17-23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

16 აპრილი 19:30
1408

კვირა სიკეთის ატმოსფეროში ჩაივლის. მოაგვარეთ დიდი ხნის კამათი და სთხოვეთ პატიება მათ, ვისაც აწყენინეთ...

ვერძი
ვერძებს გასაოცრად მსუბუქი და პოზიტიური კვირა ელოდებათ. ყველაფერში შეეცდებით, სასიამოვნო მომენტები აღმოაჩინოთ (სამსახურებრივ საქმეებშიც კი), ხოლო ბედნიერი ღიმილი თქვენს სახეს მხოლოდ მცირე ხნით დატოვებს. ნამდვილად გაგიჩნდებათ რამდენიმე საბაბი იმისთვის, რომ გარშემო სამყარო ნათლად და პოზიტიურად მოგეჩვენოთ. საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ, ფინანსურად რთულ საკითხებს ამოხსნით და, ასევე, კარიერული წარმატებისკენაც რამდენიმე ნაბიჯს წინ გადადგამთ. დასვენების დღეებიც ნამდვილად გაგახარებთ, რომელსაც საკმაოდ არასტანდარტულად გაატარებთ.


კურო
კუროებმა უნდა იფიქროთ, როგორ შეხვდეთ ზღვის სეზონს კარგ ფორმაში. თუკი სპორტთან არ მეგობრობთ, დროა, ეს შეცდომა გამოასწოროთ. თუკი დამაჯერებლად დაგეგმეთ სამუშაო და დასვენების რეჟიმი, თქვენს გრაფიკში უდავოდ გამოჩნდება რამდენიმე თავისუფალი საათი, რომელიც შეგიძლიათ, ზომიერ ფიზიკურ ვარჯიშებს დაუთმოთ. ასევე, ცუდი არ იქნება, თუკი საღამოს თავისუფალ საათებს დივანზე წამოწოლილი ან სავარძელში კომპიუტერთან არ გაატარებთ. თუკი თქვენს ცხოვრებას გაამრავალფეროვნებთ, თქვენი სხეულიც და ემოციური მდგომარეობაც მოგებული დარჩება.


ტყუპები
ტყუპებმა შესაძლოა, დიდი შეცდომა დაუშვან. ნუ იჩქარებთ იმაზე ფიქრს, რა მომავალი ელოდება თქვენს სასიყვარულო რომანს და, ასევე, ნუ იჩქარებთ წერტილის დასმას. შეგიძლიათ, თქვენს პარტნიორს კიდევ ერთი შანსი მისცეთ და ის დაგიმტკიცებთ, რომ ის თქვენთვის იდეალური თანამგზავრია. რაც შეეხება კარიერასა და ფინანსურ საკითხებს, ცვლილებების შეტანა არც ამ საკითხებშია მიზანშეწონილი. თუკი ნამდვილად გჭირდებათ რამის შეცვლა, ჯერ კარგად დაგეგმეთ, ხოლო შემდეგ დაიწყეთ მისი რეალიზება.


კირჩხიბი
კირჩხიბებო, დაივიწყეთ დასვენებასა და სიმშვიდეზე ფიქრები. სამსახურში უამრავი გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდებათ და სახლში იმდენად დაღლილი დაბრუნდებით, რომ დაღლილობისგან შეგრძნებებს დაკარგავთ. ამ მიზეზით თქვენი საღამოს დასვენება უნდა იყოს მხოლოდ პასიური და ძალიან მშვიდი. სამწუხაროდ, ოჯახური კამათი და წვრილმანი პრობლემები სრულყოფილად დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალებას არ მოგცემთ. მხოლოდ დასვენების დღეებში შეძლებთ, საბოლოოდ შეანჯღრიოთ საკუთარი თავი კატასტროფულ დაღლილობაზე, რაშიც ოჯახთან ერთად ბუნებაში გასვლა დაგეხმარებათ.


ლომი
ლომები შეეცდებიან, მომდევნო დღეები მზეზე გაატარონ. სამსახურში თქვენს უფლებებს რომელიღაც დამწყები თანამშრომელი შეზღუდავს. ეს ადამიანი, თქვენს მოვალეობებს საგულდაგულოდ გადახედავს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენ სამსახურიდან ნაკლები სიამოვნება მიიღოთ. ნამდვილად გაგიჩნდებათ ფიქრი სამსახურიდან გაგდების შესახებ, მაგრამ ამ ბნელ ფიქრებს უმალვე მოიშორებთ თავიდან. ჩხუბის გარეშე არ დანებდებით, გადადგამთ რამდენიმე საპასუხისმგებლო ნაბიჯს და სულ მალე თქვენი კუნკურენტი იძულებული გახდება, უარი თქვას თქვენთან ბრძოლაზე. სანამ სამსახურში „ომობთ“, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები არ შეინიშნება.


ქალწული
ქალწულებს ვარსკვლავები არ ურჩევენ გარდერობის ან ვარცხნილობის შეცვლას. ეს დაუფიქრებელი ცვლილებები უფრო მეტს დაგაკარგვინებთ, ვიდრე შეგძენთ. თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, ის აშკარად ვერ დააფასებს მეტამორფოზებს, რომლებიც შეგემთხვევათ (უფრო ზუსტად, ისინი მასში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს). თუკი ახალ რომანს მხოლოდ ახლა იწყებთ, მით უმეტეს, არ უნდა იჩქაროთ რადიკალური ცვლილებების მიღება. თუკი იმ იმიჯზე უარს იტყვით, რომელშიც თქვენს საყვარელ ადამიანს მოსწონხართ, აუცილებლად ინანებთ. გადადეთ ეს საკითხი სამომავლოდ და გაამახვილეთ ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე (კარიერაზე ან ფინანსებზე).


სასწორი
სასწორები მთელი კვირა პირად ცხოვრებაში შექმნილი პრობლემების მოგვარებით დაკავდებიან. მათი ინიციატორი თქვენი საყვარელი ადამიანი გახდება, რომელიც გაუგებარი მიზეზით, მოულოდნელად თქვენი სასიყვარულო ურთიერთობების რეფორმირებას მოინდომებს. შეეცდებით, ყველაფერი ისე დატოვოთ, როგორც არის და ამ მიზეზით საოცარ მოხერხებულობასა და გამჭრიახობას გამოავლენთ. საბოლოოდ, თქვენს წყვილს სასიყვარულო საფრთხისგან დაიცავთ და თქვენს სახლში კვლავ დაისადგურებს სიმშვიდე. სამაგიეროდ, ასეთივე სიმშვიდე არ გელოდებათ სამსახურში. ხელმძღვანელთან კამათი თქვენს სამსახურში დარჩენას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.


მორიელი
მორიელებს მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ თავიანთი ნათელი მომავლისკენ. სამსახურში მაცდურ წინადადებას მიიღებთ და ოპერატიულად გადაწყვეტთ თქვენს სამომავლო კარიერას. გამორიცხული არ არის, რომ ახალი კარიერული სიმაღლეების დასაპყრობად მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოთ. სამუშაოდ ახალ ადგილზე გადასვლა უამრავ საფიქრალს გაგიჩენთ (მათ შორის ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლა). ამ ეტაპს ღირსეულად გადაიტანთ, რის შემდეგაც თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება, ხოლო თქვენი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის არ არის მიზანშეწონილი ახლობლების მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობის გამოჩენა. უმჯობესია, საკუთარი თავით დაკავდეთ. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ საუბარია არა მხოლოდ ფიზიკურობაზე, არამედ თქვენს შინაგან სამყაროზეც. ამ საკითხებზე მუშაობის დროს, მნიშვნელოვნად გააფართოებთ საკუთარ მსოფლმხედველობას, იდეალური თანამოსაუბრე გახდებით და მაგნიტივით მიიზიდავთ გარშემომყოფებს. ერთ-ერთ მათგანთან ურთიერთობა რომანტიკულ ხასიათს შეიძენს და საბოლოოდ იპოვით ცხოვრების ღირსეულ თანამგზავრს.


თხის რქა
თხის რქები ამ კვირაში ბავშვობის შიშებს გაიხსენებენ. ზუსტად იმ სიტუაციაში აღმოჩნდებით, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინათ, რის შემდეგაც ქვეცნობიერი განგაში დაგეწყებათ. თქვენ, რა თქმა უნდა, მისგან განთავისუფლდებით, მაგრამ მომხდარი საკმაოდ დაგაფიქრებთ. იმისთვის, რომ მსგავს სიტუაციაში აღარასდროს აღმოჩნდეთ, დახმარებისთვის გამოცდილ ფსიქოლოგს მიმართავთ და ის აგიხსნით, როგორ შეგიძლიათ საბოლოოდ დაივიწყოთ ეს კომპლექსი. სანამ ამ საკითხის მოგვარებით ხართ დაკავებული, ცხოვრების სხვა სფეროები თქვენგან დიდ ყურადღებას ვერ მიიღებს. კიდევ კარგი, ამ ასპექტში მნიშვნელოვანი არაფერი შეინიშნება.


მერწყული
ამ კვირაში მერწყულები კოლეგებზე გაცილებით მეტს და გაცილებით კარგად იმუშავებენ, რისთვისაც პრემიას მიიღებთ. თქვენი ოჯახი  გადაწყვეტს, თქვენი ფულადი ჯილდო სასარგებლოდ გამოიყენოს და ძვირად ღირებული ნივთი შეიძინოს, რასაც უსიტყვოდ დასთანხმდებით. როგორც კი სასურველ ნივთს შეიძენთ, ნათესავებთან ერთად ამ სასიხარულო მოვლენის აღნიშვნას გადაწყვეტთ. საღამოს დასვენების დღეებში დაგეგმავთ და ყველაფერი შესანიშნავად ჩაივლის (თქვენს სახლში უამრავი სტუმარი მოგროვდება და მათთან ერთად გულიანად იხალისებთ).


თევზები
თევზები თავს საკმაოდ მოწყენილად იგრძნობენ. ამ მდგომარეობიდან ვერც ერთი ოჯახის წევრის სასიამოვნო სიახლე და ვერც სამსახურში მომხდარი ღირსშესანიშნავი მოვლენა ვერ გამოგიყვანთ. მთელ დღეებს ძველი კოლეგის გვერდით გაატარებთ, რის შემდეგაც მის მარჯვენა ხელად დაინიშნებით. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მოლოცვების მიღების დროს თავს შეწუხებულად იგრძნობთ. ამ გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის პირად ცხოვრებაში მომხდარი იმედგაცრუება იქნება (სასიყვარულო ურთიერთობის გაწყვეტა ან  დიდი ხნის შეყვარებულის მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება).