„ღამის გუშაგი“ - შედევრი, რომელმაც რემბრანდტს უბედურება მოუტანა

ერთი შედევრის ისტორია

22 ივნისი 20:00, 2017 წელი

ისტორიას ბევრი პროვოკაციული ტილო ახსოვს, რომლებსაც გაკიცხვის შემდეგ შედევრებად აღიარებდნენ, თუმცა რემბრანდტის მიერ 1642 წელს შექმნილ „ღამის გუშაგს“ განსაკუთრებული ბედი ერგო - მას არა მხოლოდ აკრიტიკებდნენ, არამედ მის განადგურებას ცდილობდნენ.

სურათს, რომელსაც „ღამის გუშაგის“ სახელით ვიცნობთ, თავდაპირველად სხვა სახელი ერქვა - „კაპიტან ფრანს ბანინგ კოკის და ლეიტენანტ ვილჰელმ ვან რეიტენბურგის მსროლელთა ასეულის გამოსვლა“.

დღეს საკუთარი გამოსახულების სურათზე აღბეჭდვისთვის წამიც საკმარისია, მე-17 საუკუნეში კი ამის გაკეთება მხატვრის დახმარების გარეშე შეუძლებელი იყო, ამიტომ ჰოლანდიელი ოსტატი შემკვეთების ნაკლებობას არ უჩიოდა.

თავისი შრომის საფასურად ის შემკვეთისგან 100 ოქროს გულდენს ითხოვდა, რაც იმ დროისთვის სოლიდური თანხა გახლდათ. ბუნებრივია, თანხის გადამხდელს სურდა, ტილოზე ღირსეულ და ლამაზ მამაკაცად წარმოეჩინათ, თუმცა ზოგჯერ, სამხედროებსა და მხატვარს, თანაც ისეთს, როგორიც რემბრანდტია, სილამაზის განსხვავებული აღქმა აქვთ.
 
სანამ უშუალოდ სურათის განხილვაზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ 1618-დან 1648 წლამდე ევროპაში ომი მძვინვარებდა. ამსტერდამის მოსახლეობა იძულებული იყო, საკუთარი სახლების დასაცავად, ხელში იარაღი აეღო.
1639 წელს ამსტერდამის დამცველმა მოხალისე მსროლელთა საზოგადოებამ, რომელშიც მდიდარი ბიურგერები შედიოდნენ, შთამომავლობისთვის საკუთარი სახეების აღბეჭდვა გადაწყვიტა და დახმარებისთვის რემბრანდტს მიმართა.
შემკვეთებს 18 ოფიცრის სააღლუმო პორტრეტი სურდათ, თუმცა იმედგაცრუებულები დარჩნენ, რადგან ხელში ჟანრული ტილო შერჩათ, რომელზეც  მოხალისე მუშკეტერების ნაცვლად, ქაოსურად მოძრავი 28 ადამიანი იყო გამოსახული. 

წინა პლანზე მყოფი ვან რეიტენბურგი ელვარე ოქროსფერ სამოსშია გამოწყობილი, მისგან ხელმარცხნივ მდგარი ბანინგ კოკი კი მთლიანად შავით მოსილი გახლავთ. რატომღაც, მეორე პირველზე ბევრად მაღალია და მისი ხელის ჩრდილი მეწყვილეს მუცლის ქვედა ნაწილში ეცემა.

რატომაა წინა პლანზე მხოლოდ სამი სილუეტი? ვინ არის „ზედმეტი“ 16 პერსონა? რატომ წააგავს შუქით განათებული გოგონა მხატვრის მომაკვდავ ცოლს სასკიას და რატომ ჰკიდია მას წელზე მკვდარი მამალი?

180 ასეთი კითხვა დათვალა ინგლისელმა რეჟისორმა პიტერ გრინუეიმ, რომელმაც რემბრანდტის ტილოს შესახებ ორი დეტექტიური ფილმი გადაიღო. ბუნებრივია, ყველა მათგანზე პასუხის გაცემას ვერ შევძლებთ, თუმცა შევეცდებით, რამდენიმე, მეტ-ნაკლებად სარწმუნო ვერსია შემოგთავაზოთ.

ერთ-ერთი ვერსიით, მოტივი რელიგიურია და ჰოლანდიელი პროტესტანტებისა და კათოლიკეების კავშირზე მეტყველებს.
შავებში ჩაცმული, მაღალი კაპიტანი ჰოლანდიელი პროტესტანტების ხელმძღვანელს განასახიერებს, რომელსაც ლეიტენანტის სახით, მხარს ლოიალური კათოლიკეები უჭერენ.
მკვდარი მამალი დამარცხებული მოწინააღმდეგის სიმბოლოა, ყვითელი ფერი კი გამარჯვებასთან ასოცირდება.

თუ კარგად დავაკვირდებით, სურათზე თავად მხატვარსაც აღმოვაჩენთ. ის მსროლელის მხრის ზემოდან იყურება და ცილინდრი ახურავს.
ხელოვნების ისტორიის პროფესორმა კეროლმა ივარაუდა, რომ რემბრანდტმა ხატვისას მიმდინარე მოვლენების კარნავალიზაცია მოახდინა და მოხალისეები, რომლებმაც ხეირიანად იარაღის ხმარებაც კი არ იცოდნენ, მასხრად აიგდო.

მნიშვნელოვანი მომენტი: ტილოს ზომიდან გამომდინარე (3,5х4,5 მეტრი) ფიგურები თითქმის ნატურალური სიმაღლისაა. ამგვარად, რემბრანდტი ქმნის ილუზიას, რომ პერსონაჟები მზად არიან, ტილოდან გადმოვიდნენ და მაყურებლებს შეუერთდნენ.

ტილოს სახელი „ღამის გუშაგი“ მე-19 საუკუნის ხელოვნებათმცოდნეებმა მოიფიქრეს, ვინაიდან ბნელი ფონის გამო მიიჩნიეს, რომ რემბრანდტმა ღამის სურათი შექმნა, თუმცა 1947 წელს ჩატარებული რესტავრაციის დროს გაირკვა, რომ ტილოზე ღამის კი არა, დღის გუშაგები არიან. უბრალოდ, რემბრანდტის ნამუშევარი რამდენჯერმე დაფარეს ლაქით, რის გამოც საგრძნობლად გამუქდა.

ამის გარდა, ტილო მე-18 საუკუნის დასაწყისიდან მე-19 საუკუნის დასაწყისამდე, ამსტერდამის რატუშის ერთ-ერთ დარბაზში, ბუხრის წინ ეკიდა და ჭვარტლის ფენამ დაფარა. საღებავი რომ არ დაეზიანებინათ, რესტავრატორებმა მუქი ლაქის ყველა ფენა არ მოხსნეს. ასე იქცა დღის გუშაგი ღამის გუშაგად.

ერთ-ერთი ვერსიით, ტილოს შექმნის მიზეზი (იმ დროისთვის ამგვარ ჯგუფურ სურათებს სხვა საზოგადოებებიც უკვეთდნენ) 1638 წელს მარიამ მედიჩის სტუმრობა გახდა.
ლუი XIII-ის ბრძანებით საფრანგეთიდან განდევნილ დედოფალს ამსტერდამში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და უამრავი სურათი აჩვენეს, რამაც სასიამოვნოდ გააოცა.

„ღამის გუშაგი“ ამსტერდამში, კლოვერინს დოლენის - ქალაქის მსროლელთა შტაბის მთავარ დარბაზში 1715 წლამდე ეკიდა, სანამ ამსტერდამის რატუშაში გადაიტანდნენ.
უზარმაზარი სურათი ახალ ადგილზე რომ მოეთავსებინათ, გვერდები ჩამოაჭრეს, რაც მე-18 საუკუნეში ჩვეულებრივი შემთხვევა გახლდათ (თეთრი ხაზებით ნაჩვენებია, რომელი ნაწილების ჩამოჭრა მოხდა 1715 წელს).
ამის შემდეგ, საომარი ვითარების კვალდაკვალ, სურათი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდათ, სანამ 1885 წელს ახალ მუზეუმში არ აღმოჩნდა, სადაც დღემდე კიდია.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ტილოს ამსტერდამის ჩრდილოეთით მდებარე კოშკში მალავდნენ.

მხატვრის ბედი
„ღამის გუშაგის“ შემდეგ რემბრანდტის ცხოვრება და პოპულარობა დაღმართისკენ წავიდა, თუმცა, ფაქტი, რომ ამაში ნახატია დამნაშავე, არ არსებობს.
მდიდარი პუბლიკა, რომელიც რემბრანდტთან პორტრეტისთვის რიგში იდგა, უცებ დაიღალა მუქი ტონებისგან და ნათელი ფერების, ლამაზი ცხოვრებისა და ფერხორციანი ქალების დანახვა მოუნდა.
ამის გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რემბრანდტთან კომერციული წარმატება ლეუვარდენის ბურგომისტრის ქალიშვილთან, სასკია ვან ეილენბიურხთან ქორწინების შემდეგ მოვიდა.
სასკიას ბიძაშვილი მხატვრის არტ-დილერი გახდა და მასთან ფულიანი შემკვეთები მოჰყავდა.
სამწუხარო გარემოებების გამო, სასკია 1642 წელს გარდაიცვალა. სწორედ მაშინ, როცა რემბრანდტმა „ღამის გუშაგზე“ მუშაობა დაასრულა. ამის შემდეგ, მხატვარს ცოლის მდიდარ ოჯახთან აღარაფერი აკავშირებდა. მან დაკარგა გავლენიანი მფარველები და შესაბამისად, პოპულარობა.

1642 წლის შემდეგ რემბრანდტის ცხოვრებაში ერთმანეთის მიყოლებით, სამწუხარო მოვლენები ხდება. არც ფული, არც დიდება, არც სამსახური. უკანასკნელი დარტყმა მისთვის შვილის სიკვდილი იყო.

გვიანი ნამუშევრები იშვიათი ბიბლიური სიუჟეტების მოტივებზეა შექმნილი, რომელთა ბიბლიასთან შესაბამისობაზე დღემდე თავს იმტვრევენ რემბრანდტის შემოქმედების მკვლევარები.
უკანასკნელი ნახატების თარიღები და მათი შექმნის გარემოებები საიდუმლოებითაა მოცული.
ბოლო დრომდე გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა რემბრანდტის ასლების რაოდენობაც.

რაც შეეხება „ღამის გუშაგს“, მისი თავგადასავლები ავტორის სიკვდილის მერეც გაგრძელდა.
1911 წელს საგამოფენო დარბაზში შესულმა მნახველმა მოულოდნელად, ჯიბიდან დანა ამოიღო და შედევრს დაუსვა. მაშინ ტილოს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, თუმცა 1975 წლის 14 სექტემბერს მეორე ინციდენტი მოხდა. ამჯერად შედევრს თავს დაესხა უმუშევრად დარჩენილი მასწავლებელი და ტილო დანით რამდენიმე ადგილზე გაჭრა.
რესტავრატორებს ქსოვილის აღდგენისთვის ოთხი წელი დაჭირდათ. საბოლოოდ, ზიანი ნულამდე დაიყვანეს. ახლა კვალის შემჩნევას მხოლოდ ახლოდან დაკვირვებით შეძლებთ, თუმცა, ასეთი ინციდენტების შემდეგ, დაცვა ტილოსთან მიახლოების უფლებას აღარავის აძლევს.
სხვათა შორის, თავდამსხმელმა ინციდენტიდან 6 თვის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1990 წელს მუზეუმში შედევრის დაზიანების კიდევ ერთი მსურველი გამოჩნდა, რომელმაც „ღამის გუშაგს“ მჟავა შეასხა. საბედნიეროდ, დაცვამ სწრაფი რეაგირება მოახერხა და ტილოს წყალი გადაავლო. მჟავამ მხოლოდ ლაქის გარე ფენა დააზიანა, რომლის აღდგენა ადვილად მოხერხდა.

წყარო
საკნატუნო ამბები

GoPro პენისისთვის - ინტიმური ვიდეოკამერა (+18)

ლაივის ჩართვის ფუნქცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა, მსგავსი ფუნქცია იგეგმება. დაველოდოთ...  
დღის ჰოროსკოპი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ლეგენდარული ფილმები, რომლებიც ქალებმა გადაიღეს

რეჟისორობა დიდი ხანია აღარ მიიჩნევა მამაკაცურ პროფესიად. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უკვე საუკუნეა, გადაღებების პროცესს ხელმძღვანელობენ და საკულტო ფილმებს იღებენ.
ამბები

თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.
დღის ჰოროსკოპი

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა

ვარსკვლავებს ყოველდღიურად ასობით, იქნებ ათასობითაც, ფოტოს უღებენ, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ხვდება საზოგადოების yuradRebis centrSi.
საკნატუნო ამბები

კომბოსტო-ვაშლი-ფორთოხალი - საგაზაფხულო დიეტა

ზამთარში დაგროვილი კილოგრამების მოშორების სეზონი დაიწყო - დაიწყეთ გაზაფხული ახალი წონითა და შესანიშნავი ფორმებით.
საკნატუნო ამბები

6 პოზა მათთვის, ვისაც ძალიან ეზარება, მაგრამ სექსი უნდა

სექსის სურვილი ცეცხლს გიკიდებთ, მაგრამ ცოტა მაინც გეზარებათ, რადგან ხვალ ადრე უნდა ადგეთ. ლტოლვა კი არ გეშვებათ - ნაცნობი სიტუაციაა? ჰოდა, სპეციალურად თქვენთვის - 6 პოზა, პირობითი სახელით: „მინდა, მაგრამ მეზარება“.  
დღის ჰოროსკოპი

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

თუ ქალის ადგილი „კუხნაშია“, მაშინ - მხოლოდ ასეთში!

კაშკაშა ფერები და კომფორტი - აქ ყველა ქალი იპოვის თავისი გემოვნების სამზარეულოს.
საკნატუნო ამბები

სექსპოზიტივი: რა არის ეს და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი?

სექსის ნაკლებობაზე ადამიანები ყველა დროში ჩიოდნენ, მაგრამ, თუკი დავფიქრდებით, ორმხრივი თანხმობით სექსი უსიამოვნო არასდროსაა! და ტაბუს გამო ეს თემა თანდათანობით უფრო მისაღებია ურთიერთობაში.