როგორ შეიქმნა პიკასოს 197 მილიონად შეფასებული შედევრი?

ერთი შედევრის ისტორია

29 ივნისი 20:00, 2017 წელი

1973 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა ადამიანი, რომლის სრული სახელი და გვარია პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუცენო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუიზი პიკასო, ანუ, უბრალოდ, პაბლო პიკასო - კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი, გავლენიანი და ძვირად ღირებული მხატვარი. 

„მინდა, რომ უბრალოდ, მაგრამ ფულით გამოტენილი ჯიბეებით ვიცხოვრო“, - ამბობდა პიკასო საკუთარ თავზე და ფული, მართლაც, „თავზე საყრელად“ ჰქონდა. მხატვრის სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც პიკასოს შედევრებში მილიონებს იხდიდნენ.
ვნახოთ, როგორ იქმნებოდა პიკასოს შემოქმედების ერთ-ერთი გამორჩეული სურათი და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ტილო „ალჟირელი ქალები“.

სიუჟეტი
„ალჟირელი ქალები“ ერთი სურათი არ გახლავთ. ზეთის საღებავებით შესრულებული ტილო 15 ნახატისგან შედგენილი ციკლის ნაწილია, რომელიც 1954-1955 წლებში შეიქმნა.
თავად პიკასო ამბობდა, რომ მისი შთაგონების წყარო ეჟენ დელაკრუას ნამუშევარი გახდა - 1834 წელს შესრულებული „ალჟირელი ქალები საკუთარ ბინაში“.

ამ ციკლის ყველა ვერსია, კომპოზიციის, პერსონაჟების რაოდენობისა და კოლორიტის მიხედვით, განსხვავებულია. ნაწილი ფერადია, ნაწილი - ერთფეროვანი. 15-ვე ნახატი კონცეპტუალურად რომ შეეკრა, მხატვარმა თითოეული ვარიაცია ასოებით დანომრა ა-დან ო-მდე და ყველაზე ძვირფასი უკანასკნელი - „ო“ ვერსია გამოუვიდა.
 
რაც შეეხება ფრანგ მხატვარს, რომლის სიუჟეტი ესპანელმა მაესტრომ გამოიყენა, დელაკრუამ თავისი ტილო 1832 წელს  ჩრდილოეთ აფრიკაში მოგზაურობის შთაბეჭდილებით შექმნა. აფრიკული სამყარო, რომელიც ფრანგი მხატვრის ფანტაზიებში მჩქეფარე, ფერადოვანი, და საზეიმო იყო, ჩუმი, პატრიარქალური და ყოველდღიურობის საზრუნავში ჩაფლული აღმოჩნდა.
დელაკრუაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჰარამხანამ მოახდინა. ფერად არაბულ სამოსში გამოწყობილი ჰარამხანის ბინადრები, რომლებიც მხატვარს უჩვეულოდ რომანტიკულ არსებებად წარმოედგინა, სრულიად ჩვეულებრივი ქალები აღმოჩნდნენ და სწორედ ასეთებად ასახა მხატვარმა ტილოზე.

აბსტრაქტულობის მიუხედავად, პიკასოს შედევრში პერსონაჟების პოზები, სიშიშვლის ხარისხი და სხეულის ცალკეულ ნაწილებზე ყურადღების ფიქსაცია უპრეცედენტოა! „დელაკრუას რომ ჩემი ნამუშევრები ენახა, ვეტყოდი - თქვენ რუბენსს ხატავდით, მაგრამ დელაკრუა გააკეთეთ. მე კი თქვენ გხატავდით და ასევე, რაღაც ჩემი გამომივიდა“.

კონტექსტი
პიკასომ დელაკრუას სურათის მიხედვით თავისუფალი ვარიაციების შექმნა 1954 წლის დეკემბერში დაიწყო. მას ეს დრო შემთხვევით არ შეურჩევია: რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა ფრანგი მხატვარი ანრი მატისი, რომელმაც თავისი ოდალისკებით (სულთნის ჰარამხანის ქალები) თანამედროვე ხელოვნებაში ორიენტალიზმის შემოტანას ჩაუყარა საფუძველი. „გარდაცვალებამდე მატისმა თავისი ოდალისკები მიანდერძა“, - ხუმრობდა პიკასო.

ესპანელი მაესტროს უცვლელი მოდელი მხატვრის უკანასკნელი ცოლი - 46 წლით უმცროსი ჟაკლინ პოკი გახლდათ. პიკასო ჰყვებოდა, რომ პირველივე შეხვედრისას შეძრა ქალის საოცარმა მსგავსებამ დელაკრუას სურათის მთავარ პერსონაჟთან (პროფილში მჯდარი შავთმიანი ქალი).
გარეგნული მსგავსების გარდა, მშვიდი და მორჩილი ხასიათით ჟაკლინი უფრო აღმოსავლელ ქალს ჰგავდა, ვიდრე დასავლელს. პიკასო თავდავიწყებით იყო შეყვარებული, მას თავის ქალბატონსა და მზეს ეძახდა.

მხატვრის ბედი
„ალჟირელი ქალების“ დასრულების შემდეგ, თანამედროვე ხელოვნების ცნობილმა კოლექციონერმა ვიქტორ ჰანცმა მთელი 15-სურათიანი ციკლი 212 000 დოლარად შეიძინა.
აქედან 11 ნამუშევარი კოლექციონერის სიცოცხლეშივე გაიყიდა, დანარჩენი ოთხი კი 1997 წელს აუქციონზე გაიტანეს. მაშინ „ალჟირელი ქალების“ „ო“ ვერსია 32 მილიონ დოლარად შეიძინეს.  

20 წლის შემდეგ პიკასოს შედევრი კვლავ აუქციონზე მოხვდა და რეკორდულ თანხად - 179 მილიონ დოლარად გაიყიდა.  

პაბლოსა და ჟაკლინის ერთობლივი ცხოვრება 20 წელი გაგრძელდა. აქედან 17 წელი პიკასო მხოლოდ უკანასკნელ მუზად ქცეულ ცოლს ხატავდა.
მხატვრის გარდაცვალებიდან 13 წლის შემდეგ ჟაკლინმა იმ პისტოლეტიდან გასროლით მოიკლა თავი, რომელიც ოდესღაც პიკასომ აჩუქა.

პაბლო პიკასომ ათი ათასობით ნამუშევარი დატოვა, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაზე. მისი სურათები მსოფლიო აუქციონებზე დღემდე რეკორდებს ხსნის.



 


„ალჟირელი ქალები“



 


ეჟენ დელაკრუა „ალჟირელი ქალები საკუთარ ბინაში“



 


ანრი მატისი „ოდალისკები“

წყარო
საკნატუნო ამბები

GoPro პენისისთვის - ინტიმური ვიდეოკამერა (+18)

ლაივის ჩართვის ფუნქცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა, მსგავსი ფუნქცია იგეგმება. დაველოდოთ...  
დღის ჰოროსკოპი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ლეგენდარული ფილმები, რომლებიც ქალებმა გადაიღეს

რეჟისორობა დიდი ხანია აღარ მიიჩნევა მამაკაცურ პროფესიად. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უკვე საუკუნეა, გადაღებების პროცესს ხელმძღვანელობენ და საკულტო ფილმებს იღებენ.
ამბები

თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.
დღის ჰოროსკოპი

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა

ვარსკვლავებს ყოველდღიურად ასობით, იქნებ ათასობითაც, ფოტოს უღებენ, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ხვდება საზოგადოების yuradRebis centrSi.
საკნატუნო ამბები

კომბოსტო-ვაშლი-ფორთოხალი - საგაზაფხულო დიეტა

ზამთარში დაგროვილი კილოგრამების მოშორების სეზონი დაიწყო - დაიწყეთ გაზაფხული ახალი წონითა და შესანიშნავი ფორმებით.
საკნატუნო ამბები

6 პოზა მათთვის, ვისაც ძალიან ეზარება, მაგრამ სექსი უნდა

სექსის სურვილი ცეცხლს გიკიდებთ, მაგრამ ცოტა მაინც გეზარებათ, რადგან ხვალ ადრე უნდა ადგეთ. ლტოლვა კი არ გეშვებათ - ნაცნობი სიტუაციაა? ჰოდა, სპეციალურად თქვენთვის - 6 პოზა, პირობითი სახელით: „მინდა, მაგრამ მეზარება“.  
დღის ჰოროსკოპი

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

თუ ქალის ადგილი „კუხნაშია“, მაშინ - მხოლოდ ასეთში!

კაშკაშა ფერები და კომფორტი - აქ ყველა ქალი იპოვის თავისი გემოვნების სამზარეულოს.
საკნატუნო ამბები

სექსპოზიტივი: რა არის ეს და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი?

სექსის ნაკლებობაზე ადამიანები ყველა დროში ჩიოდნენ, მაგრამ, თუკი დავფიქრდებით, ორმხრივი თანხმობით სექსი უსიამოვნო არასდროსაა! და ტაბუს გამო ეს თემა თანდათანობით უფრო მისაღებია ურთიერთობაში.