8-14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

7 მაისი 19:30, 2017 წელი

ეს მოკლე კვირა ისე გაფრინდება, როგორც დასვენების ერთი დღე...

ვერძი
ვერძებს მომდევნო კვირაში მხოლოდ სასიამოვნო საზრუნავი გაუჩნდებათ. ყველაფერი ეს ოჯახს შეეხება და ამ საკითხებით იქნებით დაკავებული სამსახურშიც კი. საბოლოოდ, მომდევნო შვიდი დღე სტრესის გარეშე ჩაივლის, ხოლო დასვენების დღეებში თქვენი განწყობა უმაღლეს დონეს მიაღწევს. უიქენდზე აქტიურ დასვენებას გირჩევთ (მაგალითად, პიკნიკის მოწყობას ნათესავებისა და მეგობრებისთვის). ყველა ვარიანტში, დასვენების დღეები სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ.


კურო
მომდევნო კვირას კუროები საოჯახო საქმეებს დაუთმობთ, რაც მთელ თქვენს ოჯახს გააერთიანებს. შრომა კარგია, მაგრამ ნურც ნაყოფიერ დასვენებას დაივიწყებთ, რაც ტრადიციულ მწვადებს, ტყეში სეირნობას და ჯერ კიდევ გრილ მდინარეში ბანაობას გულისხმობს. სხვა საქმეები (კარიერა, ფინანსები, ბიზნესი) მომდევნო კვირაში ნაკლებად დაგაინტერესებთ, ამიტომაც, ამ მხრივ, რაიმე გრანდიოზულს ნუ დაგეგმავთ.


ტყუპები
ტყუპები ამ კვირაში თამაშის ხასიათზე დადგებით. თუკი მარტოხელა ხართ და ცდილობთ, საპირისპირო სქესის ადამიანი თქვენით დააინტერესოთ, ამ მიზანს ნამდვილად მიაღწევთ. საინტერესო ნაცნობობა, ფლირტი და დაუვიწყარი რომანტიკული პაემანი გელოდებათ. მაგრამ, თუკი უკვე გყავთ მუდმივი პარტნიორი, მსუბუქ საქციელზე უარის თქმა მოგიწევთ. ამგვარ ულტიმატუმს მორიგ სამეგობრო საღამოზე მოისმენთ, სადაც თქვენი მეორე ნახევრის თანდასწრებით უცხოსთან კეკლუცობას გადაწყვეტთ.


კირჩხიბი
ახალ კვირას პრაქტიკულად უსაქმურად გაატარებთ. იმ რამდენიმე რთულ დღესაც, რომელთა სამსახურში გატარება მოგიწევთ, ფაქტობრივად, ვერ შეამჩნევთ. საკუთარ საქმეს სხვას გადააბარებთ და სამსახურშიც იზარმაცებთ, რასაც ვერ ვიტყვით თქვენს პირად ცხოვრებაზე: მეორე ნახევარს დაუვიწყარ საღამოს მოუწყობთ და გაახარებთ. 


ლომი
ლომებს ვარსკვლავები ურჩევენ, მოერიდონ აგრესიასა და მომენტალურ „აფეთქებას“. გაერკვიეთ საკუთარ თავში, რათა ახლობელი ადამიანებისთვის მუდმივად ნეგატივის წყარო არ გახდეთ. თუკი მიხვდებით, რომ საკუთარ თავს ვერ აკონტროლებთ, უმჯობესია, მეგობრულ საღამოებს მოერიდოთ (ეს თავიდან აგაცილებთ მეგობრებთან კამათს და მეორე ნახევართან სერიოზულ უთანხმოებას). კარგი იქნება, თუკი ამ დაძაბულ კვირას საკუთარ თავზე მუშაობაში გაატარებთ და ემოციური ბალანსს აღიდგენთ.


ქალწული
ქალწულებისთვის ეს კვირა შეუმჩნევლად ჩაივლის, თითქოს ერთი გრძელი დღე იყოს, სიხარულითა და სიყვარულით სავსე. სამწუხაროა, მაგრამ შესაძლოა, დრამატული ეპიზოდებიც გამოერიოს - შესაძლოა, იმ ადამიანმა, ვისზეც დიდი ხანია, ოცნებობთ და გსურთ, თქვენი მეორე ნახევარი უწოდოთ, სასიყვარულო ურთიერთობა სხვასთან დაიწყოს. შედეგად, მასთან სერიოზული ჩხუბი და უთანხმოება მოგივათ.


სასწორი
თუკი მარტოხელა ხართ და გსურთ, ახალი სასიყვარულო რომანი დაიწყოთ, იცოდეთ, რომ ამჟამინდელ თაყვანისმცემლებს შორის ნაკლებად შეძლებთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევას. თუკი დაოჯახებული ხართ, თქვენ მიმართ გარშემომყოფთა განსაკუთრებულ ინტერესს თქვენი მეორე ნახევარი სკეპტიკურად მიიღებს. თუმცა თქვენ და თქვენი მუდმივი პარტნიორი დროულად მიხვდებით, რომ ეს ადამიანები თქვენთვის არაფერს ნიშნავენ და ურთიერთობას ძველებურად განაგრძობთ.


მორიელი
მორიელებს ამ კვირაში სასწრაფოდ მოუწევთ დიდი თანხის შოვნა. ნათესავი ან მეგობარი თქვენთვის საჭირო ნივთს ძალიან იაფად შემოგთავაზებთ, თუმცა, განვადებაზე არ დაგთანხმდებათ. საკმარის თანხის მოგროვების პროცესში ნერვიულობა მოგიწევთ, მაგრამ საბოლოოდ ამ სასურველი ნივთის მფლობელი გახდებით. სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა მომდევნო კვირაში არ გელოდებათ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, ნუ ეცდებით ასე დაჟინებით კონკრეტული პიროვნების ყურადღების მიპყრობას. იმ შემთხვევაშიც, თუკი მხოლოდ მასზე ოცნებობთ, ზედმეტად მომაბეზრებელი ქცევა დაგაზარალებთ. უმჯობესია, საერთო ნაცნობებისგან გაიგოთ, რა აინტერესებს თქვენთვის სასურველ ადამიანს, სად უყვარს თავისუფალი დროის გატარება და საერთოდ, როგორი ჩვევები ახასიათებს. თუკი ყველა ამ კითხვაზე პასუხი გექნებათ, გაცილებით გაგიადვილდებათ მისი გულის დაპყრობა. თუმცა, ამასობაში სამსახურის საქმეებიც არ დაგავიწყდეთ.


თხის რქა
თხის რქები ამ კვირას ნათესავების, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარებენ. დღესასწაულების აღნიშვნას პიკნიკზე გადაწყვეტთ, საკუთარი ან რომელიმე ნათესავის აგარაკზე.  ეს დაძაბული დღეების დავიწყების და მეორე ნახევართან განმარტოების საშუალებას მოგცემთ. რა თქმა უნდა, ემოციური წონასწორობის აღდგენაშიც დაგეხმარებათ. ფინანსურ სფეროში მნიშვნელოვანი არაფერი გელოდებათ (დასვენებაზე იმაზე მეტ თანხას დახარჯავთ, ვიდრე გეგმავდით).


მერწყული
მერწყულებო, ამ კვირაში დაივიწყეთ მეგობრების წრეში ხმაურიანი წვეულებები. სცადეთ და დასვენების დღეები წიგნით ხელში გაატარეთ ან ისეირნეთ აუჩქარებლად პარკში. თუკი მარტოხელა ხართ, უახლოეს დღეებში ცხოვრების ღირსეულ თანამგზავრს შეხვდებით, უბრალოდ, შესაძლოა, გაცნობისთანავე ვერ მიხვდეთ, რომ თქვენი ახალი ნაცნობი თქვენთვის იდეალური პარტნიორია (ამას ოდნავ მოგვიანებით გააცნობიერებთ, როდესაც უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს).


თევზები
ამ კვირაში თევზებისთვის ინფექციური დაავადებების გადადების ან გაციების რისკი მოიმატებს. საბედნიეროდ, თქვენი ცხოვრების გზაზე სხვა პრობლემები არ წარმოიქმნება. საკუთარ თავზე სათანადოდ იზრუნეთ და ყველა შანსი მოგეცემათ იმისთვის, რომ საკმაოდ წარმატებული კვირა გქონდეთ. თუკი ცოტა ხნის წინ ბიზნესში თანხა დააბანდეთ, ამ სერიოზული ნაბიჯის პირველ რეზულტატს  სწორედ ახლა ნახავთ. ნაკლები წარმატება გელოდებათ პირად ცხოვრებაში, სადაც განსაკუთრებულ აქტიურობას არც გამოიჩენთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?