29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

28 აპრილი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
უთხარით ადამიანებს თბილი სიტყვები და აგრძნობინეთ, რასაც მათ მიმართ გრძნობთ და თავად დარწმუნდებით, რომ სანაცვლოდ უამრავ სითბოსა და სიყვარულს მიიღებთ. მთავარია, კარგი განწყობის შენარჩუნება.

კურო
შესაძლოა, შეფისგან დამატებითი დავალებები მიიღოთ. სცადეთ, საღამოს განიტვირთოთ და არაფერზე იფიქროთ. ძალიანაც რომ გსურდეთ, პრობლემები არსად გაგექცევათ და მათ ხვალ დაუბრუნდებით. თავისი ისტორიით ვიღაც ცრემლებამდე მიგიყვანთ, მაგრამ ეცადეთ, თავი შეიკავოთ და დისტანცია შეინარჩუნოთ.

ტყუპები
საკუთარი ორგანიზატორული ნიჭით ყველას გააოცებთ. ისეთი ღონისძიების ორგანიზებას შეძლებთ, რომელიც ყველას ძალიან დიდხანს ემახსოვრება. ამ დღეს ვინმეს დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში უცნობი ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდეთ.                    
 
კირჩხიბი
ამ დღეს ყველა სიახლეს, სამსახურებრივი საკითხებიდან დაწყებული, ურთიერთობებით დამთავრებული, საოცრად ადვილად ითვისებთ. გირჩევთ, გულისხმიერად მოეკიდოთ დახმარების თხოვნას, რომელსაც ხვალ მოისმენთ. ეცადეთ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის დანახვისას „თავი არ დაკარგოთ“.

ლომი
კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. თუ  შესაძლებლობა მოგეცათ, ეცადეთ, თქვენი გონებამახვილობა გამოავლინოთ. გახსოვდეთ ამ დღეს რომანტიკულ განწყობაზე მხოლოდ თქვენ ხართ და განწყობა გრიპი არ არის, რომ საყვარელ ადამიანს გადასდოთ.

ქალწული
კარგი დღეა ყოველივე ახლის შესაცნობად: გასართობის, მოგზაურობის, დასვენების, ახალი ნაცნობობისა და ცოდნის მისაღებად. თქვენამდე შემთხვევით მოსული ინფორმაცია შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს. გირჩევთ, მაგიის დახმარებით არ ისარგებლოთ, თორემ შეიძლება შარლატანის მსხვერპლი გახდეთ..

სასწორი
კარგად გაითავისეთ ყველაფერი, რასაც თქვენი მისამართით მოისმენთ, მაგრამ ნუ მიაქცევთ ძალიან დიდ ყურადღებას. მუშების დაქირავებას ან ვინმეს მომსახურებით სარგებლობას ამ დღეს ვარსკვლავები არ გირჩევენ. დისტანციურად ნივთების შეძენა, მაგალითად, ინტერნეტით, ასევე, საფრთხეს შეგიქმნით, რადგან დიდი შანსია, უხარისხო ნივთი შემოგასაღონ.

მორიელი
ამ დღეს მორიელები ძველ ნაცნობებს შეხვდებიან, შესაძლოა, მათი ნახვა დიდად არ გესიამოვნოთ, მაგრამ სასურველია, არ შეიმჩნიოთ. „სე ლა ვი“ - ამ დღისთვის მორიელების დევიზია. შესაძლოა, მორიელებმა დაინახონ ის, რაც მომავალში მათ განვითარებაზე გავლენას მოახდენს.


მშვილდოსანი
ეს დღე შესანიშნავია მსუბუქი სისულელის ჩასადენად, რომელიც მშვილდოსნებს უამრავ სიხარულს მოუტანს. მშვილდოსნებო, შეეცადეთ, საერთო ენა გამონახოთ საჭირო ადამიანებთან, უბრალოდ, სასურველია, ყველაფერი წინასწარ განსაზღვროთ. შესაძლოა, ალკოჰოლმა მიგიზიდოთ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ სასმელი არ გადაწყვეტს თქვენს პრობლემებს, პირიქით, ახალი თავსატეხი დაგემატებათ.

თხის რქა
მეგობრული გარემო თხის რქებისთვის ამ დღეს აუცილებელია. შესაძლოა, ახლობელი ადამიანებისგან ფსიქოლოგიური მხარდაჭერა დაგჭირდეთ. არ ღირს მთელი დღე ფულზე ფიქრი და წუწუნი, რომ ეს თანხა არაფერში გყოფნით. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენ არ ხართ ამ მდგომარეობაში. შეეცადეთ, იკმაროთ და ისიამოვნოთ იმ თანხით, რაც გაქვთ.

მერწყული
ნუ მისცემთ წვრილმანებს თქვენი განწყობის გაფუჭების უფლებას. შეიკავეთ ემოციები და გაუფრთხილდით ნერვებს. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ვიღაცას რამეში აჯობეთ და ცხვირში წკიპურტი წამოარტყით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის.

თევზები
საკუთარი თავის ღიმილიანი ანარეკლი სარკეში თევზებს ენერგიით აავსებს მთელი დღით. ვარსკვლავები გირჩევენ ვინმესთან საუბარს და კარგი იქნება, თუკი სასიამოვნო მსმენელს მოიძიებთ. შესაძლოა, რიტორიკული შეკითხვები დაგებადოთ ცხოვრების შესახებ, რაც მთელი დღე მოსვენებას დაგაკარგვინებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?