შედევრი, რომელმაც მისი დაუფლების ყველა მსურველი გაანადგურა

ერთი შედევრის ისტორია

20 ივლისი 20:00, 2017 წელი

მსოფლიოში უამრავ ხელოვნების ნიმუშს ახლავს მისტიკურობის შარავანდედი - ისინი, თითქოს, კლავენ ან ფსიქიკურ აშლილობებს იწვევენ... ველასკესის შედევრი შედარებით უწყინარია - მან ერთი მფლობელი „მოკლა“ და დანარჩენები პირწმინდად გააკოტრა.

უდიდესი ესპანელი რეალისტი მხატვრის დიეგო ველასკესის ნახატზე „ვენერა სარკის წინ“ (la venus del espejo) გამოსახულია ლოგინზე სანახევროდ მიწოლილი შიშველი ვენერა. ის სარკეში იხედება, რომელიც ამურს უჭირავს.
ქალის სახე ეჭვებით სავსე და ბუნდოვანია და ნორჩი, გრაციოზული ტანის ფონზე მობერებული ჩანს.

ერთი ვერსიით, ველასკესმა ახალგაზრდობასა და სიბერეს შორის კავშირი ასახა, მეორე ვერსიით, სარკე რეალურობასა და ფანტაზიების სამყაროს შორის ზღვარს ასახავს. მეტიც, სარკე სახეს ისე არ ირეკლავს, როგორც სინამდვილეშია და ეს, რა თქმა უნდა, მხატვრის ხრიკია.

ტილოს შექმნის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის 1647-სა და 1651 წლებს შორის შეიქმნა.
ასევე, სავარაუდოდ, ველასკესმა, რომელსაც ედუარდ მანე „მხატვართა მხატვარს“ უწოდებდა, „ვენერა სარკის წინ“ იტალიაში ვიზიტის დროს შექმნა, რადგან ესპანეთის ინკვიზიცია შიშველი ქალის სხეულის ასახვას სასტიკად კრძალავდა. მიიჩნევა, რომ იტალიელი „ვენერებისგან“ განსხვავებით, ველასკესის „ვენერა“ მაყურებლისკენ ზურგშექცეული სწორედ ესპანური მსოფლმხედველობის გავლენით წევს.

როდრიგეს დიეგო დე სილვა ველასკესი 1599 წელის 6 ივნისს სევილიაში დაიბადა. მისი პირველი მასწავლებელი ფრანსისკო დე ერერა იყო. ამის შემდეგ კი მომავალი სიმამრი ფრანჩესკო პაჩეკო ასწავლიდა. მალე ველასკესმა ხატვის ხელოვნება იმდენად სრულყოფილად აითვისა, რომ შეეძლო, თავისი რეალისტური ფერწერა ტილოზე წინასწარი მონახაზის გარეშე გადაეტანა.

1617 წელს ხელისუფლებამ ველასკესს ტაძრებისა და საზოგადოებრივი ადგილების მოხატვისა და მოსწავლეების აყვანისა უფლება მისცა. ახალგაზრდა მხატვარს ხელოვნების ოსტატის წოდება მიენიჭა. რამდენიმე წელიწადში მისმა ნახატებმა სევილიის საუკეთესო სასახლეების მისაღები დარბაზები დაამშვენა.

რაც შეეხება ტილოს „ვენერა სარკის წინ“, ეს ველასკესის ფუნჯით შექმნილი შიშველი ქალის ამსახველი ერთადერთი გადარჩენილი ტილოა.
სურათის ირგვლივ ლეგენდა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ზურგშექცეულმა ვენერამ ყველა გაანადგურა, ვინც მისი დაუფლება მოინდომა.
 
ნახატის პირველი მფლობელი მადრიდელი ვაჭარი იყო. „ვენერას“ შეძენის შემდეგ მის ბიზნესს დიდი უბედურება დაატყდა: მისი საქონლით დატვირთული გემების ნაწილი ჩაიძირა, დანარჩენები კი მეკობრეებმა გაიტაცეს. თუმცა ნადავლი არც მეკობრეებს შერჩათ - საქონლით დატვირთული გემები ჩაიძირა.
ვაჭარმა ისეთი ზარალი ნახა, რომ იძულებული იყო, მთელი თავისი ქონება და, მათ შორის, ველასკესის შედევრი გაეყიდა.

„ვენერას“ მორიგი მფლობელიც ესპანელი ვაჭარი გახლდათ, რომლის საკუთრებაში პორტში მყოფი მდიდარი საწყობები შედიოდა.
„ვენერას“ შეძენის დღესვე მის საწყობებს მეხი დაეცა და ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა.

„ვენერა“ ისევ აუქციონზე გაიტანეს... ამჯერად, ტილო მდიდარმა მევახშემ შეიძინა. სამი დღის შემდეგ მის სახლში მძარცველები შეიჭრნენ და ოქროთი სავსე სკივრებს რომ დაუფლებოდნენ, მევახშე სიცოცხლეს გამოასალმეს.

ამის შემდეგ, მადრიდში „მადონას“ საიდუმლო თვისებების შესახებ ალაპარაკდნენ, ამიტომ მოკლული მევახშის შვილებმა ტილოს გაყიდვა ვერაფრით მოახერხეს. საბოლოოდ, „ვენერა“ რომ თავიდან მოეცილებინათ, მუზეუმს აჩუქეს.

ამ დღიდან მოყოლებული, სურათი მუზეუმებსა და კერძო კოლექციებს შორის დიდხანს მოგზაურობდა და გასული საუკუნის დასაწყისში ლონდონის ნაციონალურ გალერეაში აღმოჩნდა.

1914 წელს უბედურების მომტან შედევრს უბედურება თავად დაატყდა. ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობის წევრმა მერი რიჩარდსონმა ტილოს დანა შვიდჯერ დაუსვა. „მითოლოგიის ყველაზე ლამაზი ქალის განადგურება თანამედროვეობის ყველაზე მშვენიერი არსების, ქალბატონი პანკჰერსტის დაპატიმრების პროტესტის ნიშნად მინდოდა“,  -აღიარა რიჩარდსონმა და დაამატა, რომ არ მოსწონდა, როცა მუზეუმის დამთვალიერებლები მთელი დღე „ამას“ უყურებდნენ.
შეშლილი ქალი 6 თვით დააპატიმრეს, ხოლო ნახატი სრულად აღადგინეს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება ლეგენდა იყოს, თუმცა ცნობილია, რომ ლეგენდები ცარიელ ადგილზე არასოდეს ჩნდება...
 
დიეგო ველასკესი 1660 წელს ძლიერი ციებ-ცხელებით გარდაიცვალა. მის ერთ-ერთ შედევრს ამკობს წარწერა: „სიმართლის მხატვარი“ - ეპითეტი, რომლითაც მას ფრანგი მხატვარი ედუარდ მანე მოიხსენიებდა.

კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?