„იმედია, მიმიხვდებით, რისი თქმა მინდა...“

ერთი შედევრის ისტორია

13 აპრილი 20:00, 2017 წელი

„დავასრულე ან თითქმის დავასრულე „ქრისტე“. ახლა გავიტანთ ქვეყნის სამსჯავროზე და ყველა დორბლიან მაიმუნს შეეძლება მისკენ თითის გაშვერა და გაკრიტიკება“, - წერდა დიდი რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი ივანე კრამსკოი თავისი შედევრის შესახებ და ასეც მოხდა. რა თქმა უნდა, „ქრისტე უდაბნოში“ ბევრს სუნთქვას უკრავდა, მაგრამ ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც აღშფოთებული აკრიტიკებდა. საინტერესოა, რამ გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა და როგორ იქმნებოდა „ქრისტე უდაბნოში“?

სიუჟეტი
იორდანეში ნათლობის შემდეგ იესო უდაბნოში 40 დღე-ღამის განმავლობაში მარხულობდა. ამ ხნის მანძილზე მას, წყლის გარდა, არაფერი მიუღია. როდესაც შიმშილის გრძნობა ძალიან მოეძალა, მაცხოვარს ეშმაკი გამოეცხადა და მისი ცდუნება სამი რამით სცადა: შიმშილით (თუ ძე ხარ ღვთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ), ამპარტავნებით (თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენ გამო და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი) და რწმენით (ყოველივეს მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე).
იესო ზნეობრივი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, რით დასრულდა ეს ამბავი, ნახატი გვაიძულებს, განვიცადოთ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მაცხოვარი - შეძლებს ეშმაკი მის ცდუნებას, თუ ღმერთის ერთგული დარჩება?


კრამსკოის ნახატზე „ქრისტე უდაბნოში“ ასახულია საღამოს უდაბნო და ქვაზე ჩამომჯდარი, ადამიანთა ბედზე ჩაფიქრებული იესო. სურათზე იკითხება მოლოდინი ჯვარცმისა და აღდგომის მისტერიისა.
მხატვარს დიდებულად აქვს გადმოცემული ქრისტეს ადამიანური ბუნება: მოწყენა, დაღლა, მოლოდინი, ფიქრი და იმავდროულად, უზარმაზარი ღვთიური ენერგია სახეზე. ყურადღებას იპყრობს ქრისტეს ემოციური მდგომარეობა და მისი შინაგანი ბრძოლა - ის ხომ მარტო ღვთის ძე კი არა, ჩვეულებრივი ადამიანიც გახლავთ, რომელსაც ყოველდღე უწევს ბოროტსა და კეთილს შორის არჩევანის გაკეთება.

კრამსკოის ქრისტეს დახატვის სურვილი 10 წელი აწუხებდა. „მინდოდა, დამეხატა ღრმად ჩაფიქრებული ადამიანი, რომელიც ასეთ მდგომარეობაშია არა ქონების დაკარგვის ან ცხოვრებისეული წარუმატებლობის გამო, არამედ... არც კი შემიძლია გამოვთქვა... იმედია, მიმიხვდებით, რისი თქმა მინდა“, - წერდა კრამსკოი ნახატის ჩანაფიქრზე.

კონტექსტი


თავდაპირველად, ნახატი ვერტიკალური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქრისტეს ფიგურამ, რომლის ნატურად მხატვარს უბრალო გლეხი ჰყავდა, თითქმის მთელი ტილო დაიკავა და უდაბნოსთვის ადგილი აღარ დატოვა.
როცა მიხვდა, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყო, კრამსკოი ევროპაში გაემგზავრა. ვენაში, პარიზსა და ანტვერპენში ყოფნისას ყურადღებით ათვალიერებდა იმდროინდელი მხატვრების შემოქმედებას და „თავის ქრისტეს“ ეძებდა. 
მოგვიანებით, რეპინი იხსენებდა, რომ საკუთარ ჩანაფიქრზე საუბრისას, კრამსკოი იესოს ისე მოიხსენიებდა, როგორც კარგად ნაცნობ ადამიანს.


სურათის მეორე ვარიანტიდან მხატვარს სამი თვის განმავლობაში თავი არ აუღია. გამოფენაზე გატანამდე ტილო პაველ ტრეტიაკოვმა შეიძინა და მასში უზარმაზარი ფული გადაიხადა.


რაც შეეხება ეფექტს, რომელიც ტილომ საზოგადოებაზე მოახდინა, კრამსკოიმ ამაზე დაწერა: „ჩემმა ნახატმა უამრავი წინააღმდეგობრივი შეხედულება წარმოშვა. მართალი გითხრათ, სამ ადამიანსაც ვერ იპოვით, რომელიც ამ საკითხში ერთმანეთს ეთანხმება, თუმცა არავინ საუბრობს მთავარზე. არადა, „ქრისტე უდაბნოში“ პირველია, რაზეც სერიოზულად ვიმუშავე, ცრემლით და სისხლით ვხატე... ის მთლიანად ჩემი განცდებით შეიქმნა და მრავალწლიანი ძიების შედეგია“.

ავტორის ჩანაფიქრით, მომდევნო ნამუშევარი უნდა ყოფილიყო სურათი, რომელიც პილატე პონტოელის სასახლის ეზოში მდგარ იესოს და მის გარშემო შეკრებილ ადამიანებს ასახავდა. კრამსკოიმ ხუთი წელი იმუშავა ნახატზე, მაგრამ მისი დასრულება ვერ მოახერხა...
 
კრამსკოი 49 წლის ასაკში მოულოდნელად, აორტის ანევრიზმით გარდაიცვალა. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?