ერთი სამუშაო დღე სტუდია „თელაში“

ერთი სამუშაო დღე

21 სექტემბერი 18:00, 2017 წელი

თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სტუდია „თელას“ მკითხველთან დიდი წარდგენა არ სჭირდება. დღეს Funtime სტუდიის ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს გაჩვენებთ.

კართან ინგლისური კოკერ-სპანიელი, ბოთე გვეგებება. ის უკვე წლებია, სტუდიის საქმიანობას თვალყურს ადევნებს. ამიტომ მისი აქ ყოფნა აღარავის აკვირვებს.


დარბაზში შესულებს თვალში გვხვდება კედელზე გაკრული დიდი ზომის პლაკატი. რატი გაჩეჩილაძისა და კარინა ლისენკოს წყვილი მსოფლიოს 50 მოცეკვავეს შორის მოხვდა. ეს კარგი ამბავი ქართველმა საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ შეიტყო, თუმცა ჩვენ უფრო ახალი მონაცემებს მოგაწვდით - წყვილი უკვე 45-ე ადგილზეა.


მოცეკვავე რეზიკო რობაქიძე 10 წლის ლიზი ხატიაშვილს „ჩა-ჩა-ჩა“-ს ასწავლის. „ამჟამად პრივატული გაკვეთილი მაქვს, რაც კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს“, - გვიხსნის რეზიკო და მომდევნო გაკვეთილისთვის, ამჯერად უკვე ჯგუფთან მუშაობისთვის ემზადება.


„თელას“ დამფუძნებლები, ლარისა და თენგიზ გაჩეჩილაძეები მუშაობის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.
ქალბატონი ლარისა დამწყები მოცეკვავეების ჯგუფში, პატარებთან და მათ მასწავლებელ იკა ფოლადიშვილთან ერთად, მეცადინეობას ელემენტარული ილეთებით იწყებს.
„ბავშვს ღიმილითა და კოცნით რომ დახვდები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოსამზადებელ ჯგუფში 25 ბავშვს ვამეცადინებთ. ჯერ სახალისო ცეკვებს ვასწავლით, მოგვიანებით კი სერიოზულ ცეკვაზეც გადავალთ“, - გვეუბნება ქალბატონი ლარისა და გაკვეთილის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მშობლებს ეძახის.


დარბაზში მოცეკვავე რეზიკო რობაქიძის დედა მაია ალავიძეც შემოდის. „ამჯერად შვილიშვილი მყავს მოყვანილი, 5 წლის ბარბარე. ამხელა გზის გავლა თავიდან მომიწევს“, - გვეუბნება მაია და შვილიშვილთან ერთად ცეკვას იწყებს.


მეცადინეობაში ყველა მშობელი ერთვება, ცეკვას მათთან ერთად იწყებენ, რაც პატარებისთვის კიდევ უფრო დიდი სტიმული და სახალისო პროცესია.


თენგიზ გაჩეჩილაძესთან კაბინეტში შევდივართ. ბატონი თენგიზი საქმეებშია ჩართული. მისი გეგმებით ჩვენც ვინტერესდებით. „ზღაპრული გეგმები მაქვს. დღეს ჩემს შვილს, რატი გაჩეჩილაძესა და მის მეწყვილეს კარინა ლისენკოს ზაგრებში ჩემპიონატზე ვგზავნით და იმედი გვაქვს, ქულებითა და სათანადო ადგილითაც ჩამოვლენ. დიდი სურვილი მაქვს, ამ ჩემპიონატით მსოფლიო რეიტინგში მე-40 ადგილიც ჩამოვიტოვოთ“, - ამბობს ბატონი თენგიზი და იმ პერიოდს იხსენებს, როცა „კავკასიის თასის“ ჩატარებაში აქტიურად იყო ჩართული. დღეს კი ამ ყველაფერს მისი უფროსი შვილი, ამჟამად უკვე სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტი გიგი გაჩეჩილაძე ხელმძღვანელობს.


ბატონი თენგიზის ოთახში „თელას“ აღსაზრდელების ჯილდოებსა და პლაკატებს უხვად ნახავთ, თუმცა ყველაზე დიდი სიხარულით შვილიშვილის, გიგის ვაჟის მაქსიმეს ფოტოს გვაჩვენებს.


დარბაზში მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძე შემოდის. რეზიკოსთან ერთად, მოსწავლეებთან მუშაობას იწყებს. „კონკურსის წინა დღეებში ვცდილობ, მაქსიმალურად დავისვენო. ამიტომ დღეს საკუთარ თავზე არ ვიმუშავებ. გაკვეთილს ჩავატარებ და რამდენიმე საათში ჩემპიონატზე გავემგზავრები. 45-ე ადგილზე უკვე ვართ და მინდა, მე-40-ს მივუახლოვდე. ამისთვის ყველანაირად მზად ვართ“, - გვეუბნება რატი და დღეისთვის ბოლო, მე-6 ჯგუფის მეცადინეობას „ჩა-ჩა-ჩა“-ს გახსენებით იწყებს.


„თელას“ სამუშაო დღე დასასრულს უახლოვდება. თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეები ოჯახის ოთხფეხა მეგობარ ბოთესთან ერთად გვაცილებენ.


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.