ბოსხის „ტკბობის ბაღი“ და ჯოჯოხეთისთვის შექმნილი მელოდია

ერთი შედევრის ისტორია

25 მაისი 20:00, 2017 წელი

ჰიერონიმუს ბოსხი - ნიდერანდელი ფერმწერი, რომელმაც ფანტასტიკისა და რეალობის შერწყმით, სრულიად განსხვავებული სამყარო შექმნა და ადამიანი, რომელიც იდუმალებით სავსე ნახატებით ცოდვას ებრძოდა.. ბოსხის შემოქმედებაზე საუბარი რთულია, რადგან მისი სურათების ორიგინალური სახელები არ ვიცით. არც ერთ ტილოს შექმნის თარიღი არ აწერია და ხელმოწერაც უფრო გამონაკლისია, ვიდრე მიღებული წესი.

ბოსხს არც ისე დიდი მემკვიდრეობა დარჩა - ოცდაათი ნახატი, თუმცა მხატვარს დიდება, ძირითადად, ტრიპტიქებმა (ბერძ. triptychos - სამად განლაგებული ხელოვნების ნაწარმოები) მოუტანეს, რომელთაგან ჩვენს დრომდე შვიდმა მოაღწია. მათ შორის ერთი „ტკბობის ბაღია“.

ხის პანელზე ზეთის საღებავებით, შესრულებული ტრიპტიქი „ტკბობისა ბაღი“ ანუ მიწიერ ცოდვათა სავანე, რომელზეც კაცობრიობის შექმნა და ცოდვის გაჩენა არის ასახული, აზრობრივი დატვირთვის, მრავალფეროვნებისა და პერსონაჟებისდახვეწილობის გამო, ბოსხის პროგრამულ ნამუშევრად მიიჩნევა. სურათს სახელწოდება ხელოვნებათმცოდნეებმა მიანიჭეს, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ ტრიპტიქის ცენტრალურ ნაწილში მიწიერ ტკბობათა სავანეა ასახული.


ტრიპტიქის მარცხენა პანელზე ედემის ბაღში პირველი ადამიანების შექმნა მოჩანს - მარტოობისგან დატანჯულ ადამს შემოქმედი ევას წარუდგენს.
სურათზე ვხედავთ სამოთხის უჩვეულო ფორმის პეიზაჟებსა და ეგზოტიკულ ცხოველებს, თუმცა ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე, რაც ღმერთის მდიდარი ფანტაზიისა და მის მიერ შექმნილი ცოცხალ არსებათა მრავალფეროვნების დასტურია.

როგორც ჩანს, ადამისა და ევას გაცნობის სცენა მხატვრის მიერ შემთხვევით არ არის შერჩეული. სიმბოლურად, ეს დასასრულის დასაწყისია, რადგან ქალმა ტაბუ დაარღვია და მამაკაცი აცდუნა.
შეცოდებისა გამო, ორივე მიწაზე გაამწესეს, სადაც განსაცდელის გარდა, მიწიერ ტკბობათა სავანეც ელოდათ.

სწორედ მიწიერ ტკბობათა ბაღია ასახული ცენტრალურ პანელზე, სადაც ჯოჯოხეთისთვის განწირული ადამიანები ცოდვას ეძლევიან. ბოსხი ცდილობს პანელზე ცოდვების  გამხრწნელი შედეგები ასახოს:
ალოეს ეკლები ადამიანის შიშველ სხეულს ჩხვლეტს, დაკეტილი ნიჟარა შეყვარებულ წყვილს თავის ტყვეებად აქცევს, ხოლო მრუშობის კოშკში მიმოფანტულ რქებს შორის მოტყუებულ ქმრებს სძინავთ.

მინის სფეროში მყოფი შეყვარებული წყვილები ერთმანეთს ესიყვარულებიან, მინის ზარი, რომელიც სამ ცოდვილს ეფარება, ჰოლანდიურ ანდაზას ჰგავს, რომელიც გვასწავლის, რომ მინისა და ბედნიერების არსებობა ხანმოკლეა.

ტრიპტიქის მარჯვენა პანელი, რომელსაც მუსიკალურ ჯოჯოხეთადაც მოიხსენიებენ, მეტყველებს, რომ ადამიანს, ადრე თუ გვიან, ყველა ცოდვისთვის მოეკითხება.
მრავალრიცხოვანი ინსტრუმენტების მელოდიებში ურჩხულები საწამებელ მანქანებს ამუშავებენ, სადაც ისინი იტანჯებიან, ვინც ცოტა ხნის წინ მიწიერ ტკბობათ ბაღში ერთობოდა.
სისხლიან ჯოჯოხეთში  ყოველდღიური ყოფის ჩვეულებრივი და უვნებელი ნივთები გიგანტურ მასშტაბებამდეა გაზრდილი და საწამებელ იარაღებად ქცეული, რაც საუკეთესოდ ასახავს ქაოსს, რომელიც ჯოჯოხეთში სუფევს.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ოკლაჰომას ქრისტიანული უნივერსიტეტისა სტუდენტმა ამალია ჰემრიკმა გაშიფრა და ფორტეპიანოზე გადაიტანა სურათის მარჯვენა კუთხეში, გიგანტური მანდოლინას ქვეშ მოყოლილი ცოდვილის სხეულზე გამოსახული ნოტები. მსახიობმა და კომპოზიტორმა უილიამ ესენზომ კი „ჯოჯოხეთური“ მუსიკისთვის სიტყვები დაწერა და არანჟირება შექმნა.

პანელის მეორე მხარეს სამყაროს შექმნის ისტორიაა ასახული.
„თავდაპირველად, ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. მიწა იყო უსახური და უდაბური. ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.“

კონტექსტი
მთავარი იდეა, რომელმაც მხოლოდ ტრიპტიქის სამივე ნაწილს და  ბოსხის მთლიან შემოქმედებას აერთიანებს, ცოდვის თემაა, რაც იმ დროის საერთო ტენდენცია გახლდათ.
ჩვეულებრივი ობივატელისთვის შურის, მრუშობისა და ნაყროვანების გარემოში უცოდველი ცხოვრება პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო. ადამიანები სცოდავდნენ და ღმერთის ეშინოდათ, ეშინოდათ და მაინც სცოდავდნენ და ღვთის სამსჯავროს მოლოდინში, სამყაროს დასასრულს ელოდნენ. ეკლესიაც გამუდმებით უფლის სასჯელზე საუბრობდა და „ცეცხლზე ნავთს ასხამდა“.

ბოსხის შემოქმედების დამახასიათებელი ნიშანია ფანტასტიკურისა და რეალურის შერწყმა. მისი სურათები სივრცობრივი და დეკორატიულია. სიურეალიზმის გამოჩენისთანავე, ბოსხის ნამუშევრები საცავებიდან დღის სინათლეზე ამოიტანეს, მტვერი მოაცილეს და მის ახლებურად გააზრებას შეუდგნენ.

სალვადორ დალიმ თავი ბოსხის  მემკვიდრედ გამოაცხადა. ნიდერლანდელი მხატვრის მოტივების მიმართ უდიდესმა ინტერესმა პიტერ ბრეიგელ უფროსის ნამუშევრების პოპულარობაც განაპირობა და ეს ტენდენცია ათწლეულების მანძილზე გაგრძელდა.

ბოსხის შემოქმედების აღქმა ფსიქოანალიზის გავლენით, მნიშვნელოვნად შეიცვალა. რა თქმა უნდა, როცა ქვეცნობიერის გათავისუფლებაზეა საუბარი, თემა ფროიდის გარეშე არ ჩაივლიდა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. ბოსხი თავის ნახატებს განსაკუთრებული ტექნიკით (a la prima) ქმნიდა ან სურათს წინასწარი ჩანახატებისა და ესკიზების გარეშე ხატავდა. ამის საშუალებას ბავშვობიდან გამომუშავებული ტექნიკა და გაწაფული ხელი აძლევდა, ამიტომ მისი ნახატების დასრულება ერთი სეანსით იყო შესაძებელი. ეს ტექნიკა განსაკუთრებით პოპულარული მოგვიანებით, იმპრესიონისტებში გახდა.

თანამედროვე ფსიქოლოგიას შეუძლია ახსნას, რატომ აქვთ ბოსხის ნამუშევრებს ასეთი საოცარი მიზიდულობა, მაგრამ ერთი რამ ვერაფრით გაურკვევია. ბოსხის სურათები სავსეა სიმბოლიზმით, ერეტიკოსობით და ალქიმიით, თუმცა რა კოდი ჩადო მხატვარმა ასეთ წინააღმდეგობრივ შეხამებაში, როგორც ჩანს, ვეღარასოდეს გავიგებთ.



მხატვრის ბედი
ჰიერონიმუს ბოსხი, დაახლოებით, 1450 წელს, ქალაქ ჰერტოგენბოსში, საგვარეულო მხატვრების ოჯახში დაიბადა. ძნელი სათქმელია, მხატვრობა თავად გადაწყვიტა თუ მშობლებმა ურჩიეს, მაგრამ ჩანს, რომ მასალებთან მუშაობა მამისგან, ბაბუისა და ძმებისგან ისწავლა. პირველი სამუშაო ღვთისმშობლის საძმოსთვის შეასრულა, რომლის წევრიც თავადაც გახლდათ.

მალე ბოსხისთვის ტილოს შეკვეთა მოდური გახდა და მის შემკვეთთა სიაში ისეთი სახელები გამოჩნდა, როგორიცაა ნიდერლანდების მმართველი, კასტილიის მეფე ფილიპე პირველი (ლამაზი), მისი და ანა ასტრიელი, ვენეციის კარდინალი დომენიკო გრიმანი და სხვ.
ეს ადამიანები ბოსხის ნამუშევრებში უზარმაზარ ფულს იხდიდნენ, ამიტომ მხატვრის თანამედროვეებმა ბოსხის სტილი აიტაცეს და მისი ნამუშევრების კოპირებას შეუდგნენ.
ამ სიტუაციის მიმართ მხატვრის დამოკიდებულება ფრიად საინტერესო გახლდათ. მას სრულიად არ ანაღვლებდა პლაგიატი, პირიქით, მათ ხშირად ადევნებდა თვალს  და მითითებებს აძლევდა. სავარაუდოდ, კიდეც ახარებდა, რომ იზრდებოდა იმ ნამუშევრების რიცხვი, რომლებიც უბრალო მოკვდავებს ცოდვისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდა. ზნეობრივი აღზრდა ბოსხისთვის copy-paste -ზე მნიშვნელოვანი იყო.

მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ ბოსხის  შემოქმედება ნათესავებს გაუნაწილა. ამჟამად, „ტკბობის ბაღი“ მადრიდში, პრადოს მუზეუმში ინახება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?