24-30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

23 აპრილი 19:47, 2017 წელი

ეს კვირა აღსაფრთოვანებლად უამრავ მიზეზს გააჩენს...

ვერძი
კვირა მოწყენილობის გარეშე ჩაივლის. საქმეებს, რომლებიც სამსახურსა და სახლში გელოდებათ, ზომიერად შეასრულებთ. გარდა ამისა, დაარწმუნებთ საკუთარ თავს, რომ უსაფუძვლოდ ნერვიულობა არ ღირს. დასვენების დღეებში მცირე დაღლილობას იგრძნობთ, თუმცა, უიქენდის გატარებას შესანიშნავად შეძლებთ. შაბათ-კვირას საყვარელ ნათესავს ესტუმრებით, დაასრულებთ საკუთარ პროექტზე მუშაობას ან საკუთარ გარეგნობას სათანადო ყურადღებას დაუთმობთ.


 


კურო
კუროებს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნებათ. თუკი მარტოხელა ხართ, უახლოეს დღეებში გულის არეში სიცარიელისგან განთავისუფლებას შეძლებთ. თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, თქვენი ურთიერთობა უფრო თბილი და სანდო გახდება. რაც შეეხება თქვენს ფინანსებსა და კარიერას, ეს სფეროები თქვენგან დიდ ყურადღებას ვერ მიიღებს. გადაწყვეტთ, რომ ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა გაკმაყოფილებთ და თანამდებობრივი დაწინაურება - ეს მხოლოდ ოცნებაა. ერთი სიტყვით, მომდევნო შვიდ დღეს სრულ ჰარმონიაში გაატარებთ როგორც საკუთარ თავთან, ასევე, გარშემომყოფებთან.



ტყუპები

ტყუპებს მთელი კვირის განმავლობაში რთულ პროექტზე მუშაობა მოგიწევთ, რომელიც სახლსა და ყოველდღიურობას უკავშირდება. დაიწყებთ რემონტს ან აქტიურად მოემზადებით სასოფლო-სამეურნეო სეზონისთვის. სამსახურებრივ მოვალეობას განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე შეუდგებით (მიზეზი თქვენი დაღლილობა იქნება). დასვენების დღეებს ისე გაატარებთ, რომ საკუთარი ძალებისა და ენერგიის აღდგენას სრულად შეძლებთ. გამორიცხული არ არის, რომ უიქენდის დღეებში სახლში დარჩეთ და თქვენი სამარშრუტო ხაზი მხოლოდ სამზარეულო, ტელევიზორი და დივანი იყოს.


კირჩხიბი
კირჩხიბები ამ კვირაში სამსახურში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. რთულია იმის თქმა, რა გაზრდის თქვენს ავტორიტეტს (შესაძლოა, მარტო გაუმკლავდეთ რთულ პროექტზე მუშაობას ან გამოიგონოთ მეთოდი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი კომპანიის პროდუქტიულობას). სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ სამსახურში ყველა ხელის გულზე გატარებთ (განსხვავებით ოჯახის წევრებისგან, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში თქვენ მიმართ ძალიან მკაცრები და კრიტიკულები იქნებიან). მათ არ მოეწონებათ თქვენი უყურადღებობა საოჯახო საქმეების მიმართ, და საერთოდ, ის, რომ იშვიათად ხართ სახლში. დასვენების დღეებში შეეცდებით, შეცდომა გამოასწოროთ.


ლომი
კვირის განმავლობაში ლომები სასარგებლო ნივთს შეიძენენ, მართალია, ამისთვის დიდ თანხას დახარჯავთ, თუმცა, ნამდვილად დიდ სიამოვნებას მიიღებთ. სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში არ შეინიშნება. როგორც სამსახურში, ასევე, პირად ცხოვრებაში ერთფეროვნება გელოდებათ. ერთადერთი ნათელი მოვლენა იქნება შაბათის საღამო, სადაც სრულად მოიხსნით „მუხრუჭებს“, რომლებიც ემოციურ თავისუფლებაში ხელს გიშლით. საბოლოოდ, შეძლებთ, სრულად გამოუშვათ „ორთქლი“, რომლის შემდეგაც წარმოუდგენელი კმაყოფილების შეგრძნება დაგეუფლებათ.


ქალწული
ქალწულებს წარმატებული კვირა ელოდებათ. ყველა სირთულე მხოლოდ სამსახურებრივ საქმეებს დაუკავშირდება. თუკი ფიქრობდით, რომ კარიერული წარმატება უნდა გეწვიოთ, მწარე იმედგაცრუება გელით. მიზეზი, რომლის გამოც ეს საკითხი გარკვეული პერიოდით კვლავ გადაიდება, თქვენი ხელმძღვანელის მივლინება გახდება, რომელიც თქვენი დაწინაურების შესახებ ბრძანებას ხელს ვერ მოაწერს. ამ იმედგაცრუების კომპენსირებას პირად ცხოვრებაში განვითარებული მოვლენებით შეძლებთ (დაიწყებთ ახალ რომანს და მიმდინარე ურთიერთობას კიდევ უფრო ჰარმონიულს გახდით).



სასწორი
ფინანსურ სფეროში უამრავი საქმე გელოდებათ. თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ხარჯი გელოდებათ, რაც თქვენთვის მოულოდნელი იქნება. მოგიწევთ სასწრაფოდ გადაწყვიტოთ, სად ისესხოთ თანხა მიმდინარე პრობლემის გადასაწყვეტად. შესაძლოა, ბანკს მიმართოთ, კრედიტი გააფორმოთ ან  ნათესავებს მიმართოთ. პირად საქმეებში განსაკუთრებული პრობლემები არ გელოდებათ. სანამ პარტნიორთან ერთად პრობლემის მოგვარებაზე მუშაობთ, თქვენ შორის ყველანაირი კონფლიქტი და კამათი შეწყდება.


მორიელი
მორიელებო, ვარსკვლავები არ გირჩევენ წამიერ სურვილებზე აყოლას. თუკი ნამდვილად ოცნებობთ დასვენებაზე, ნუ დაარღვევთ კვების რეჟიმს, რომელიც ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას უკავშირდება. ნუ მისცემთ საკუთარ თავს სიზარმაცის ან მოწყენის უფლებას, როდესაც საუბარი სპორტს ეხება. გადამეტებული დატვირთვა თქვენს ორგანიზმს ზიანს მიაყენებს, ასე რომ, სპორტთან დამეგობრება თანდათანობით მოგიწევთ. თუკი ამ საკითხში პროფესიონალი ხართ, ყურადღება მიაქციეთ განწყობას ვარჯიშის დროს. შესაძლოა, სპორტი სწორედ ამ მიზეზით არ იწვევს თქვენში განსაკუთრებულ ოპტიმიზმს, რასაც დიდ დანაშაულად აღიქვამთ.


მშვილდოსანი
მომდევნო კვირა მშვილდოსნებს აღსაფრთოვანებლად უამრავ მიზეზს გაუჩენს. სამუშაო დღეებში შრომის აუჩქარებელი ტემპით დატკბებით. თქვენი ხელმძღვანელი დროებით გაემგზავრება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ და თქვენს კოლეგებს მისი დაუსრულებელი შენიშვნების მოსმენა არ მოგიწევთ. სახლში უამრავი სასიამოვნო წუთი გელოდებათ, რასაც ოჯახის წევრებთან ურთიერთობა მოგანიჭებთ. ბავშვებისთვის უფროსი მეგობარი გახდებით და ეს მეგობრობა დაგეხმარებათ, საოჯახო ყოფა დაუვიწყარი გახადოთ. დასვენების დღეებში ლაშქრობაზე წახვალთ ან ბუნებაში პიკნიკს მოაწყობთ.


თხის რქა
თხის რქებს თანამშრომელთან კონფლიქტური სიტუაცია შეექმნება. რთულია იმის განსაზღვრა, კონკრეტულად რა გახდება უთანხმოების მიზეზი. უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა - თქვენ და თქვენი ოპონენტი პროფესიონალურ ეტიკეტს დაივიწყებთ. თქვენი ცხარე კამათი დირექტორის ყურამდეც მივა, რაც მის უკმაყოფილებას გამოიწვევს. თუკი თქვენს ამჟამინდელ სამუშაო ადგილს აფასებთ, შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოთ თქვენი ემოციური ბალანსი და დაუბრუნდეთ იმ საქმეს, რაც თქვენი ვალდებულებების სიაში შედის.


მერწყული
მერწყულებს სასიყვარულო სფეროში ცვლილებები ელოდებათ. თუკი ცხოვრების იდეალურ მეგზურს ეძებთ, თქვენთვის გასაგები გახდება, რომ საუკეთესო კანდიდატი თქვენთვის რომელიღაც დიდი ხნის ნაცნობია. შეამჩნევთ, რომ მასთან ურთიერთობის პროცესში სითბოს გრძნობთ. ისღა დაგრჩენიათ, გაარკვიოთ, თქვენი რჩეული რას განიცდის თქვენთან ურთიერთობის დროს. ამის გარკვევაში საერთო მეგობარი დაგეხმარებათ (ის თქვენი კუპიდონი გახდება). სწორედ „კუპიდონი“ იმოქმედებს ისე, რომ თქვენ და თქვენი გულის სწორი განმარტოვდეთ და ერთმანეთთან ურთიერთობით დატკბეთ.


თევზები
თევზებს მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი შენაძენი ელოდებათ. როგორც კი ახალი ავტომობილის ან მდიდრული სახლის მფლობელი გახდებით, ბევრს თქვენი შეშურდება. გარდა ამისა, შურიანი ადამიანები თქვენზე ჭორებს ააგორებენ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამგვარ უსიამოვნო მომენტებს. მით უმეტეს, რომ კვირის ბოლოს კიდევ ერთი მიზეზი გაგიჩნდებათ - წამოიწყებთ უჩვეულო სასიყვარულო რომანს (დაუბრუნდებით ყოფილ მეორე ნახევარს ან ვიღაცის ყურადღებას მიიზიდავთ).


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?