29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

28 მარტი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
დიდი ხანია, ცეკვის სურვილი გაქვთ, რომელსაც დღეს აისრულებთ. საყოველთაოდ აღიარებული წესების დარღვევა და მდინარის დინების საწინააღმდეგოდ ცურვა გსურთ, მაგრამ სოციუმი თქვენზე ძლიერია, ამიტომ უკანდახევა მოგიწევთ. ვერძებო, ისეთ რამეს ნუ იზამთ, რომ შემდეგ სინდისმა შეგაწუხოთ.


კურო
თბილი სიტყვების თქმა ნუ დაგეზარებათ. გამოხატეთ ემოცია ადამიანების მიმართ და პასუხად ორჯერ მეტ სითბოს მიიღებთ. მთელ დღეს ოცნებასა და ღრუბლებში ფრენაში გაატარებთ. თუ გსურთ, რომ საქმიანი ადამიანის რეპუტაცია შეინარჩუნოთ, თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ.


ტყუპები
ამ დღეს თქვენი დევიზია „სამუშაო მგელი არაა, რომ ტყეში გაიქცეს“.  შეგიძლიათ, მხართეძოზე წამოწვეთ და მთელი დღე უსაქმურობაში გაატაროთ. ამ დღეს ცვლილებებსა და სიახლეებს არ უნდა ელოდოთ. ერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც არ ენდობით.


კირჩხიბი
თქვენი სპონტანური და აბსურდული იდეა გარშემომყოფთა მოწონებას დაიმსახურებს. თამამ დაპირებებს მეტისმეტად ნუ ენდობით. შესაძლოა, ისინი ნაწილობრივ შესრულდეს. შესაძლოა, ხელმძღვანელობის უსამართლო გადაწყვეტილებებით დაზარალდეთ.


ლომი
დღეს თქვენი ცუღლუტობა არავის აღიზიანებს, პირიქით, ყველას მხიარულად და სასიამოვნოდ ეჩვენება. გირჩევთ, საათს თვალი არ მოაცილოთ, თორემ მნიშვნელოვან შეხვედრაზე დააგვიანებთ. სანამ რამეს გააკეთებდეთ, კარგად დაფიქრდით.


ქალწული
ხვალ საკუთარ თავში მჭევრმეტყველების ნიჭს აღმოაჩენთ, რაც ადამიანების მოხიბვლაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ვიღაც საინტერესო პიროვნება გაიცნოთ და ეცადეთ, თავაზიანი იყოთ. რომელიღაც ქალწულს ხვალ ჩვეული და კარგად ნაცნობი სამყარო თავზე დაემხობა.


სასწორი
ხვალ სასწორებს საკუთარ ან ეზოში მოთამაშე ბავშვებთან ურთიერთობა გააბედნიერებთ. საკმარისია, თვალი ადევნოთ მათ, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, რომ მათთან ყოფნას არაფერი სჯობს. ნუ გადადებთ ზეგისთვის იმას, რის გაკეთებასაც ხვალ შეძლებთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ მშვიდად დაძინებას.


მორიელი
შესანიშნავი დღეა საკუთარი მომავლის დასაგეგმად. მორიელები შეძლებთ ყველა სურვილი აკურატულად ჩაინიშნოთ. შესაძლოა, ხვალ მოულოდნელად მეგობრები გეწვიონ და თუკი მსგავსი რამ დაგეგმილი არ გაქვთ, ნუ განაწყენდებით, სასიამოვნო საღამო გელოდებათ. თქვენი „სიჩუმის“ თამაში გარშემომყოფ ადამიანებს ნეგატიურ განწყობას შეუქმნის.


მშვილდოსანი
შეეცადეთ, ხვალ მსმენელის პოზიცია დაიკავოთ. ეს მოსაუბრესაც ესიამოვნება და თავადაც ბევრ საინტერესო რამეს შეიტყობთ. სიჩქარეში შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოტოვოთ. ხვალისთვის ვარსკვლავები არ გირჩევენ ლატარიის ბილეთში ფულის დახარჯვას.



თხის რქა
ხვალ თხის რქების ქარიზმა სრულად იმუშავებს. ნუ იქნებით შურიანი ამ დღეს. ვარსკვლავები არ გირჩევენ ინიციატივის გამოჩენას და მათ დახმარებას, ვისაც თქვენთვის ეს არ უთხოვია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიერ გაწეული სამსახური „დათვური“ აღმოჩნდება.


მერწყული
ეს დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ მავნე ჩვევებზე საბოლოოდ თქვათ უარი. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ჭორებსა და სხვების საქციელს. ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ - შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც გატყუებენ.


თევზები
ამ დღეს ვალების დაბრუნებას გადაწყვეტთ, რაც თქვენს მატერიალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ხვალ შესაძლოა, ვინმე გაიცნოთ და ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოგერიდოთ ახალი ნაცნობის. თევზებო, ნუ გსურთ მიიღოთ ის, რაც არ გეკუთვნით, რამდენჯერმე დაფიქრდით, სანამ მოქმედებაზე გადახვალთ.

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!