„ძე კაცისა“ - რენე მაგრიტის მისტიკური ავტოპორტრეტი

ერთი შედევრის ისტორია

12 ოქტომბერი 20:00, 2017 წელი

ადამიანი სახის გარეშე, რომელიც იდეალურ კოსტიუმშია გამოწყობილი, იმისთვის, რომ მასას შეერწყას. რენე მაგრიტი პრინციპულად „არავის“ ხატავდა, თუმცა ადვილად ამოსაცნობი ავტოპორტრეტი გამოსდიოდა...

ნახატი „ძე კაცისა“ 
ტილო, ზეთი 116x89 სმ.
1964 წელი.
ამჟამად ინახება კერძო კოლექციონერთან.

„მხიბლავს იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ნაწარმოებები მნახველს არაფერს ეუბნება“, - ამბობდა მაგრიტი, რომელსაც მიაჩნდა, რომ მნახველზე შთაბეჭდილება მხოლოდ ჩვეულებრივი ნივთების უჩვეულო და მოულოდნელი შერწყმით უნდა მოეხდინა. ფერმწერი უარყოფდა ადამიანებს, რომლებიც მის ნამუშევრებსა და მათ სახელებში ღრმა შინაარსს ეძებდნენ. ცნობილია, რომ მაგრიტის ტილოების ხილვისას ადამიანებს ხშირად სურათებიდან მომდინარე ემოციების ამოცნობა უჭირთ.
როცა მეცენატმა ჰარი ტორკზინერმა მაგრიტს ავტოპორტრეტი შეუკვეთა, მან „ძე კაცისა“ შექმნა. ნახატზე პერსონაჟის სახე მწვანე ვაშლით არის დახატული, ხოლო ფრაკი ყოველგვარ ინდივიდუალიზმს მოკლებულია. პერსონაჟი კედელთან დგას. მის ზურგს უკან ზღვა და ცა მოჩანს. დიახ, ბელგიელი სიურრეალისტი საკუთარ თავს ნამდვილად უსახურ, სტანდარტულად ჩაცმულ, ცილინდრიან კაცთან აიგივებდა. მაგრიტი ამ პერსონაჟს მთელი ცხოვრების მანძილზე, უამრავ ნახატში იყენებდა, თუმცა ასეთ ფრაკსა და დაფარული სახით ფოტო არასოდეს გადაუღია.

„ძე კაცისას“ დეტალებს ავტორისა და მისი შინაგანი სამყარო შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლია:
1. ადამიანი ცილინდრში - მაგრიტის მეგობრისა და მოდელის, პოეტი ქალი ირენ ამუარის თქმით, მაგრიტი შიშობდა, რომ სახელწოდების გამო, შესაძლოა ვინმეს „ძე კაცისა“ თეოლოგიურ სიმბოლოდ ჩაეთვალა. სინამდვილეში, ნახატს ასეთი კონტექსტი არ ახლავს, თუმცა ბრიტანელი არტკრიტიკოსი დევიდ სილვესტერი დარწმუნებული იყო, რომ მაგრიტმა საკუთარი თავი მის მიერ შექმნილ სიურრეალისტურ სამყაროში რაღაც ღმერთის მსგავსად წარმოაჩინა.
2. ხატვის პლაკატური სტილი მაგრიტმა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გამოიმუშავა, როდესაც სარეკლამო პოსტერების შექმნა მისთვის საარსებო წყაროს წარმოადგენდა.
3. პერსონაჟი, მე-20 საუკუნის კლერკის ან ღარიბი ვაჭრის მსგავსად, მკაცრად და მოკრძალებულად ჩაცმულია და მაგრიტსაც ჩაცმის ასეთი სტილი ჰქონდა. სხვა ექსტრავაგანტური სტილის სიურრეალისტებისგან განსხვავებით, ის, საშუალო კლასის ადამიანების მსგავსად, მშვიდ და ზომიერ ცხოვრებას ეწეოდა.
4. პარაპეტი (დაბალი, ერთიანი მესერი) - მაგრიტის ტილოებზე ცოცხალი არსებები ხშირად უსულო ქვის ნატეხებად ან ქვის მესერად გვევლინებიან. თავისი ნახატის „შავი მაგია“ კომენტარებში მაგრიტი წერდა: „ქვის მკაცრ ბუნებას და „მძიმე გრძნობებსა“ და ადამიანური არსებობის ფსიქიკურ თუ ფიზიკურ სისტემებს შორის კავშირი უდავოდ არსებობს“.
5. ცილინდრი - მაგრიტმა, მისივე შეფასებით, „ყველაზე ორიგინალობას მოკლებული“ თავსაბურავი რამდენიმე ნახატში მფლობელის გარეშე ასახა. „მეც ცილინდრს ვატარებ და სულაც არ მაქვს სურვილი, რომ მასისგან გამოვირჩეოდე“, - ამბობდა მხატვარი, რომელიც, მისი ახლობლების თქმით, პრინციპულად არ ყიდულობდა უფრო მოდურ და ძვირფას შლაპებს.
6. ვაშლი მაგრიტის ხელოვნების კიდევ ერთი დამახასიათებელი შტრიხია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ „აკრძალული ნაყოფი“ სიმბოლურად ცდუნებას გამოხატავს, რომელიც მუდმივად თან სდევდა კაცობრიობას და დღემდე ასე გრძელდება, თუმცა თავად მხატვარი პერსონაჟის სახის დაფარვით უფროა დაინტერესებული, რაც, მისი თქმით, ხილულ დაფარულსა და აშკარა უხილავს შორის ძლიერ კონფლიქტს აჩენს. მაგრიტის ხელოვნების მკვლევარები ამ მოტივით შეპყრობას ბავშვობის განცდებთან აკავშირებენ: როცა მისი დამხრჩვალი დედის სხეული ნახეს, გარდაცვლილის სახეს პერანგი ფარავდა.

რენე მაგრიტი 1898 წელს პატარა ბელგიურ სოფელში ლესინში, ვაჭრის ოჯახში დაიბადა. 1915 წელს იმპრესიონისტული ნახატების შექმნა დაიწყო.
1916-1918 წლებში ბრიუსელის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. 1922 წელს ბავშვობის მეგობარ ჟორჟეტ ბერჟეზე დაქორწინდა.
1926 წელს სიურრეალისტურ სტილში შექმნა ნახატი „დაკარგული ჟოკეი“. როგორც თავად მაგრიტი ამბობდა, „პირველი ტილო, რომელსაც საკუთარი გზის პოვნის განცდით ქმნიდა“. 1926-1927 წლებში შექმნა პირველი ნახატები, რომლებშიც „ცილინდრიანი კაცი“ გამოჩნდა.
1927-1930 წლებში პარიზში ცხოვრობდა, სადაც ფრანგ სიურრეალისტებს დაუმეგობრდა, რომლებმაც მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს. 1928-1929 წლებში „Ceci n’est pas une pipe“ (ეს არ არის ჩიბუხი) დახატა, რითაც ობიექტისა და ფერწერაში მისი გამოსახულების თანაფარდობაზე გაამახვილა ყურადღება.
ამ სურათს 1973 წელს ცნობილმა მოაზროვნემ მიშელ ფუკომ ფილოსოფიური ესე უძღვნა.
რენე მაგრიტი 1967 წელს კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნით გარდაიცვალა. დაკრძალულია ბრიუსელში.

წყარო
საკნატუნო ამბები

ვარსკვლავები, რომლებიც გადაღებებზე უგონოდ თვრებიან

ჰოლივუდური ხუმრობა: „თუ მსახიობები სვამენ ვისკის, ეს ცივი ჩაია, და თუ სვამენ ცივ ჩაის, ეს ვისკია“.
საკნატუნო ამბები

რატომ არ უნდა დაკავდეთ სექსით მხოლოდ „ჯანმრთელობისთვის“

სექსი არ უზრუნველყოფს იდეალურ ფიგურას, წარმოუდგენლად სუფთა კანსა და ცხოვრებას სტრესების გარეშე.
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

18 დედა, რომლებსაც სამშობიაროში შვილები შეუცვალეს

უყურებ დედების ამ თბილ ფოტოებს თავიანთ „ნაშიერებთან“ ერთად და ხვდები, რომ რაღაც ისე ვერ არის...
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როცა ხელმარჯვე ოსტატებს გემოვნების ნატამალი არ გააჩნიათ...

ზოგს ეს იდეები თამამად მოეჩვენება, ზოგს - ცოტა ექსტრავაგანტურად, მაგრამ ერთი რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება - ამ „შედევრებს“ გულგრილად ვერ ჩაათვალიერებთ!
საკნატუნო ამბები

საკვები სოდის გამოყენების 7 უჩვეულო მეთოდი

საკვები სოდა - ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური საშუალება. მას იყენებენ კულინარიაში, სხვადასხვა მეცნიერულ ექსპერიმენტში, დაწესებულების დალაგებისას. შესაბამისად, დიასახლისებს სოდა ყოველთვის აქვთ შემონახული კარადაში. 
საკნატუნო ამბები

რა გავლენას ახდენს კბილების გახეხვა ერექციაზე?

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კაცებს, რომლებიც კბილებს დღეში 2-ჯერ (და მეტჯერ) იხეხენ, ერექციული დისფუნქცია არ ემუქრებათ.
დღის ჰოროსკოპი

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სულისშემძვრელი დრამა მათთვის, ვისაც მძიმე ემოციების არ ეშინია

ამ ფილმებს ბოლო წუთებამდე თვალს ვერ მოსწყვეტთ და ვერც გულგრილი დარჩებით...
დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს საინტერესო აქციას და ახალ პირობებს სთავაზობს

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ზამთრის საბურავებს, კერხერის ბრენდის სარეცხ დანადგარებს და მტვერსასრუტებს 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.