რა საიდუმლოს მალავს სალვადორ დალის „წმინდა ანტონის ცდუნება“?

ერთი შედევრის ისტორია

6 ივლისი 20:00, 2017 წელი

„გენიოსის ყოველდღიური ცხოვრება, მისი სიზმარი და საჭმლის მონელება, მისი ექსტაზები, ავადმყოფობა, მისი სიცოცხლე და სიკვდილი ძირფესვიანად განსხვავდება კაცობრიობის დანარჩენი ნაწილისგან“, - ამბობდა ესპანელი მხატვარი და გენიოსში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს გულისხმობდა. მის ტილოებზე აღბეჭდილი პროვოკაციული სახეები მხატვრის აღსარებაა, რომელსაც შეუძლია, ფერწერის ენით სერიოზულად გაგათამაშოთ. 

რა იმალება გენიოსი ესპანელის მიერ 1946 წელს შექმნილ ნახატში „წმინდა ანტონის ცდუნება“?


სიუჟეტი


დალისეული სიმბოლოების ლექსიკონის გარეშე, ტილო ჯადოსნური ფიგურების უცნაურ ნაკრებად გამოიყურება.
ტილოს მარცხენა, ქვედა კუთხეში წმინდა ანტონი მოჩანს, რომელიც ეშმაკის ცდუნებისგან თავს თავისი რწმენის სიმბოლოთი - ჯვრით იცავს.
რაც შეეხება ცდუნებებს: ყალყზე შემდგარი ცხენი სიამისმოყვარეობისა და უსასრულო ძლიერების სიმბოლოა, სპილოები  კი - ძალაუფლების. მათ შორის, პირველს ზურგზე სურვილების ფიალაში მდგარი შიშველი ქალი მოაქვს, მეორეს - ძველი რომის სკულპტორის ბერნინის ქმნილების მსგავსი ქანდაკება, მესამეს კი - პალადიოს სტილის არქიტექტურული კომპოზიცია.
უზარმაზარი ფიგურები ობობის უწვრილეს ფეხებს ეყრდნობიან, თითქოს სადაცაა წმინდანს თავზე დაეცემიან.

ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე უამრავ რამეს გეგმავს და მის პატივმოყვარეობას საზღვარი არ აქვს, ამიტომ მთელი ცხოვრება სურვილების უმძიმესი ტვირთი დააქვს.
ძვირფასეულობა და ოქროს ტაძრები, რომლებიც უწვრილესი ფეხების მქონე სპილოებს მოაქვთ, მიანიშნებს, რომ ადამიანის შესაძლებლობა უსაზღვრო არ არის და რაც უფრო მაღლიდან დაეცემი, მით უფრო მწარეა დაცემა.
მიიჩნევა, რომ ამ სურათმა დალის ხელოვნებაში ახალ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი, რადგან ერთმანეთს შეურწყა სპირიტუალიზმი, კლასიკური ფერწერა და ატომური ეპოქის სახეები.

კონტექსტი

წმინდა ანტონი მე-4 საუკუნის განდეგილი ბერი იყო, რომელმაც რწმენაში სიმტკიცე საზარელ ხედვებთან პირისპირ დარჩენისას დაამტკიცა. ჰალუცინაციები, რომლებიც ბერს გამუდმებით სტუმრობდნენ, როგორც წესი, მაცდური ქალის ან მრისხანე დემონის სახეს იღებდა. ადრეულ რენესანსში მხატვრებმა ეს ორი სახე რქოსანი ქალის სახეში გააერთიანეს, რათა მისი სატანური წარმოშობა შეეხსენებინათ.

წმინდა ანტონის ცდუნების თემაზე პირველად ნამუშევრები იტალიაში, ფრესკების სახით შეიქმნა. დაახლოებით, 1500 წელს ჰიერონიმუს ბოსხმა შექმნა ტრიპტიქი „წმინდა ანტონის ცდუნება“. 
ჩვეულებრივ, წმინდა ანტონს წვეროსან მოხუცად გამოსახავდნენ. მისი ისტორია შუა საუკუნეებში საკმაოდ პოპულარული გახლდათ, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა მიივიწყეს.

რისთვის დასჭირდა დალის მისი გახსენება?
ყველაფერი ძალიან მარტივია - იმიტომ, რომ ამერიკელი კინოპროდიუსერი ალბერტ ლევინი გი დე მოპასანის „ლამაზი მეგობრის“ მიხედვით, ფილმის გადაღებას აპირებდა და ცდუნების წინაშე მდგარი წმინდანის სახის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. 11-მა მხატვარმა და მათ შორის, დალიმ თავიანთი ვარიანტები წარმოადგინეს. საბოლოოდ სიურრეალისტ მაქს ერნსტის ტილომ გაიმარჯვა, თუმცა მარადისობაში სალვადონ დალის ნახატი მოხვდა.

წლების შემდეგ, დალის ტილოთი შთაგონებულმა ბრაზილიურმა სარეკლამო სააგენტომ „Leo Burnett Sao Paulo“, დალის ნახატის თანამედროვეობასთან ადაპტაცია მოახდინა.
ალეგორიულ კარიკატურაზე „პროცესიას“ მართლმსაჯულების ქალღმერთ თემიდად წარმოჩენილი ჯორჯ ვაშინგტონი (დოლარის სიმბოლო) მიუძღვის. მას მიხრწნილი ბიძია სემი, ანუ ამერიკული ეკონომიკა მოჰყვება. ბიძია სემს ტანზე აზის და კოღოსავით სისხლს სწოვს უსამა ბინ ლადენი. შემდეგ ჩინეთი და არაბული ქვეყნები მოდიან. კარიკატურის სლოგანია: ნუ დაიკარგებით უცნაური და გაუგებარი ინვესტიციების სამყაროში (Don’t be lost in the weird world of investment).

მხატვრის ბედი
სალვადორ დალის ბავშვობიდან საკუთარი განსაკუთრებულობის გრძნობა ჰქონდა და ყველანაირად ცდილობდა ამის დემონსტრირებას: გამუდმებით ჩხუბობდა, სკანდალებს აწყობდა. ერთი სიტყვით, ყველაფერს აკეთებდა, რათა ყურადღება მიექცია და ამას მშვენივრად ახერხებდა.

1914 წელს დალიმ მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში დაიწყო სწავლა, სადაც თავისი ექსცენტრიკული ქცევებით სახელი მალე გაითქვა.
ამის შემდეგ მადრიდში, სან-ფერნანდოს სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, თუმცა პედაგოგების მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულების გამო, 1926 წელს გარიცხეს.
საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920-იანი წლების ბოლოს პიკასოსა და ხიან მიროს ზეგავლენით საკუთარ ნამუშევრებს ქმნის.
ის თანდათან პოპულარული ხდება. დალი იმდენად შეპყრობილი იყო კომერციული წარმატებით, რომ ანდრე ბრეტონმა მას „Avida Dollars“ (დოლარებზე დახარბებული) შეარქვა.

1929 წელს ესპანელი მაესტრო თავის მომავალ მეუღლეს გალას (ელენა დიაკონოვა) შეხვდა. „ყველაზე საინტერესო მსოფლიოში მე და გალა ვართ. მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი - სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩემი და გალას ჩათვლით“, -ამბობდა დალი.

1981 წელს მხატვარი პარკინსონის დაავადებით დასნეულდა. 1982 წელს კი გალა გარდაიცვალა. ცოლის გარდაცვალების შემდეგ, დალი დეპრესიაში ჩავარდა. ავადმყოფი და თითქმის შეშლილი მოხუცის მოვლა ადვილი არ გახლდათ. ის ექთნებსა და მომვლელებს ყველაფერს ესროდა, რაც ხელში მოჰყვებოდა, კბენდა და ლანძღავდა მათ. რთული იყო იმის გაცნობიერება, რომ ფული და დიდება სიკვდილისგან ვერ იხსნიდა. 

სალვადორ დალი 1989 წლის 23 იანვარს, გულის შეტევით გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, ის კატალონიის ქალაქ ფიგერასში მდებარე თეატრ-მუზეუმის ერთ-ერთი ოთახის იატაკის ქვეშ დაასაფლავეს.

 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?