასახმარებლად ფსიქოლოგები მოდიან.
ამბები

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გამოაცხადა.
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა

15 აპრილს განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა.
საკნატუნო ამბები

ეფექტური ნიღბები, რომლებიც თმის ზრდას უწყობს ხელს

მართალია, ბუნებრივად ჯანსაღ და ლამაზ თმას არაფერი სჯობს, მაგრამ ყველაფრის შეცვლა შეიძლება, თუკი მზად ხართ, იმოქმედოთ!
საკნატუნო ამბები

დაქორწინებული კაცები უფრო დიდხანს ცოცხლობენ და... უკეთესი სექსი აქვთ

დაქორწინების თემა კაცების უმეტესობისთვის ისეთივე მტკივნეულია, როგორც კბილის ამოღება ანესთეზიის გარეშე. თანაც სხვადასხვა კვლევა ამტკიცებს, რომ ქორწინებას საკმარისად ბევრი უპირატესობა აქვს.
დღის ჰოროსკოპი

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?