იღბლიანი ფერები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი

12 იანვარი 10:00, 2017 წელი

ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს აქვს ექსკლუზიურად თავისი „ბედნიერი ფერი“, რომლის მეშვეობითაც საზოგადოების ყურადღებას ნებისმიერ სიტუაციაში მიიქცევს.

თუკი იცით თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ფერი, სასურველია, გადამწყვეტ მომენტში ზუსტად ამ ფერის სამოსით გამოჩნდეთ - წარმატება და აღტაცება გარანტირებული გექნებათ.


ვერძი – ვერძის ფერი წითელია. მარსი, პლანეტა, რომელიც ვერძის ნიშანს მართავს ცეცხლოვანი, დომინანტური ენერგიის მქონე პლანეტაა. ამიტომ წითელი და მისი ელფერი ვერძებს თვალისმომჭრელად უხდებათ.


 


 



კურო
– ვენერას შვილია, ამიტომ სამოსიც მშვიდი და პასტელური ფერის სჭირდება. მის ვიზუალს ყველაზე მეტად ამშვენებს ცისფერი და ცისფერის ნებისმიერი გრადაცია.


 


 


 


ტყუპი – მოუსვენარი მერკურიანელია, მას ვერასოდეს ნახავთ ცუდ განწყობაზე, ამიტომ სამოსიც მხიარული ესაჭიროება. ხშირად უნდა ჩაიცვან ყვითელი ან ვარდისფერი. სასურველია, დაპრინტული ან მოჩითული ტანსაცმელი.


 


 



კირჩხიბი
– ემოციური, ცვალებადი, ცოტა ბუტია ადამიანია. იცვამს განწყობის მიხედვით. კირჩხიბს უხდება ტალღისფერი ლურჯი, ბაცი მტრედისფერი ან ღია ხორცისფერი.


 


 


 


ლომი – დომინანტური და აქტიური ნატურაა. ის ყველგან უნდა ანათებდეს. ამიტომ სასურველია, სამოსიც ოქროსფერი, მეწამული წითელი ან სექუინით გაწყობილი აირჩიოს.


 


 



ქალწული – სისადავისა და მინიმალიზმის მოყვარულია ყველაფერში. მისთვის ყველაზე მისაღებია ღია ყავისფრის, ბაცი ცისფრის ან შოკოლადისფრის გამა.


 


 


 


სასწორი – მისი სისუსტეა „ფერები“ და ზოგადად, ლამაზად ჩაცმა. უპირატესობა ვენერას ტონალობებს უნდა მიანიჭოს – ბაც მწვანეს, პასტელურ ვარდისფერს, საშუალო ტონის ყვითელს. ასე იგი განუმეორებელი იქნება.


 


 



მორიელი – იდუმალებით მოცული იმიჯი ხიბლავს. ხშირად ამის გამო გააზრებულად ატარებს შავს. თუმცა, ვერავინ იტყვის, რომ მორიელს შავი ფერი არ უხდება. მაგრამ, შავთან ერთად, კომბინირებულად ე.წ. „მარსის ფერებიც“ უნდა გამოირიოს სამოსში რადგან მარსი, მისი ზოდიაქოს თანამმართველია და მორიელის იმიჯს ეს ორი ტონი გასაოცარ ქარიზმას შესძენს.


 


 


მშვილდოსანი – პრაქტიკულობის მოყვარულია. ამიტომ დიდად არ დაგიდევთ, რა აცვია. თუმცა, ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ მშვილდოსანს, როგორც ცეცხლის ნიშანს, ყველაზე მეტად შინდისფერი, აგურისფერი და სტაფილოსფერი უხდება.


 


 



თხის რქა
– სძულს ყოველგვარი ზედმეტობა. ამიტომ სამოსში ე.წ. „კლასიკურ“ ტონებს ანიჭებს უპირატესობას. თხის რქას უხდება მუქი ლურჯი, თეთრი და ნაცრისფერი სამოსი.


 


 


 


მერწყული – ორიგინალური, კრეატიული და არასტანდარტული ადამიანია. მისთვის ყველაზე მისაღები ფერის სამოსი ფირუზისფერია. მხოლოდ ეს ფერი გამოხატავს მერწყულის ურანულ ბუნებას ყველაზე უკეთ.


 


 



თევზები
– მეოცნებე, ღრმად ფსიქოლოგიური და სენსიტიური ნიშანია. ძალიან უხდება მუქი მწვანე, ჭაობისფერი ან ბაცი ცისფერი ტონალობის მქონე სამოსი. ასევე, ე.წ. „გამჭვირვალე ფაქტურის“ მქონე ტანსაცმელი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?