მიხეილ ვრუბელის „ჩამომჯდარი დემონი“ - რატომ იპყრობდა ეს ავი სული მნახველის გულს?

ერთი შედევრის ისტორია

8 ივნისი 20:00, 2017 წელი

ამ დიდი რუსი მხატვრის გარშემო ლეგენდები მის სიცოცხლეშივე დაიბადა. მისი სულიერი აშლილობა დემონის ხატვას დაუკავშირეს. ამან მხატვრის მიმართ ინტერესი უფრო გააღვივა. ბევრმა სწორედ მაშინ აღმოაჩინა მისი ნიჭი. საერთოდ, ვრუბელს ერთი ნახვით არავინ აღიარებდა, თითქოს მისი ნახატები თანდათან იპყრობდა მნახველის სულს, გულსა და გონებას...

სიუჟეტი
„წინა თვიდან მოყოლებული, დემონს ვხატავ. უფრო სწორად, მონუმენტურ დემონს კი არა, რომლის შექმნასაც მომავალში ვაპირებ, არამედ „დემონურს“. მზის ჩასვლის ფონზე, ახალგაზრდა, ნახევრად შიშველი ფრთოსანი მოწყენილი და ჩაფიქრებული გაჰყურებს აყვავებულ მინდორს, საიდანაც მისკენ ყვავილებიანი ტოტები იწევენ“, - სწერდა ვრუბელი თავის დას.

ვრუბელის დემონი ადამიანის სულის შინაგანი ჭიდილისა და ეჭვების გამოხატულებაა. მისი გაფართოებული თვალები  განგაშით სავსეა და მნახველს ისეთი განცდა რჩება, თითქოს სურათის ჩარჩოში დემონი თავს დატყვევებულად გრძნობს.

როგორც თავად მხატვარი ამბობდა: „დემონი ავზე მეტად, ტანჯული და სევდიანი სულია“.

დემონისა თემა ვრუბელის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. მხატვრის აზრით, დემონები მითიური არსებები არიან, რომლებსაც დარდი და მწუხარება შეუძლიათ და იმქვეყნიური ცხოვრების მაცნეებად გვევლინებიან.
„ჩამომჯდარი დემონის“ შემდეგ მხატვარმა მთელი დემონიადა შექმნა. თუ პირველი დემონი ახალგაზრდაა, ძლიერი და მძლავრი ფრთები აქვს, უკანასკნელი, მე-13 უკვე „დაცემული დემონია“ სრულიად ძალაგამოცლილი, ბუმბულებად აშლილი ფრთებით.
 
კონტექსტი
ტრიპტიქის შექმნის დროს, ვრუბელი ჯანმრთელი იყო, თუმცა ახლობლების თქმით, ძალიან გაღიზიანებული ჩანდა. „ყველა ახლობელი და ნაცნობი ამჩნევდა, რომ მის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა, თუმცა აზრიანად მეტყველებდა, ყველას ცნობდა და ყველაფერი ახსოვდა. უბრალოდ, ადამიანებთან უფრო თავდაჯერებული გახდა და პირდაპირობას აღარ ერიდებოდა“, - სწერდა მხატვრის ცოლი ელენა ზაბელა თავის დას.

ვრუბელს სურდა, როგორც თვითონ წერდა, დემონში გადმოეცა იდუმალი ძალა, ადამიანზე აღმატებული. ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, ვრუბელის დემონი მეამბოხე ტიტანების შთამომავალია. მისი დემონის შინაარსი ორმაგია: ერთი მხრივ, მასში წარმოჩენილია ადამიანის სულის დიდებულება, ვერანაირ ზღუდეს, აკრძალვას რომ ვერ ეგუება შემეცნებისა და თავისუფლების გზაზე, მეორე მხრივ კი, ეს არის უსაზღვროდ ამაყი პიროვნება, რომელიც გაურბის მარტოობას, სიცივეს, სიცარიელეს.

მხატვრის ბედი
იგი 1856 წელს დაიბადა ომსკში, რუსი სამხედრო მოსამსახურის ოჯახში; ხელოვნების სიყვარული ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა, ყველაფერს ერჩია განმარტოება და ფანქრით თავისი ფანტაზიების ხატვა. მერეც, როცა სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, გასაოცარი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, 10-12 საათის განმავლობაში თავაუღებლად ხატავდა. განსაკუთრებით ნატურიდან ხატვა უყვარდა. თანამედროვე მხატვრები არ მოსწონდა, ზედაპირულებად მიიჩნევდა. ხატვისას უდიდეს ყურადღებას დეტალებს აქცევდა. აკვარელის გაკვეთილებს გამოჩენილი მხატვარი ილია რეპინი უტარებდა. ვრუბელს მისი გავლენაც ჰქონდა, მაგრამ მალე დაძლია.
ჯერ კიდევ სტუდენტს საპასუხისმგებლო საქმე ანდეს - კიევში, წმინდა კირილეს მონასტერში ბიზანტიური ხატები აღადგინა და თვითონაც შეასრულა რამდენიმე ორიგინალური ფრესკა. ბიზანტიურმა ფერწერამ გაიტაცა და მის ტილოებზეც აისახა ეს სიყვარული.
სწორედ აქ მოინახულა მიხეილი მამამ - ალექსანდრე ვრუბელმა და შვილის ცხოვრების წესით გაოგნებული დარჩა: „არც თბილი საბანი, არც პალტო და არც ტანისამოსი, გარდა იმისა, რაც ტანზე ეცვა. ცრემლებამდე მტკივნეული იყო მისი ამ მდგომარეობაში ნახვა“, - წერდა ის მოგვიანებით. 
შვილის მდგომარეობით შეშფოთებულ მშობელს „დემონის“ თავდაპირველი ვარიანტის ხილვამ თავზარი დასცა. ცნობისთვის, ვრუბელმა ეს და კიევში შექმნილი სხვა ნახატები ერთიანად გაანადგურა.


1900 წელს მხატვარმა მომღერალი ნადეჟდა ზაბელა გაიცნო და ლამის გაცნობის დღესვე ხელი სთხოვა. წყვილს 1901 წელს ვაჟი შეეძინა. პატარა კურდღლის ტუჩით და სუსტი ჯანმრთელობით დაიბადა, რასაც მამა მძიმედ განიცდიდა, დედამ კი ოჯახის ცხოვრების სტილი მკვეთრად შეცვალა. ზაბელამ უარი თქვა მომვლელი ქალის აყვანაზე და შვილის გამო სცენა დროებით მიატოვა. ცოლ-შვილის სარჩენად ვრუბელს ჩვეული 3-4 საათის ნაცვლად, დღეში 14-საათიანი მუშაობა უწევდა.

შვილზე დარდს გადაღლა დაემატა, რამაც მხატვარი სულიერ აშლილობამდე მიიყვანა. ვრუბელის ავადმყოფობის ცნობამ ყველა გაზეთი მოიარა. ამ ავადობაზე ლეგენდები დაიბადა, მისი შეშლილობა დემონების ხატვას დაუკავშირეს. ამან მის მიმართ ინტერესი უფრო გააღვივა. ბევრმა სწორედ მაშინ აღმოაჩინა მისი ნიჭი. საერთოდ, ვრუბელს ერთი ნახვით არავინ აღიარებდა, თითქოს მისი ნახატები თანდათან იპყრობდა მნახველის სულს, გულსა და გონებას. ვრუბელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც განაგრძობდა ხატვას.

1902 წელს მხატვრის მხარდასაჭერად, მისი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მიუხედავად იმისა, რომ ვრუბელის ნახატების მიმართ ძველებურად მწვავე კრიტიკა აღარ ისმოდა, მხატვრის გამოჯანმრთელების არავის, მათ შორის ექიმებსაც არ სჯეროდათ.
ნახევარი წლის შემდეგ მისი 2 წლის ვაჟიშვილი გარდაიცვალა. მხატვრის მდგომარეობა უზომოდ დამძიმდა, საკვების მიღებაზე უარი განაცხადა და შიმშილობა დაიწყო. ვრუბელი თვითგანადგურების მანიამ და ჰალუცინაციებმა შეიპყრო.

სიცოცხლის უკანასკნელი 4 წელი კლინიკაში გაატარა. მომვლელად და ჰყავდა, ცოლი კი პერიოდულად აკითხავდა. სიკვდილის წინ მან თავი მოიწესრიგა, იბანავა, ოდეკოლონი იპკურა და მომვლელ სანიტარს უთხრა: ნიკოლაი, საკმარისია აქ წოლა. მოდი აკადემიაში გავემგზავროთ.
მეორე დღეს მიხეილ ვრუბელის ნეშტი სამხატვრო აკადემიის დიდ დარბაზში ესვენა.

წყარო
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.