9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

8 მარტი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მოდუნებული ხართ და ძილიანობის გრძნობას თავს ვერ აღწევთ, ამიტომ შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გამოგეპაროთ. კარგი იქნება, თუ ლატარიის ბილეთს შეიძენთ. რა იცით, რა ხდება? ვერძებო, დღეს ყურადღება წუთითაც არ უნდა მოადუნოთ, განსაკუთრებით მგზავრობისას.


კურო
თითქოს ყველას და, მათ შორის, თქვენც სიცილის ვირუსი შეგეყარათ. მთელი დღე ხარხარებთ, თუმცა ხვალ განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობთ სამყაროში თქვენს მარტოსულობას. არაა საჭირო კოლეგებისთვის საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება, რადგან დედამიწა მრგვალია და ვინც დღეს ზემოთაა, ხვალ შეიძლება, ქვემოთ აღმოჩნდეს.


ტყუპები
ფრთები, ფრთები გინდათ, რადგან თავს უპილოტო მფრინავი ობიექტივივით გრძნობთ. გახსოვდეთ, თქვენზე სუსტს არ აწყენინოთ, რადგან სამყაროში ყველაფერი ცვალებადია.


კირჩხიბი
ყველაფერს სწორად აკეთებთ, ამიტომ დასახული მიზნისკენ სვლა არ შეწყვიტოთ და ნურც გზიდან გადაუხვევთ. შეგიძლიათ, მცირეოდენი შესვენება საღამოს, ტელევიზორის წინ მოკალათებულმა გააკეთოთ. თავაზიანი იყავით, როცა უცნობ ადამიანს გაცნობენ. წარსულში დაბრუნებას ისე დაჟინებით ცდილობთ, რომ აწმყოს მომხიბვლელობას ვერ ამჩნევთ.  


ლომი
ლომებო, გააგრძელეთ სიკეთის კეთება და ოდესმე პლანეტის გადარჩენას შეძლებთ. შესაძლოა, ხვალ მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯი გქონდეთ, თუმცა გირჩევთ, საფულე ბოლომდე არ დააცარიელოთ.        


ქალწული
მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ მთელმა ოჯახმა რაღაც, საკუთარი ტრადიცია მოიფიქროთ. შესაძლოა, ხვალ რაღაც ისეთი შენიშნოთ, რაც თქვენს სამომავლო განვითარებაზე იმოქმედებს. ეცადეთ, გარშემომყოფ ადამიანებთან კამათს თავი აარიდოთ, რადგან შესაძლოა, ყველაფერი სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს.


სასწორი
გირჩევთ, რომელიღაც კონკურსში ან აქციაში მონაწილეობა გარისკოთ, რადგან ვარსკვლავები მოგებას გიწინასწარმეტყველებენ. ნუ გადადებთ ხვალისთვის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ და სუფთა სინდისით დაიძინებთ. ნუ ითხოვთ ადამიანებისგან იმაზე მეტს, რისი მოცემაც შეუძლიათ.


მორიელი
კარგი დღეა ყველაფერი ახლისთვის: გართობა, მოგზაურობა, დასვენება, ახალი ნაცნობობა და ახალი ცოდნის მიღება. საკუთარ მომავალს ეჭვის თვალით შეჰყურებთ, ამიტომ მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას არ გირჩევთ. დაფიქრდით, ზოგჯერ ფულის მნიშვნელობას გადაჭარბებულად ხომ არ აფასებთ? შესაძლოა, თქვენი ბედნიერებისთვის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი გამოგეპაროთ.


მშვილდოსანი
უაზრო და გიჟური ჩანაფიქრი გიჟურ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანთ, რაც უზარმაზარ სიხარულს მოგანიჭებთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა ზუსტად ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. გირჩევთ, არ დაივიწყოთ ძველი და გონივრული ანდაზის შესახებ: „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“, თორემ შეიძლება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დააზარალოთ.


თხის რქა
ხვალ ბავშვებთან ურთიერთობა უზარმაზარ სიხარულსა და აღმაფრენას მოგანიჭებთ. სულ ერთია, ეს საკუთარი ბავშვები იქნებიან თუ ეზოში მოთამაშე, მათი ყურება ჭეშმარიტებას გაგრძნობინებთ. გირჩევთ, ხვალ საყვარელი ადამიანების მიმართ უზარმაზარი სითბო გამოავლინოთ. გახსოვდეთ, რომ სიყვარული მხოლოდ სიტყვა კი არა, საქციელია. ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ, თორემ შეიძლება ბევრი გაუაზრებელი ქმედება ჩაიდინოთ.


მერწყული
მერწყულებო, დღევანდელი დღე ხელოვნებას უნდა დაუთმოთ. იმისთვის, რომ სულიერი ჰარმონია იგრძნოთ, კარგი იქნება, თუ საკუთარი ხელით რაღაც ლამაზსა და განსაკუთრებულს შექმნით. დღეს თითქოს ყველაფერი ხელიდან გივარდებათ. გამორიცხული არაა, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან იკამათოთ.


თევზები
მოულოდნელი მოგება გელით. ხვალ კრიტიკისგან თავის შეკავებას გირჩევთ, რადგან შესაძლოა, თქვენმა კრიტიკამ ადრესატის ნაცვლად სხვა დააზარალოს. აკონტროლეთ საკუთარი ქმედებები, რომ მოგვიანებით, მათ გამო ნერვიულობა არ მოგიწიოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.