20-26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

19 მარტი 19:30, 2017 წელი

წინ ნაყოფიერი კვირა გველოდება. შეეცადეთ ჰარმონიულად გადაანაწილოთ თქვენი შინაგანი რესურსი დასვენებასა და მუშაობას შორის. მას კი, ვინც ახალ რომანზე ოცნებობს, სურვილის რეალიზების შანსი მიეცემა.

ვერძი
ვერძებს უმოკლეს ვადაში მოუწევთ რთული დავალებების შესრულება. საბედნიეროდ, ძალები და მოთმინება გეყოფათ იმისთვის, რომ ყველაფერი დიდი წარმატებით შეასრულოთ. მართალია, სამუშაო პროცესში ბევრ ენერგიას დახარჯავთ და კვირის ბოლოსთვის ტემპს შეანელებთ, მაგრამ შეფი თქვენს პროფესიონალიზს სათანადოდ დააფასებს. თქვენს შეყვარებულს კი თქვენი მოუცლელობა ძალიან გაანაწყენებს.


კურო
დიდი ალბათობით, იპოთეკური კრედიტის გადახდას დაასრულებთ ან სრულად დაიბრუნებთ სოლიდურ თანხას, რომელიც მეგობარს ასესხეთ. როგორც კი მხრებიდან ეს ტვირთი მოგეხსნებათ, სასიყვარულო ურთიერთობის დალაგებას გადაწყვეტთ. უარს იტყვით რომანზე, რომელიც მორალურ სიამოვნებას აღარ განიჭებთ და საინტერესო პიროვნებასთან დაიწყებთ ურთიერთობას.


ტყუპები
სამსახურში დაწინაყრდებით, რაც თქვენს ფინანსურ მდგომაროებას გააუმჯობესებს. ამიტომ, სასურველი შენაძენის გაკეთებას შეძლებთ. თქვენს პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული წინსვლა არ შეინიშნება. თქვენ და თქვენი პარტნიორი ძველებურად იკამათებთ წვრილმანებზე, შემდეგ კი ვნებიანად შერიგდებით. თუკი მარტოხელა ხართ, ამ მდგომაროებასთან შეგუება მოგიწევთ, თუმცა სულ მალე შეხვდებით საინტერესო სუბიექტს.



კირჩხიბი
ამ კვირაში ცინიზმით და ენაკვიმატობით გამოირჩევით, რაც თქვენს ხელმძღვანელს განსაკუთრებით არ მოეწონება და პერსპექტიულ პროექტს სხვა თანამშრომელს გადასცემს. საბედნიეროდ, ეს ერთადერთი იმედგაცრუება იქნება მთელი კვირის განმავლობაში. თუკი დაოჯახებული ხართ, პატარა ბავშვებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ისინი სასიამოვნო სიურპრიზს მოგიწყობენ, რაც ძალიან გახარებთ.


ლომი
ვარსკვლავები არ გირჩევენ კარდინალურ ცვლილებებს ცხოვრებაში. მომდევნო შვიდ დღეში რუტინული სამუშაოს შესრულება და ყოფითი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. თუკი დაღლილობას იგრძნობთ, დასვენების დღეებში გასართობი წვეულება დაგეგმეთ ოჯახთან და შვილებთან ერთად (მაგალითად, პირველი საგაზაფხულო პიკნიკი ან დაუვიწყარი მოგზაურობა).


 


ქალწული
მხოლოდ დაფიქრებული და გააზებული მიდგომა დაგეხმარებათ ჩანაფიქრის შესრულებაში. გეგმების განხორციელებისას უარი თქვით ყველაფერზე, რაც მეორეხარისხოვანია. მაგალითად, არ შეგეშინდეთ, უარი უთხრათ მეგობარს მის პირად საქმეებში დახმარებაზე იმ მიზეზით, რომ სამსახურში უამრავი საქმე გაქვთ. შეაწყვეტინეთ საუბარი კოლეგებს, რომლებიც პროექტზე მუშაობაში ხელს შეგიშლიან და სთხოვეთ საყვარელ ადამიანს, მოთმინებით დაელოდოს რომანტიკულ მოგზაურობაში წასვლას.


 


სასწორი
კვირის მანძილზე მხიარული და სპონტანური იქნებით. წვეულებებზე ვარსკვლავივით იკაშკაშებთ და  საპირისპირო სქესის სასიამოვნო პიროვნებას გაიცნობთ. თუმცა, ყურადღებით იყავით და მორიგ წვეულებაზე გართობის დროს დაგეგმილი სამუშაოს შესრულება არ გადაგავიწყდეთ. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ დაასრულებთ კვირას. სურვილის შემთხვევაში, მომდევნო შვიდმა დღემ შესაძლოა, არა პრობლემები, არამედ დიდი წარმატება მოგიტანოთ.


მორიელი
რაც შეიძლება დიდი ყურადღებით აარჩიეთ თანამოსაუბრეები. პრობლემების თავიდან აცილებაში უცნობებთან ფრთხილი მიდგომა და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებზე უარის თქმა დაგეხმარებათ. თუკი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საკითხი დგას, ამ კვირაში ნუ იჩქარებთ საბოლოო პასუხის გაცემას. ვარსკვლავები გირჩევენ, ცხოვრების ყველა სფეროში კონსერვატიზმი გამოავლინოთ.


მშვილდოსანი
კვირის განმავლობაში ემოციურად არასტაბილური იქნებით. ინერვიულებთ, თუ როგორ დასრულდება თქვენი სამსახურეობრივი პროექტი, მიიღებთ თუ არა თანხმობას და დაგნიშნავენ თუ არა პრესტიჟულ თანამდებობაზე. ამ კითხვებზე პასუხს კვირის ბოლოს მიიღებთ და მდგომაროება თქვენს სასარგებლოდ წარიმართება. თუმცა, როგორც კი ეს მოხდება, ძალების გამოცლას იგრძნობთ. აი, რატომ გაგიჩნდებათ სურვილი დასვენების დღეები მარტოდ, სიმშვიდეში გაატაროთ.


თხის რქა
სამსახურში ძველებურად იშრომებთ დიდი ხნის კოლეგებთან ერთად და იმ საქმეებს შეასრულებთ, რომლებიც თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობია. იმისთვის, რომ კვლავ იგრძნოთ ცხოვრების გემო, აუცილებლად დაგჭირდებათ სიტუაციის შეცვლა, თუმცა, ოჯახის დროებით დატოვების შანსი არ მოგეცემათ. მოგიეწვთ ამ ტვირთის ტარება იმის მოლოდინში, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ თავისთავად შეიცვლება.


 


მერწყული
პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვილებები გელოდებათ. თუკი პარტნიორი გყავთ და მის სიყვარულში ეჭვი არ გეპარებათ, ამ ურთიერთობას დააკანონებთ. თუკი ახლა იწყებთ სასიყვარულო რომანს, დასვენების დღეებში თქვენი რჩეულის ყოფილ მეორე ნახევართან უთანასწორო ბრძოლა მოგიწევთ და ამ ბრძოლაში გაიმარჯვებთ. კარიერაში ამგვარი დრამა არ გელოდებათ.


თევზები
კვირის მანძილზე უსასრულო ფანტაზიას გამოავლენთ როგორც სახლში, ასევე, სამსახურში. თქვენი შემოქმედების პროდუქტი მაყურებლების აღფრთოვანებას დაიმსახურებს. ადამიანი, რომლის გულის მოგებას ცდილობთ, ვერ მიხვდება, რომ ის თქვენში დიდ სიმპათიას იწვევს. სანამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად სითამამეს მოიკრებთ, მის გულს სხვა ადამიანი დაიპყრობს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?