ედგარ დეგას „ცისფერი მოცეკვავეების“ საიდუმლო

ერთი შედევრის ისტორია

21 სექტემბერი 20:00, 2017 წელი

გენიალურმა მხატვარმა და სკულპტორმა ედგარ დეგამ „ცისფერი მოცეკვავეები“, დაახლოებით, 1898 წელს შექმნა. შესრულებულია პასტელით, 65X65 ზომის ქაღალდზე. ამჟამად ინახება მოსკოვის პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

ცნობილია, რომ ედგარ დეგას ბალერინების მხატვარი ჯერ კიდევ მისმა თანამედროვეებმა შეარქვეს, თუმცა ბალერინების თემატიკა მის შემოქმედებაში თავიდანვე არ მოსულა.

1874 წელს გარდაიცვალა მხატვრის მამა და, უზარმაზარ ვალებთან ერთად, გაკოტრებული ოჯახური ბიზნესი-  ბანკი დატოვა. შეძლებული ბანკირის შვილი მიხვდა, რომ მისი უზრუნველყოფილი ცხოვრება დასრულდა და სერიოზულად დაიწყო იმაზე ფიქრი, როგორ მოეხერხებინა ფერწერით ფულის შოვნა.

ბრიტანელი ხელოვნებათმცოდნე ჯონ კირი მხატვრის შემოქმედებაში „ბალეტის ბუმს“ სწორედ ამ პერიოდს უკავშირებს - ფაქტია, მშვენიერი მოცეკვავეები კარგად იყიდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ დეგამ იმპრესიონისტული ხატვის მანერაც უნებლიეთ შეიძინა. მხედველობა, რომელიც დეგას ახალგაზრდობიდან ღალატობდა, წლებთან ერთად, კატასტროფულად უუარესდებოდა. შესაბამისად, მისთვის რთული იყო ტილოზე მცირე დეტალებისა და ხაზების დამუშავება. დიდი, ფეროვანი ლაქები, მკვეთრი ფერები და ბუნდოვანი ფორმები სიბრმავისკენ მიმავალი დეგას ხატვის სტილად იქცა.

„ცისფერი მოცეკვავეები“ ედგარ დეგას შემოქმედების გვიან პერიოდს მიეკუთვნება, როცა მხატვარს უკვე საკმაოდ სუსტი მხედველობა ჰქონდა.
ზოგიერთი კრიტიკოსის თვალსაზრისით, სილამაზით, ფერთა შეხამების სიმდიდრით, ჰარმონიითა და კომპოზიციური გადაწყვეტით, ნახატი „ცისფერი მოცეკვავეები“ შეიძლება, „ბალეტის თემის“ საუკეთესო მაგალითად მივიჩნიოთ.

ერთად ვნახოთ, რა საიდუმლო იმალება ედგარ დეგას ცნობილ ტილოზე?
1. პოზები 
ერთი შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბალერინები წრეზე ცეკვავენ. სინამდვილეში, გოგონები ადგილზე დგანან და სცენაზე გასვლის წინ სამოსს ისწორებენ. აშკარაა, რომ მხატვარმა ამჯობინა, ბალერინები რეპეტიციაზე, კულისებში ან საგრიმიოროში გამოესახა.
2. ქალიშვილები, უფრო სწორად, ქალიშვილი
დეგას, სავარაუდოდ, ოთხის ნაცვლად, ერთი ნატურა ჰყავდა. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მის ნივთებში აღმოაჩინეს ბალერინას ფოტოს სამი ნეგატივი - სავარაუდოდ, ერთი და იგივე გოგონა სხვადასხვა მდგომარეობაში იყო გადაღებული, რაც „ცისფერი მოცეკვავეების“ პოზებს ემთხვეოდა.
3. პალიტრა
„დეგას ფერები თანამედროვე ხელოვნების უდიდეს და უკანასკნელ აღმოჩენად იქცა“, - აღფრთოვანებული წერდა ამერიკელი მკვლევარი ჯორჯ ჰერდ ჰამილტონი, თუმცა თავად მხატვარი ასე არ ფიქრობდა.
ერთხელ მან არტდილერთან ამბრუაზ ვოლარესთან დაიჩივლა, რომ, რომ არა პუბლიკის გემოვნება,  სიამოვნებით შემოიფარგლებოდა შავ-თეთრი პალიტრით. „გამუდმებით ფერებს მთხოვენ“, - ამბობდა მხატვარი.
4. კოსტიუმები
დეგას თქმით, მოცეკვავე მოდელებში, როგორც მხატვარს, ქალის სილამაზეზე მეტად, სხვა რამ ხიბლავდა: „ბალერინები ჩემთვის საბაბი იყო, რომ შესანიშნავი ქსოვილები და მოძრაობის პლასტიკა ამესახა“.
5. პასტელი
სიბერეში დეგა საღებავებს პასტელს ამჯობინებდა და ამას მხოლოდ მასალის მხატვრული შესაძლებლობების გამო კი არა, დასუსტებული მხედველობის მიზეზით აკეთებდა. პასტელი ზედმიწევნით სიზუსტეს არ მოითხოვდა და მოსახერხებელი იყო ტილოსთან ახლოს დგომისთვის, რაც თვალებს ნაკლებად ტვირთავდა.
6. განათება
სხვა იმპრესიონისტებისგან განსხვავებით, დეგას პლენერზე (ბუნებაში, ღია ცის ქვეშ) მუშაობა არ უყვარდა. ის უპირატესობას ხელოვნური განათების ეფექტებს ანიჭებდა. შესაძლოა, იმიტომაც, რომ მზის მკვეთრი შუქი თვალებს ტკენდა.
7. გამოსახულების საზღვრები
სურათის საზღვრებში გოგონების ფიგურები თითქოს  ამოჭრილია და გამოსახულება რეალობიდან სპონტანურად დაჭერილს ჰგავს, თუმცა, დეგა ყოველთვის გულმოდგინედ აანალიზებდა სამუშაოს კომპოზიციას. „არ არსებობს იმაზე უშუალო და პირდაპირი ხელოვნება, ვიდრე ჩემია“, - ამბობდა მხატვარი.


1908 წელს დეგამ თითქმის მთლიანად დაკარგა მხედველობა. ვინაიდან ხატვა აღარ შეეძლო, ხელოვანი ქანდაკებების შექმნაზე გადავიდა.
1912 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მუშაობას თავი დაანება. მხატვარი იძულებული იყო, დაეტოვებინა სახლი, რომელშიც 20 წელი გაატარა (ქალაქის მმართველთა განკარგულებით, დეგას სახლი დასანგრევი შენობების ნუსხაში შევიდა).
ედგარ დეგა 1917 წელს ინსულტით გარდაიცვალა. დაკრძალულია პარიზში, მონმარტრის სასაფლაოზე.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?