გსურთ, ბავშვობის მონატრებულ სამყაროში ფეხაკრეფით სიარული?!

ერთი შედევრის ისტორია

1 ივნისი 20:00, 2017 წელი

„მარტო ბავშვებმა იციან, რასაც დაეძებენ. ისინი თავს ევლებიან ჭინჭრის თოჯინას და ამიტომაა იგი მათთვის ასე ძვირფასი“, - ამბობს ანტუან სენტ ეგზიუპერის პატარა პრინცი. ფრანგი მწერლის თქმით, ჩვენ, ყველანი, ბავშვობიდან მოვდივართ, თუმცა ცხოვრების ორომტრიალსა და ძალაუფლებისკენ სწრაფვაში ეს სულ უფრო ნაკლებად გვახსენდება.

ადამიანებისთვის ბავშვობა ცხოვრების ყველაზე ლაღსა და უზრუნველ პერიოდს, რაღაც საოცრად ზღაპრულსა და იდილიურს უკავშირდება, თუმცა მისი არსი ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვთ.  

ქართველი მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრები ბავშვობის მონატრებულ სამყაროში ფეხაკრეფით სიარულს წააგავს, სადაც სიჩუმე საუბარზე უფრო მეტყველია, სადაც ბავშვობის იდილია და სიმყუდროვის შეგრძნება მნახველს ნოსტალგიურ განწყობას უქმნის.

ბუები და დათუნიები, პატარა ბალერინები, ბებიები და შვილიშვილები და ბევრი ანგელოზი - ეს ნინო ჩაკვეტაძის ზღაპრული სამყაროა, სადაც რაც შეიძლება დიდხანს გსურს დარჩენა.

მხატვრის საყვარელი თემა ბავშვის გულწრფელი თვალით დანახული სამყარო და ბავშვის შინაგანი ცხოვრებაა, სადაც ყველა ემოცია ნამდვილი და გულწრფელია.
„მგონია, რომ უბრალოდ შორეულ ბავშვობაში ჩავრჩი. პრინციპში, იქ კარგად ვგრძნობ თავს“, - ამბობს ნინო ჩაკვეტაძე თავის ერთ-ერთ ინტერვიუში და ქმნის სამყაროს, რომელშიც შურისა და ბოროტებისთვის ადგილი არ არის და მხოლოდ სითბო და სიყვარული იღვრება.

„მიმაჩნია, რომ ანგელოზები - ეს სიკეთეა. თუ ჩემს ნახატებს კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ ანგელოზები უბრალო ბავშვები არიან, რომლებსაც ფრთები აქვთ მიმაგრებული. ჰოდა მიმაჩნია, რომ ბავშვები ანგელოზები არიან“.

ნინო ჩაკვეტაძის სახით ბავშვებმა ყურადღებიანი მსმენელი და მაყურებელი შეიძინეს, რომელიც მათ დასახმარებლად მუდამ მზადაა.

2015 წელს ქართველი მხატვრის ზღაპრული სამყარო ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ მოინახულა. ნინო ჩაკვეტაძე პირველი ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევარი აპატურაის პირად კოლექციაში მოხვდა - ამიერიდან ნინო ჩაკვეტაძის ნახატი „გოგონა ჯემით“ აპატურაის საკუთრებაა.
„მე დიდი ხანია ვეტრფი მის ნამუშევრებს და სახლში ნინო ჩაკვეტაძის კალენდარიც კი მაქვს. ამიტომ მოხარული ვიყავი და სიურპრიზიც კი იყო ჩემთვის, რომ ქართველ მხატვარს აქ, გალერეაში, მის ოჯახში შევხვედროდი. მეამაყება, რომ ეს ნამუშევარი მიმაქვს და ჩემს სახლში დავკიდებ. ეს იქნება ქართველი მხატვრის პირველი ნამუშევარი, თუმცა საქართველოსთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, დიდი მადლობა“, - ბრძანა აპატურაიმ.

 

დღის ჰოროსკოპი

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვები

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - ჯანსაღი კვების ორი „დედოფალი“. დანარჩენი კომპონენტები კი მათ ნაზ სტრუქტურასა და დიდებულ გემოს უსვამს ხაზს.
საკნატუნო ამბები

GoPro პენისისთვის - ინტიმური ვიდეოკამერა (+18)

ლაივის ჩართვის ფუნქცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა, მსგავსი ფუნქცია იგეგმება. დაველოდოთ...  
დღის ჰოროსკოპი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ლეგენდარული ფილმები, რომლებიც ქალებმა გადაიღეს

რეჟისორობა დიდი ხანია აღარ მიიჩნევა მამაკაცურ პროფესიად. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უკვე საუკუნეა, გადაღებების პროცესს ხელმძღვანელობენ და საკულტო ფილმებს იღებენ.
ამბები

თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.
დღის ჰოროსკოპი

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა

ვარსკვლავებს ყოველდღიურად ასობით, იქნებ ათასობითაც, ფოტოს უღებენ, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ხვდება საზოგადოების yuradRebis centrSi.
საკნატუნო ამბები

კომბოსტო-ვაშლი-ფორთოხალი - საგაზაფხულო დიეტა

ზამთარში დაგროვილი კილოგრამების მოშორების სეზონი დაიწყო - დაიწყეთ გაზაფხული ახალი წონითა და შესანიშნავი ფორმებით.
საკნატუნო ამბები

6 პოზა მათთვის, ვისაც ძალიან ეზარება, მაგრამ სექსი უნდა

სექსის სურვილი ცეცხლს გიკიდებთ, მაგრამ ცოტა მაინც გეზარებათ, რადგან ხვალ ადრე უნდა ადგეთ. ლტოლვა კი არ გეშვებათ - ნაცნობი სიტუაციაა? ჰოდა, სპეციალურად თქვენთვის - 6 პოზა, პირობითი სახელით: „მინდა, მაგრამ მეზარება“.  
დღის ჰოროსკოპი

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?