3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

2 მარტი 16:47, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ყურადღებას ნუ მიაქცევთ ორპირ ქარსა და ახლობლების ხველებას. რაც უფრო მეტად გეშინიათ ავად გახდომის, მით მეტი შანსია, რომ ავად გახდეთ. იფიქრეთ იმაზე, რომ ყინვაგამძლე და ვირუსებამტანი ხართ.
კარიერა: ალბათ, გიფიქრიათ, რომ დიპლომების რაოდენობა მხოლოდ მაშინაა კარგი, როცა დამსახურებულადაა მოპოვებული. შესაძლოა, საშუალება მოგეცეთ, რომ განათლება უფრო გაიღრმაოთ და მრავალმხრივი გახადოთ.
სიყვარული: შესაძლოა, ხვალ თქვენი რჩეული მხოლოდ ახლობელ და ძვირფას ადამიანად კი არა, მუშა ძალადაც გამოგადგეთ. ის შესანიშნავად გაართმევს თავს ყველა დავალებას, თუკი ჯილდოდ თქვენს ნაზ და გულწრფელ ღიმილს მიიღებს. 


 


კურო
ჯანმრთელობა: გირჩევთ, ხვალ საკუთარი განწყობის ამაღლებაზე იზრუნოთ. იყიდეთ ნაყინი და გასაბერი ბუშტები, რომ სამყარო უფრო ნათელი და ფერადი მოგეჩვენოთ. სიხარული თქვენი საუკეთესო წამალი იქნება.
კარიერა: ხვალ ბედი არ გწყალობთ. დაკარგავთ შესაძლებლობას, რომ ლიდერთა შორის იყოთ, ამიტომ დროებით საკუთარი პირობების სხვებისთვის კარნახის შესახებ უნდა დაივიწყოთ. ცოტაოდენი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, რომ ეს პერიოდი დაძლიოთ და ისევ ლიდერად იქცეთ.
სიყვარული: ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ადამიანის მიმართ, რომელიც აქამდე არ გესიმპათიურებოდათ, ნაზი გრძნობები გაგიჩნდებათ. ნათქვამია, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო, სავარაუდოდ, პირიქითაც შეიძლება მოხდეს.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ ორგანიზმის გაწმენდას დაიწყებთ, მაგრამ გამოყენებული პრეპარატების სისწორეში რომ დარწმუნებული იყოთ, ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიაროთ. ექიმები და წამლები თუ არ გიყვართ, უბრალოდ, ბევრი შავი ქლიავი მიირთვით და შედეგი დაახლოებით იგივე გექნებათ.
კარიერა: ხვალ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ უფროსი თაობისგან შეიძლება ბევრი რამ ისწავლოთ. არაფერია უჩვეულო იმაში, რომ თქვენ, ასეთი გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, რჩევისთვის სოლიდური ასაკის ადამიანს მიმართავთ, რომლის აზრებსაც აქამდე არცთუ ისე ითვალისწინებდით.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის განწყობა მთლიანად მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ოჯახური იდილია იმის მიხედვით განისაზღვრება, თავი ან სხეულის სხვა ნაწილი სტკივა თუ არა. მას - ურყევ ჯანმრთელობას, თქვენ კი კარგ განწყობას გისურვებთ.    



   
კირჩხიბი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ხვალ სახსრებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ, ამიტომ გირჩევთ, დროებით დაივიწყოთ გრილი შხაპისა და ფიზიკური დატვირთვის შესახებ.
კარიერა: კარგი იქნება, თუ ხვალ გარეშე ადამიანების რჩევებს გაითვალისწინებთ. შესაძლოა, რჩევა არცთუ ისე კომპეტენტური ადამიანისგან მომდინარეობდეს, მაგრამ დაგეხმარებათ, რომ ძველ პრობლემას ახლებურად შეხედოთ.
სიყვარული: ხვალ სამიანი თქვენი იღბლიანი ციფრია. შესაძლოა, საპირისპირო სქესის მესამე წარმომადგენელი, რომელიც შეგხვდებათ, სწორედ ისაა, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდით. არც ისაა გამორიცხული, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მესამე რიგში ან თქვენი სახლიდან მესამე კორპუსში დაინახოთ.



 
ლომი
ჯანმრთელობა: გირჩევთ, საუბრის დროს ხმას არ აუწიოთ. უკეთეს შემთხვევაში, ხმის იოგებს დაიზიანებთ, უარესში ურთიერთობას გააფუჭებთ. ყველაზე ცუდია, თუ ორივეს ერთად და რისთვის?
კარიერა: დროა, შესრულებული სამუშაოს მიმართ მიდგომა შეცვალოთ. დაფიქრდით, ნამდვილად ეფექტურია თუ არა თქვენი მეთოდები? ამჟამად ყველაზე მეტად გარეშე თვალის შეფასება გჭირდებათ, ამიტომ გირჩევთ, დახმარებისთვის ვინმეს დაურეკოთ.
სიყვარული: რომანტიკულ განწყობაზე ხართ და გსურთ, საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა რომანულ სიყვარულს დაემსგავსოს: ყვავილების უზარმაზარი თაიგული, ლამაზი პეიზაჟები და სიყვარულში გამოტყდომა... ეცადეთ, ისეთი რომანი შეარჩიოთ, რომელსაც ბედნიერი დასასრული აქვს. სხვანაირი არაფერში გჭირდებათ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: დღევანდელი პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ, ბოლოს და ბოლოს, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და არსებული პრობლემების მოგვარება დაიწყოთ.
კარიერა: შემოქმედებითი თვალსაზრისით, საინტერესო და მრავალფეროვანი სამუშაოც რომ გქონდეთ, დღეს სრულიად ერთფეროვანი და უინტერესო გეჩვენებათ. გირჩევთ, თავი მოახლოებულ შვებულებაზე ფიქრით დაიმშვიდოთ და დასვენების დღეების შინაარსიანად გატარება დაგეგმოთ.
სიყვარული: სამსახურებრივი სტრესების გამო, თავს განერვიულებულად და გადაღლილად გრძნობთ. გირჩევთ, ღვინისა და სანთლების ფონზე, საყვარელ ადამიანთან ერთად, მყუდრო, ოჯახური ვახშამი მოიწყოთ. ბავშვები ადრე დააძინეთ და მოდუნდით, ოღონდ ისე არა, რომ დილას ჩაგეძინოთ და სამსახურში მისვლა დააგვიანოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: ხვალ ეგზოტიკური სამზარეულოს მოყვარულებს შეუძლიათ, საკუთარი თავი რომელიმე უჩვეულო გემრიელობით გაახარონ, თანაც ისე, რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემებზე არ ინერვიულონ.
კარიერა: პრობლემის გადაწყვეტის შესახებ პასუხს მოულოდნელი წყარო გიკარნახებთ. იყავით ყურადღებით და მოემზადეთ სიახლეებისთვის.
სიყვარული: ხვალ საკმაოდ გაგიჭირდებათ იმ წარსული მომენტების გახსენება, რომლებიც საყვარელ ადამიანთან ერთად გამოიარეთ. იქნებ, არც ღირს წარსულზე ფიქრი? ბოლოს და ბოლოს, სასიამოვნო წუთებიც არანაკლებ გქონდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში დღემდე ერთად ვერ იცხოვრებდით.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, მკაცრად გაითვალისწინოთ ექიმის რჩევები. მათი ზუსტი შესრულება სერიოზულ პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.
კარიერა: ხვალ ფინანსური პრობლემები ნამდვილად არ წარმოგექმნებათ, ასე რომ, შეგიძლიათ, გაათამამოთ საკუთარი თავი სასურველი საჩუქრებით. დახარჯული თანხა ორმაგად დაგიბრუნდებათ უკან, რადგან წინ მომგებიანი საქმე გელოდებათ.
სიყვარული: ხვალ მოულოდნელი და სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ, რაც თქვენს პირად ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. ალბათ, საკუთარ თავს ჰკითხავთ: „რით დავიმსახურე ამგვარი ბედნიერება?“ - თუმცა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაგიჭირდებათ. იქნებ, არც ღირს...


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ ფიზიკურ ვარჯიშებს. იარეთ ფეხით, მიიღეთ კონტრასტული შხაპი - რათა ორგანიზმი გამოაფხიზლოთ.
კარიერა: ხვალ დიდ წარმატებას ის მშვილდოსნები მიაღწევენ, რომლებიც ხელოვნების სფეროში, არქიტექტორად ან დიზაინერად მუშაობენ. ხვალ საოცრად დიდ შთაბეჭდილებას მიიღებთ - ახალი ორიგინალური იდეები მოგეძალებათ.
სიყვარული: ნუ გააკეთებთ ყველაფერს ბოლო წუთს, რადგან ამგვარი ქმედება უსიამოვნო შედეგამდე მიგიყვანთ, რაც თქვენსა და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება. შეეცადეთ, უფრო წინდახედული იყოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ხვალ გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციები და თან ენდეთ  საკუთარ ინტუიციას. თუკი რამე თქვენში უნდობლობას გამოიწვევს, კიდევ ერთხელ მიიღეთ რჩევა, ამგვარად პრობლემებს თავიდან აიცილებთ.
კარიერა: ხვალ მოერიდეთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენი ყურადღების გაფანტვას შეეცდება. შესაძლოა, თქვენმა მეტოქეებმა სცადონ, თქვენი საუბარი კონკრეტული ფაქტებიდან სხვადასხვა თემებზე გადაიტანონ. გამოიჩინეთ სიფრთხილე.
სიყვარული: ხვალ არ ღირს ბედისწერასთან დაპირისპირება. ეს საკმაოდ უსიამოვნო შედეგებს მოგიტანთ, როგორც პირად, ასევე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, სახსრების ტკივილმა შეგაწუხოთ. არტერიული წნევის მატების შემთხვევაში ტკივილი კიდევ უფრო გაძლიერდება. ვარსკვლავები გირჩევენ, აუცილებლად მიმართოთ ექიმს.
კარიერა: როგორც არ უნდა მოგწონდეთ ბრძანებების გაცემა, როდესაც ამგვარი შესაძლებლობა გაქვთ, ამჩნევთ, რომ ამგვარი პასუხისმგებლობა უამრავ ძალასა და სულიერ სიმშვიდეს გართმევთ. იყავით კეთილგანწყობილი თანამშრომლების მიმართ. ცოტაოდენი პირფერობა ჩიხიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: ხვალ საკმაოდ გაგიჭირდებათ საყვარელი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ თქვენთან ერთად რაიმე სახის სიგიჟე ჩაიდინოს. ის საკმაოდ მართალი და კანონმორჩილი იქნება. სხვათა შორის, ნამდვილად შეგიძლიათ, მას აზრი შეაცვლევინოთ და მარტივად დაიყოლიოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ საკუთარი თავის მიმართ შემწყნარებელი იქნებით და თქვენს ორგანიზმს რაიმე გემრიელობით გაახარებთ. გარდა ამისა, ხვალ შესაძლოა, ოდნავ შენელებულად იაზროვნოთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ ნაკლებად შეხვდეთ დირექტორს. შეეცადეთ, შორიდან მოუაროთ მის კაბინეტს და იმ ადგილებს, სადაც ის ხშირად იმყოფება. თუმცა, თუკი მას მაინც შეხვდებით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. პანიკის საფუძველი არ გაქვთ.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან გაუჭირდება, გაიგოს ის ფაქტი, რომ მის გარდა, თქვენს ცხოვრებაში სხვა ადამიანებიც არსებობენ. რა გაეწყობა, მოუწევს ამ ამბავთან შეგუება. განსაკუთრებით, თუკი ისინი პირდაპირ კონკურენციას არ გიწევენ.

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!