30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

29 აპრილი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მშვენიერი დღეა შოპინგისთვის. სრულიად ხელმისაწვდომ ფასად ხარისხიანი ნივთების შეძენას შეძლებთ და შენაძენით კმაყოფილი დარჩებით. გირჩევთ, აუცილებლად გამონახოთ დრო სამუშაო ადგილის დასალაგებლად. ამ დღეს ფულის გასესხება სანდო და კარგად გამოცდილ ადამიანებზეც კი არ ღირს.


კურო
შესაძლოა, დღეს ბევრი ცრემლი დაღვაროთ, მაგრამ ეს სიხარულის ცრემლები იქნება. კუროებო, ცხოვრებისგან სასწაულებს ნუ ელით. დღე მშვიდად და სიურპრიზების გარეშე ჩაივლის. გირჩევთ, ვინმეს თვალთვალზე, მასზე კომპრომატების შეგროვების მიზნით, ხელი აიღოთ, რადგან ამით თავად დაზარალდებით. შეიძლება მოპოვებული ინფორმაცია არასწორად გაიგოთ..


ტყუპები
შესაძლოა, ახლობელი ადამიანების თხოვნასთან დაკავშირებით თქვენმა პოზიციამ სერიოზული საუბარი გამოიწვიოს. ამ დღეს ადამიანებს უმცირეს შეცდომასაც კი არ პატიობთ. სანამ რაიმეს გააკეთებთ, ასჯერ გაზომეთ, ათასჯერ დაფიქრდით და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. 


კირჩხიბი
თუ ვიღაცაზე გავლენა მოიპოვეთ, მეტისმეტი არ მოგივიდეთ და ბოროტად არ ისარგებლოთ. გახსოვდეთ, რომ რთულ სიტუაციაში რჩევა ისეთ ადამიანს უნდა ჰკითხოთ, ვისაც ენდობით. გირჩევთ, სპორტული აქტივობებისა და ვარჯიშის დროს ზედმიწევნით ფრთხილი იყოთ, რომ რამე არ დაიზიანოთ.


ლომი
გირჩევთ, დღე სარკეში საკუთარი გამოსახულებისთვის ღიმილის ჩუქებით დაიწყოთ. თუ სამსახურთან დაკავშირებული საქმეები გაქვთ, მაგალითად, გასაუბრება, იცოდეთ, რომ ყველაფერი მშვენივრად ჩაივლის. სამსახურში ახალი თანამშრომლების ან ახალი წესების გამოჩენას უნდა ელოდოთ.


ქალწული
ეს დღე ძველი და უსარგებლო ნივთებისგან გასათავისუფლებლად შესაფერისია. არ იდარდოთ, მათ გარეშე უკეთ იქნებით. დღე მშვიდად, უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე ჩაივლის, უბრალოდ, ხალხის მასისგან გამოყოფას არ უნდა ეცადოთ.


სასწორი
ეს დღე შესანიშნავია საჩუქრების შესაძენად. გადაწყვეტთ, მეგობარს დაეხმაროთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, მზად იყოთ იმისთვის, რომ ის პრობლემებს მთლიანად თქვენ გადმოგაბარებთ. ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ დაგეგმილი საქმეების შესრულება მოასწროთ, მაგრამ შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ თითქოს დრო მოჯადოებულია და თქვენს წინააღმდეგ მიდის.


მორიელი
დაკავდით შემოქმედებით ან რაიმე ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობით, ეს ჰარმონიის შეგრძნებას მოგცემთ. ამ დღეს შესაძლოა, დიდი დრო დაგჭირდეთ სამუშაო განწყობის შესაქმნელად. ბოლოს და ბოლოს, ამოხსნით ამოცანას, თუმცა, მისი პასუხი მდგომარეობას ნაკლებად შეგიმსუბუქებთ.


მშვილდოსანი
ამ დღეს დაუგეგმავი, მაგრამ სასიამოვნო სტუმრები გეწვევიან. ნუ ეცდებით ნაკვერჩხლის სხვისი ხელებით გამოღებას. მშვილდოსნებმა სასურველია, უარი თქვათ საპირისპირო სქესის მხრიდან მიღებულ შემოთავაზებაზე.


თხის რქა
თხის რქებს ვარსკვლავები გირჩევენ, რჩევების მიცემისგან თავი შეიკავოთ. თუკი რაიმე გაგაღიზიანებთ, შეეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ, ზეგიდან ეს თქვენთვის აქტუალური იქნება. თხის რქების ამბიცია სასაცილო და უადგილო იქნება, ასე რომ, ხვალ დაივიწყეთ ამის შესახებ.


მერწყული
ამ დღეს სამუშაო სამომავლოდ კარგ პერსპექტივებს მოგიტანთ. არ ღირს მაღაზიებში საყიდლებზე სიარული, ფულის ხარჯვა უაზრო იქნება. ხვალ მერწყულები ვინმესგან მხარდაჭერას დაელოდებით, მაგრამ ამის იმედი ტყუილად გექნებათ.


თევზები
თევზებმა შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ და თუკი მოცემულ მომენტში ამ აზრს შეეწინააღმდეგებით, მალე მიხვდებით, რომ ეს კარგი იდეა იყოთ - გამონახოთ დრო, რათა დეტალურად დაგეგმოთ სამომავლო პროექტები, რადგან სულ მალე მათი განხორციელება მოგიწევთ. ვარსკვლავებს სურთ, შეგახსენონ, რომ ნამდვილ მეგობრობაში საიდუმლოებები არ უნდა იყოს, ამიტომ, თუკი ამ გრძნობას აფასებთ, გააკონტროლეთ, ვის რას ეუბნებით.

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!